"ალიანს არენაზე" დაფიქსირებულ შედეგზე დიდი ანგარიშით კატალონიურ გუნდს ევროასპარეზზე არასდროს წაუგია, ამ ანგარიშით კი მეოთხედ დამარცხდა
მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდებს მხოლოდ ბუნდესლიგაში არ ამყარებს. სამშაბათს "ბარსელონასთან" გამართული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, რადგან აქამდე ამ ტურნირის 1/2-ფინალში 4:0 არასდროს დაფიქსირებულა.

"ბარსელონა" მიუნხენში ევროტურნირებზე 420-ე შეხვედრას მართავდა. "ალიანს არენაზე" დაფიქსირებულ შედეგზე დიდი ანგარიშით კატალონიურ გუნდს ევროასპარეზზე არასდროს წაუგია, ამ ანგარიშით კი მეოთხედ დამარცხდა.

მოდით, ერთად გავიხსენოთ წინა სამი შემთხვევა...

05/11/1980 - ბარსელონა-კიოლნი 0:4

"ბარსელონას" უეფას თასის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც კიოლნში გაიმართა, 1:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ სტუმართა მცველმა დიტერ პრესტინმა ტრავმა არ მიიღო და მის ნაცვლად მინდროზე პიერ ლიტბარსკი არ გამოვიდა.

20 წლის ფეხბურთელმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გერდ შტრაკმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ლიტბარსკის ჯერი დადგა - ამომავალმა ვარსკვლავმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

საბოლოოდ, 0:4 და მომდევნო ეტაპზე "კიოლნი" გავიდა, რომელსაც "ბარსელონას" ყოფილი მესაჭე, ლეგენდარული რინუს მიხელსი ავარჯიშებდა.

18/05/1994 - მილანი-ბარსელონა 4:0

ისტორიაში პირველად, "მილანი" ფინალური მატჩის წინ აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამის და რამდენიმე საკადრო პრობლემის მიუხედავად, ფაბიო კაპელო იოჰან კრუიფის "დრიმ თიმს" არ შეუშინდა და აქცენტი თავიდანვე შეტევაზე გააკეთა.

დანიელე მასარომ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში დეიან სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.

შეხვედრას წერტილი მარსელ დესაიმ დაუსვა, კაპელომ კი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იდეალური ფეხბურთი იხილა.

05/11/1997 - ბარსელონა-დინამო კიევი 0:4

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩის წინ კატალონიელები კარგ ხასიათზე იმყოფებოდნენ, რადგან "ბარსა" საშინაო ასპარეზზე დომინირებდა (საბოლოოდ, ჩემპიონიც გახდა).

"ნოუ კამპს" კიევის "დინამო" ესტუმრა, რომელიც იმ წელს ლიგის 1/2-ფინალში გავიდა. ანდრეი შევჩენკომ პირველივე ტაიმში ჰეთ თრიქი შეასრულა, მეორე ნახევარში სერხი ბარხუანის გაძევების შემდეგ შეხვედრას წერტილი სერგეი რებროვმა დაუსვა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ "დინამო" უფრო ძლიერი გუნდი იყო და ეს საქმითაც დავამტკიცეთ. მათ, პირველ რიგში, ტაქტიკურად ვაჯობეთ.

ისინი არ ელოდნენ, რომ ასე აგრესიულად შევუტევდით და ჩვენი ტაქტიკის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გააწყვეს", - განაცხადა მატჩის შემდეგ შევჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონამ" 4-ბურთიანი სხვაობით 1997 წლის შემდეგ პირველად წააგო

ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად