ამჯერად უკვე სამუდამოდ
დაახლოებით თვე-ნახევრის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდი ირწმუნებოდა, რომ 38 წლის პოლ სქოულზს გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება ერთი წლით უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

დამსახურებული ვეტერანის მკურნალობამ დაგეგმილზე ბევრად უფრო დიდი დრო წაიღო და როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონია. შეგახსენებთ, რომ მუხლის პრობლემების გამო პოლს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. "გარდიანის" ცნობით, სქოულზმა ფეხბურთიდან მეორედ წასვლა (ამჯერად საბოლოოდ) უკვე გადაწყვიტა და მალე ამას პირადად დაადასტურებს.

ნახევარმცველმა პირველად კარიერა 2011 წლის ზაფხულზე დაასრულა, მაგრამ "იუნაიტედს" 6 თვეში დაუბრუნდა. ასაკისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო მას ხშირად თამაში არ უწევდა. პოლი "იუნაიტედის" რიგებში 1993 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზეა პრემიერლიგაში ჩატარებული 497 თამაში და 107 გოლი. ფეხბურთელმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 11-ჯერ მოიგო. ამას გარდა, მას უმარჯვია ასოციაციის თასზე (3), ლიგის თასზე (2), ინგლისის სუპერთასზე (5), ჩემპიონთა ლიგაში (2), საკონტინენტთაშორისო თასსა (1) და ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე (1).

მორიგი პორტუგალიელი მანჩესტერში

"მირორის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლისაბონის "სპორტინგიდან" გვინეური წარმოშობის შემტევი ნახევარმცველის, 18 წლის ბრუმას შეძენას აპირებს. გამოცემის ცნობით, "იუნაიტედის" გარდა, ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპულიც".

თანაც, "ქალაქელებმა" მოლაპარაკებები ლისაბონელებთან უკვე დიდი ხანია, წამოიწყეს. მიმდინარე სეზონში თინეიჯერი უფრო მეტად დუბლებში თამაშობს და "ეშმაკებიც" პირველ ეტაპზე მას რეზერვისტებში უპირებენ გამწესებას. ალექს ფერგიუსონი მზადაა, პორტუგალიელში 3 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ მანკუნიანელებს ლისაბონელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ინგლისის ჩემპიონებმა თავის დროზე სწორედ "სპორტინგიდან" შეიძინეს კრიშტიანო რონალდო და ლუიშ ნანიც. "ლომებს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, რის გამოც იძულებულნი არიან, წამყვანი ფეხბურთელების მთელ ჯგუფს გამოეთხოვონ.

ზეიმი 13 მაისს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდის ცნობით, კლუბი საჩემპიონო მარშის ჩატარებას 13 მაისს გეგმავს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი. ღონისძიების დეტალებზე წყარო ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩავი: პოლ სქოულზი მსოფლიოს ბოლო დროის საუკეთესო ნახევარმცველია

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...