ხმაურიანი ტრანსფერები "ჩელსის" სასარგებლოდ
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსი" მზადაა, მადრიდის "ატლეტიკოს" რადამელ ფალკაოში 46 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. სწორედ ეს თანხა უწერია 27 წლის კოლუმბიელ ვარსკვლავს კონტრაქტში. ამასთან, ლონდონელები მზად არიან, "როხიბლანკოს" 20 წლის მეკარე ტიბო კურტუა კიდევ ერთი წლით დაუთმონ.

ფალკაოს რაც შეეხება, "ჩელსი" მას კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობს. მადრიდელთა პასუხი შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში, თუკი ფალკაო "სტემფორდ ბრიჯზე" აღმოჩნდება, ფერნანდო ტორესი გუნდში აღარ დარჩება. იტალიური პრესის ცნობით, 29 წლის ესპანელის შეძენით ყველაზე მეტად "ფიორენტინაა" დაინტერესებული, რომელიც, თავის მხრივ, სტევან იოვეტიჩის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.

ფლორენციული კლუბის ესპანელი სკაუტი ედუარდო მასია ამ დღეებში ლონდონს ეწვია, რათა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაემართა. მასიას "ელ ნინიოსთან" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რადგან თავის დროზე ის "ლივერპულშიც" მუშაობდა. მიმდინარე სეზონში ტორესი ცუდად თამაშობს. მის ანგარიშზე ჩემპიონატში სულ 6 გოლია, მაგრამ აქედან უკანასკნელი მან 2012 წლის 23 დეკემბერს "ასტონ ვილას" გაუტანა.

ტერის არ ეშინია

"ჩელსის" 32 წლის კაპიტან ჯონ ტერის კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულზე ეწურება. ჯერჯერობით მოლაპარაკება თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ დაწყებულა (მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი), მაგრამ ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი ამის გამო სულაც არ ნერვიულობს.

"გულშემატკივარს უნდა ესმოდეს, რომ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. შესაძლოა, ვიღაც ამის გამო ნერვიულობს კიდეც, მაგრამ მე ვიცი, რომ მოლაპარაკებებს სეზონის დასრულებისთანავე დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება, გუნდში ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენას ვაპირებ. პროცესის გაჭიანურების მიზეზი ყველამ იცით - ჩემი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და "ჩელსის" გადატვირთული კალენდარი.

მთელი ის პერიოდი, როცა მოედანზე გასვლას ვერ ვახერხებდი, სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ვემზადებოდი და ძალიანაც მეუცნაურებოდა, რადგან ჩემთვის ეს პირველი სერიოზული ტრავმა იყო კარიერაში. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის," – აცხადებს ტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

AS-ის ჟურნალისტი: საუკეთესო შეთავაზება ფალკაოს "ანჟისგან" ჰქონდა

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე