შვედის სატყუარა: 7 მილიონი ევრო სეზონში
იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. მართალია, 31 წლის ფორვარდს ფრანგულ პსჟ-სთან კიდევ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ამბობენ, რომ პარიზში თავს ცუდად გრძნობს და გარემოს გამოცვლას ეშურებაო.

გამომდინარე აქედან, ფრანგები შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ, ზლატანი ტრანსფერზე დააყენონ, რადგან რა კონტრაქტიც არ უნდა იყოს გაფორმებული, ფეხბურთის თამაშს ვერავის დააძალებ. მოკლედ, ტურინელები ამ გარემოებით სარგებლობას აპირებენ და როგორც ამბობენ, უკვე წამოიწყეს კიდეც მოლაპარაკება იბრაჰიმოვიჩთან.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები მზად არიან, შვედ თავდამსხმელს სეზონურად 7 მილიონი ევრო და პლუს, სხვადასხვაგვარი ბონუსი შესთავაზონ. ცნობისთვის, პსჟ-ში ზლატანი წლიურად 12 მილიონ ევროს იღებს. მოკლედ, თუ იბრას ნამდვილად უნდა საფრანგეთის დატოვება და ტურინისკენ მიუწევს გული, ხელფასის გვარიანად შემცირებაზე მოუწევს დათანხმება.

იბრას "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგების თემას ტურინული გრანდის ყოფილი ფორვარდი ჯანლუკა ვიალი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"ზლატანის "ვეკია სენიორაში" დაბრუნება ძალიან გამახარებს, რადგან ამ გუნდს დღემდე ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია და იმედია, ტრანსფერი შედგება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვეს" ყველა პრობლემას მოაგვარებდა შეტევის ხაზში და შესაბამისად, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ედინსონ კავანი? - მისი პლუსი ასაკია, მაგრამ სხვა მხრივ, მე შვედს მივანიჭებდი უპირატესობას. ურუგვაელი უფრო დამგვირგვინებელია, იბრას კი სიღრმიდანაც შეუძლია თამაში და თანაც, არავისზე ნაკლებად. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტრანსფერი შედგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იუვენტუსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

giorgi
"იუვენტუსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს-------------------------------------------------------------------რომელ "ზღაპრულ" პირობებზეა ლაპარაკი? 12 მილიონის ნაცვლად 7-ს რო პირდება?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა