"ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა "რეალთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის "რეალთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო წარმოუდგენელი გამოსვლა ჩემი გუნდის შესრულებით. "რეალი" ძალიან ძლიერია და მათთან მატჩები ყოველთვის რთულია.

პირველი 25 წუთი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი დავიბენით და "რეალს" გათანაბრების საშუალება მივეცით.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეჩვენებინათ ის ფეხბურთი, რომელიც მატჩის დასაწყისში ანახეს. არ ვიცი, როგორ ვთქვა ეს ინგლისურად, მეორე ტაიმში ნაპერწკალი გაჩნდა, თითქოს რაღაც ჩაირთო.

მატჩის შემდეგ ყველა ჩემს ფეხბურთელს გადავეხვიე, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. დღეს იყო სუფთა ფეხბურთი. ჩემი ბიჭები შეუჩერებელნი იყვნენ.

არასდროს მინახავს ისეთი ლამაზი გოლი, როგორიც ლევანდოვსკის მესამე ბურთია. ნახევარფინალების პირველი შეხვედრების მერე გერმანული ფინალი უფრო ნათელია, მაგრამ ვიცით, რომ მადრიდში ძალიან რთული მატჩი გველოდება.

არ მაქვს გრძნობა, რომ ლევანდოვსკის "დორტმუნდიდან" გაქცევა სურს, კლუბს მასთან დაშორება არ უნდა. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

"რეალს" გოლი რომ არ გაეტანა, ალბათ, სამ გოლს ვერც გავიტანდით. ახლა მთავარია, სიხარულისგან არ გავგიჟდეთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. საბედნიეროდ, მაქვს გამოცდილება, რომ საპასუხო შეხვედრაში შესაბამისი სტრატეგია ავირჩიო", - თქვა კლოპმა.

მომზადებულია BBC-ის, uefa.com-ისა და AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"