ამ "ბარსელონაზე" ამბობდნენ - ფეხბურთში ამაზე მეტის მოგონება შეუძლებელიაო, მიუნხენის "ბაიერნმა" კი ეს გუნდი 4:0 დაამარცხა
ფოტოზე: პაულ ბრაიტნერი (მარცხნივ) და კალე რუმენიგე

ამ "ბარსელონაზე" ამბობდნენ - ფეხბურთში ამაზე მეტის მოგონება შეუძლებელიაო, მიუნხენის "ბაიერნმა" კი ეს გუნდი 4:0 დაამარცხა. ეს "ბარსელონა" გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შრომის შედეგია. ასევეა "ბაიერნიც".

დიდი გუნდები სხვანაირები არიან და სხვანაირადაც მიჰყავთ საქმე. დიდი გუნდების საზომია ძველი ტიტულები, ფილოსოფია და ბევრი ფულით მოხვეჭილი ვარსკვლავი ფეხბურთელები.

ჩვენს "დინამოს" 32 წლის წინათ მადრიდში ჰყავს დამარცხებული მიუნხენის "ბაიერნი". მაშინ ბავარიულ გუნდს "ბრაიტნიგესაც" ეძახდნენ, რადგან თამაში მათ მიჰყავდათ - პაულ ბრაიტნერსა და კალე რუმენიგეს.

ტურნირს "სანტიაგო ბერნაბეუს თასი" ერქვა, რომელიც 1979 წლიდან ტარდება და დღესაც ცოცხალია. მადრიდის "რეალისთვის" "სანტიაგო ბერნაბეუს თასი" ახლა უფრო იმად არის მნიშვნელოვანი, რომ სეზონის წინ ამ ტურნირით პრეზენტაცია მოუწყოს გუნდის ახალწვეულებს, ხოლო მაშინ, როცა "დინამომ" ითამაშა ამ თასზე, სხვა სიტუაცია იყო, ტურნირს სხვა დატვირთვა ჰქონდა "რეალისთვისაც" და მის მიერ მოწვეული სხვა გუნდებისთვისაც.

ქართული კლუბი დღეს ვერ დაეტოლება "რეალსა" და "ბაიერნს", მაგრამ "დინამოსაც" აქვს ის საზომი ერთეული, რითაც იზომება დიდი გუნდი. "დინამო" ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში რომ გადადიოდა, საგანგებო პრესკონფერენციაზე მავანი ბრიტანელი, პიტერ ბონდი გვეახლა და გვითხრა - "დინამოს" თავისი მნიშვნელობით "სელტიკსა" და "გლაზგო რეინჯერსს" შევადარებდიო.

მას შემდეგ მისტერ ბონდი დიღომში აღარავის უნახავს, მის სიტყვებს კი ის ძალა აღმოაჩნდა, დღესაც რომ მახსოვს.

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში სხვა ქართულმა გუნდებმაც ითამაშეს - ქუთაისის "ტორპედომ" და ლანჩხუთის "გურიამ". ეს კი ცოტას როდი ნიშნავს ამ კლუბებისთვის, "ტორპედოს" სულაც კიევის "დინამო " ჰყავს დამარცხებული.

ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ რამდენიმე ქართულ გუნდს ნამდვილად აქვს ძლიერი საფუძველი, რომ ფილოსოფია შექმნას, ან იმ ფილოსოფიას გაჰყვეს, რაც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. ცხადია, "დინამო", "ტორპედო" და "გურია" ამ მხრივ სხვებზე წინ არიან.

"ბაიერნი" კი დღეს ყველაზე აქტუალურია, მათ შორის, ჩვენთვისაც, რადგან გერმანელებმა რაღაცა მოიგონეს, "ბარსელონაზე" მეტიც კი.

"ბაიერნი" ჩვენთვისაც კარგი მაგალითია - ბავარიელებმა ჯერ იფიქრეს, მერე იმოქმედეს, კურსს არ გადაუხვიეს, ბევრი ფულიც იშოვეს და ბოლოს "ბარსელონაც" გადაჯეგეს.

გერმანია ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთში შავი ფული არ ტრიალებს. ფინანსური ფეარ პლეის შესახებ თუ გსმენიათ, ეს სწორედ გერმანელების და მათნაირი ხალხისთვისაა ზედგამოჭრილი, ანუ კლუბმა მხოლოდ ის ფული უნდა დახარჯოს, რასაც შოულობს.

მდიდარი შეიხისთვის თუ რუსი ოლიგარქისთვის არასდროს ყოფილა მიმზიდველი "ბაიერნის" ყიდვა, რადგან მათი ადგილი იქ არ არის - რეკოდმაისტერის ფილოსოფია სულ სხვანაირია.

ფეხბურთში ბევრი რამე სწრაფად იცვლება, დიდი გუნდების ფილოსოფია კი რჩება, სხვანაირად ისინი დიდები ვეღარ იქნებიან. "ბაიერნს" ჰყავს არიენ რობენი და ფრენკ რიბერი, მაგრამ არ უნდა ისეთ დიდ გუნდებს დაემსგავსოს, სადაც მთავარი ის არის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი ან დევიდ ბექჰემის დარი "სელებრითი" მიიწვიოს.

ამ "ბაიერნის" შემხედვარეს, ყველას ერთი კითხვა უჩნდება: რაღა საჭიროა პეპ გვარდიოლა, როცა არის იუპ ჰაინკესი? პასუხი: გვარდიოლა "ბაიერნის" აკადემიას სჭირდება.

ცხადია, ეს პასუხი ჩემი მოგონილი არ არის, რუმენიგესთან დაახლოებულმა კაცმა მითხრა.

როცა "ბაიერნმა" ლუი ვან გაალი მიიყვანა, ული ჰიონესმაც და ფრანც ბეკენბაუერმაც ერთი და იგივე თქვეს: ჩვენს გუნდს მასწავლებელი მწვრთნელი სჭირდებაო. ვან გაალის ხელში დაწინაურდნენ ტონი კროოსი, თომას მიულერი, დევიდ ალაბა, ჰოლგერ ბადშტუბერი...

ახლა კი, მგონი, მაქვს იმის უფლება, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა: ამ ეტაპზე იმ ქართულ გუნდებს, რომელთაც საკლუბო ფილოსოფიაზე აქვთ პრეტენზია, ყველაზე უფრო მასწავლებელი მწვრთნელი სჭირდებათ.

ფილოსოფიის შექმნა კი გვარიანად რთული საქმეა. ეს რომ მოახერხო, ჯერ შენ თვითონ უნდა იყო ფილოსოფიური, დაფიქრებული და დაკვირვებული. ასეთი ხალხი კი ყველგან რთული მოსაძებნია, მათ შორის, საქართველოშიც.

ქართველებს არც 1981 წელს გვქონდა გერმანელებზე მეტი ფული, მაგრამ ქართულმა გუნდმა "ბრაიტნიგეს" დამარცხება მაინც მოახერხა. მაშინ სხვა სული, სხვა ფილოსოფია ჰქონდათ ქართულ გუნდებს, რისგანაც დღეს ბევრი არაფერი დარჩა, მაგრამ რადგან იყო, იმაზე დაშენება უკვე შეიძლება.

ერთი პერიოდი, "ბაიერნი" ბევრით დაშორდა ფულითა და ძლევამოსილებით სხვა ევროპულ გრანდებს, მაგრამ საფუძველს სწორად დააშენა აგურები და დღეს რასაც წარმოადგენს, ყველა კარგად ხედავს.

არ ვიცი, გავა თუ არა "დორტმუნდი" წლეულს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ფაქტია - 2005 წელს კლუბი გაკოტრების პირას იყო მისული, მაგრამ გამოჩნდა ახალი მენეჯერი, 2008 წელს კლუბმა მიაგნო იურგენ კლოპს და შემუშავდა ახალი, ძველ ფილოსოფიაზე დამყარებული პოლიტიკა.

არ არის აუცილებელი, ყველაფერში გერმანელებს მივბაძოთ, ოღონდაც სხვათა დიდ გუნდებზე დაკვირვება ნამდვილად გვმართებს. ფილოსოფია პატარა კლუბებსაც აქვთ, მაგრამ მათ მაგალითის დიდი ძალა არ გააჩნიათ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

del piero 10
კარგი იყო დავით
guja_kakhadze
ბ-ნო დავით! ქართულ ფეხბურთს სიმართლის მთქმელები გადაარჩენენ. ეს სტატიაც ამ საქმეს ემსახურება.
akhali
კარგი და საჭირო სტატიაა-გაითვალისწინებენ დინამოში?კუთაისში(რა ტრადიციაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ ვერასდროს ვერ გავიგებ-რატომ უნდა ჰკონდეს კართულ კლუბს ეს უცნაური და ცოტა სასაცილო სახელწოდება?რაგბისტების კლუბს ადრე ,,სახლმშენი,,ეწოდებოდა,,,დღეს -აია,გაწყდა სახელწოდების შეცვლით ტრადიცია კუთაისურ რაგბში?)!მიზანი უნდა დაუსახო და რაც შეიძლება მაღალი ფეხბურთელს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა