აღმოსავლეთის ოთხი წყვილიდან სამში მასპინძლებმა ორ-ორ გამარჯვებას მიაღწიეს
აღმოსავლეთის ოთხი წყვილიდან სამში მასპინძლებმა ორ-ორ გამარჯვებას მიაღწიეს.

ერთ-ერთია "ინდიანა პეისერსი", რომელიც პირველად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, დაწინაურდა სერიაში 2:0 და არ ჩანს იმის ნიშნები, რომ "ატლანტა" შეძლებს ამ სერიის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას.

"პეისერსი" პირველი წუთიდან ბოლომდე აკონტროლებდა მეორე მატჩის მსვლელობას და სწორედ იმ მომენტში უმატებდა თამაშს, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ კლასში დიდი სხვაობის მქონე გუნდები.

ერთადერთი, რითაც ლარი დრიუს შეგირდები დაიკვეხნიან, მსაჯებთან ხშირი კამათი იყო. "ჰოქსის" დამრიგებელი საფინალო სირენის შემდეგ აშკარად დათრგუნული ჩანდა, რაც ბუნებრივია - ზედიზედ ორი მატჩის წაგება ორნიშნა სხვაობით არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

113 დაგროვილი ქულა - საუკეთესო შედეგიანობაა "ინდიანასთვის" პლეი ოფში 13 სეზონის განმავლობაში. ბოლოს უფრო მეტი ქულა ამ გუნდმა 2000 წელს, "ლეიკერსთან" ფინალურ სერიაში აიღო.

ინდიანა-ატლანტა 113:98

25:19, 34:31, 29:26, 25:22

ი: ჯორჯი (27+8 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), ჰილი (22+3 პასი), ჰიბერტი (15+9 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), გრინი (15).

ა: ჰარისი (17+4 პასი), სმიტი (16+6 მოხსნა+3 პასი), ტიგი (16+5 პასი), ჰორფორდი (13+10 მოხსნა+5 პასი).

სერია: 2-0

პირველი მატჩისგან განსხვავებით, როცა "ოკლაჰომას" ლიდერებს - კევინ დურანტსა და რასელ უესტბრუკს ძალების სრული დახარჯვაც არ დასჭირვებიათ "ჰიუსტონის" გასანადგურებლად, ამჯერად მასპინძლებს ჰქონდათ სანერვიულო, როცა "თანდერმა" თავისი 15-ქულიანი უპირატესობა ოთხქულიან ჩამორჩენად გადააქცია მეოთხე მეოთხედში. ოდნავ მეტი გამართლება და "როკეტსი" შინ საკუთარი მოედნის უპირატესობით დაბრუნდებოდა.

მაგრამ სენსაცია არ მოხდა. "ჰიუსტონის" 21:2 გაქცევის შემდეგ სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა.

მან ჯერ შორიდან ჩააგდო, შემდეგ ორი შედეგიანი პასი გააკეთა - ტაბო სეფოლოშასა და სერჟ იბაკას მისამართით და მათი ზუსტი ტყორცნების შემდეგ მატჩის ბედი მაინც "ოკლაჰომას" სასარგებლოდ გადაწყდა.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 105:102

29:28, 28:27, 21:17, 27:30

ო: უესტბრუკი (29+5 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა), დურანტი (29+9 პასი), იბაკა (12+11 მოხსნა+6 დაფარება), სეფოლოშა (11+7 მოხსნა), მარტინი (10).

ჰ: ჰარდენი (36+11 მოხსნა+6 პასი), პარსონსი (17+7 მოხსნა), ბევერლი (16+12 მოხსნა+6 პასი), დელფინო (11), აშიფი (9+14 მოხსნა).

სერია: 2-0

ამ სერიის ანგარიში - 2:0 ნათლად ასახავს ძალთა თანაფარდობას გუნდებს შორის. "სან ანტონიო" მართლაც სჯობს თავის მოწინააღმდეგეს თამაშის, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში. მეორე მატჩში" "ლეიკერსმა" სცადა აგრესიულად თამაში, მაგრამ 45-პროცენტიანი სიზუსტით სროლა არ არის საკმარისი "სან ანტონიოს" დაცვის გადასალახად.

კალიფორნიელებმა მთავარი აქცენტი პაუ გასოლისა და დუაიტ ჰოვარდის წყვილზე გადაიტანეს, მაგრამ მესამე მეოთხედში "სუპერმენმა" ორი არასაჭირო ჯარიმა მიიღო და ოთხი პერსონალურით სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

სწორედ ამ მომენტში დაიწყეს მასპინძლებმა საკუთარი უპირატესობის გაზრდა. ტონი პარკერმა არ შეიმჩნია სტივ ბლეიკის წინააღმდეგობა და ზედიზედ 12 ქულა დააგროვა (სულ მესამე მეოთხედში - 15 ქულა).

ფრანგმა მანუ ჯინობილისთან ერთად არანაირი შანსი არ დაუტოვა "ლეიკერსის" უკანა ხაზს და გაუმარტივა საქმე გუნდს მატჩის დასკვნით ნაწილში. კალიფორნიელებს უბრალოდ არ აღმოაჩნდათ პასუხი მეტოქის მცველების სიზუსტეზე: გასოლი და ბლეიკი საბოლოოდ მოეშვნენ, სტივ ნეშმა კი საერთოდ, კოჭლობა დაიწყო, რადგან მუხლის არეში ტკივილი იგრძნო.

სან ანტონიო-ლეიკერსი 102:91

28:23, 28:25, 22:20, 24:23

ს-ა: პარკერი (28+7 პასი), დანკანი (16+5 მოხსნა), ლეონარდი (16+7 მოხსნა), ჯინობილი (13+7 პასი+5 მოხსნა), ბონერი (10+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ლ: ჰოვარდი (16+9 მოხსნა+4 დაფარება), ბლეიკი (16+6 მოხსნა), გასოლი (13+9 მოხსნა+4 პასი), უორლდ პისი (13+5 მოხსნა), მორისი (10).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს