საუბარია ორ ისეთ სუბიექტზე, რომელთაგანაც ერთი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, მეორე კი უძველესი ქართული კლუბია
2013 წლის თებერვალში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, რათა 2004-2013 წლებში სახელმწიფოსთვის კერძო სამართლის იურიდიული პირების წილების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულებებს გასცნობოდა.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა: 2006-2012 წლებში ასეთი ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. IDFI-ს კვლევებში წერია, რომ ზოგ შემთხვევაში საკუთრების გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის გამჭვირვალობისა და კომპანიის მფლობელებზე შესაძლო სახელმწიფო ზეწოლის კუთხით.

რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოავლინა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც".

"აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირად ღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის "სურვილი" სახელმწიფო კომპანიების, მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა...

გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა ყოველთვის ნებაყოფლობით ხასიათს არ ატარებდა და მესაკუთრის ნებას არ ასახავდა", - ნათქვამია ორგანიზაციის სტატიაში.

რა შუაშია სპორტი და "ლელო"? IDFI-ს წარმოდგენილ სიაში საფეხბურთო კლუბების გადაცემის ფაქტებსაც წავაწყდით და ისეთი ციფრები იყო მითითებული, შეუძლებელია, უყურადღებოდ დაგვეტოვებინა.

აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 6 ივლისს სახელმწიფოს გადაეცა საფეხბურთო კლუბი "სიონის" წილის 51 პროცენტი, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 1 100 ლარი ყოფილა?!

საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 იანვრის ამონაწერის მიხედვით საფეხბურთო კლუბ "სიონის" 51 პროცენტი ნუგზარ ლომთაძეს ეკუთვნოდა (რომელიც დღესაც კლუბის დირექტორატშია), ხოლო 49% - ბოლნისის გამგეობას. 2010 წლის 6 ივლისის ხელშეკრულებით ლომთაძემ სახელმწიფოს თავისი წილი უსასყიდლოდ დაუთმო. ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, შპს "საფეხბურთო კლუბ სიონის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, როგორც "დამატებითი ქონება".

ამ ოპერაციიდან ორიოდე დღეში, 2010 წლის 8 ივლისს სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი", რომლის 50-პროცენტიანი წილის ღირებულება კიდევ უფრო შოკისმომგვრელია - არც მეტი, არც ნაკლები 100 ლარი!

საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, "კოლხეთის" 50-პროცენტიანი წილის მფლობელი თვითმმართველი ქალაქი ფოთი იყო, დანარჩენი 50 პროცენტისა კი - თეიმურაზ ბარქაია, რომელიც ამჟამადაც კლუბის მმართველი დირექტორია. თუმცა, ბარქაია, რომელმაც კლუბი გაკოტრებისა და დაშლისგან იხსნა, 2010 წელს კლუბს ჩამოაშორეს. თანაც ისე, რომ გვარიანი ვალი დარჩა და როგორც ვიცით, აწყობილ ბიზნესშიც სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მაგრამ კიდევ უფრო შოკისმომგვრელია შემდეგი ფაქტი: 2011 წლის 23 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შპს "საფეხბურთო კლუბ კოლხეთის" წილის 100 პროცენტი გადაეცა ქალაქ ფოთის თვითმმართველ ერთეულს, "როგორც დამატებითი ქონება" - ხომ მაგარია?!

არანაკლებ საინტერესოა ამ საქმის გაგრძელება: შემდეგ ეს ორი კლუბი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და მსურველთა მცდელობის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში ასეთ გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა - რეალურად, მას ვერც სახელმწიფო პატრონობდა და ახლოს არც კერძო პირს აკარებდნენ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველისთვის დიდი აღმოჩენა იქნება, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბის ყიდვა 1 000 და 100 ლარად იყო შესაძლებელი. თანაც ლაპარაკია ორ ისეთ სუბიექტზე, რომელთაგანაც ერთი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, მეორე კი უძველესი ქართული კლუბია.

ბრენდები თუ არ არიან, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ასე იაფად თუ ფასობდნენ.

ამ დროს, ყველას კარგად ახსოვს, თავად სახელმწიფო რა ძვირად ცდილობდა კლუბების კერძო მესაკუთრეთათვის გადაცემას. მაგალითად, როდესაც "დილათი" ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი დაინტერესდა, გორის კლუბი ვალებში იხრჩობოდა და ქონებაც არ გააჩნდა - სტადიონი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, მასში 330 ათასი დოლარი მოსთხოვეს.

ესეც შენი "დამატებითი ქონება", რომელიც უკუპროცესის დროს, თურმე, 1100 და 100 ლარი ღირდა. მერე იყო გაყიდვის მცდელობა და მოთხოვნა, რომ ასეთ კლუბებში ბიზნესს მინიმუმ 2 მილიონი ლარი ჩაედო.

კარგად გვახსოვს "სიონის" ყოფილი მმართველი დირექტორის, გიორგი არევაძის არაერთი ინტერვიუც, სადაც ის ამტკიცებდა, რომ კლუბის შეძენა და დაფინანსება კომპანია "მადნეულს" სურდა, მაგრამ სამინისტრო მის დათმობას არ ჩქარობდა.

ამ თხოვნა-უგულებელყოფაში მთელი ერთი წელიწადი გაილია, ბოლოს "მადნეულმა" კლუბის შესყიდვა გადაიფიქრა და ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული საფეხბურთო კლუბი კვლავ სახელმწიფოს იმედად დარჩა, მისი განსახელმწიფოებრიობისა და განვითარების შანსი კი დაიკარგა.

არადა, ეს განკულაკება ხდებოდა იმ დროს, როდესაც უეფა უკვე დაჟინებით იძლეოდა რეკომენდაციას, რომ კლუბები კერძო საკუთრებაში გადაეცათ და საამისოდ ცდა არ დაეკლოთ. იმ დროს, როდესაც ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა სხვაობაა კერძო და სახელმწიფო კლუბების მართვაში, მათი საქმიანობის ეფექტურობაში. ამაზე ელემენტარულად, სტატისტიკაც მეტყველებს - გადახედეთ, რამდენი მოთამაშეა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში კერძო კლუბებიდან და რამდენი - სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი არევაძე: იმედია, "მადნეულს" "სიონს" ახლა მაინც გადმოგვცემენ

avoyee
ახლა ლიგის ფინალში პოტენციურად უკვე გასულია 2 კლუბი და არცერთი არაა კერძო კლუბი იმ გაგებით, როგორც ჩვენთანაა და არ ეკუთვნის ვიღაც ბიზნესმენებს. ორივე სახალხო გუნდია და საკონტროლო პაკეტი გულშემატკივრისაა. ერთი უეფას ეგ რეკომენდაცია გვაჩვენოს ფედერაციამ, მაგრამ ვერ გვაჩვენებს, რადგან ეგეთი ბუნებაში არ არსებობს ;)
ავი მუსაიფი
მერაბ!...დიდი პატივისცემით...ოღონდ არა ხარ ბოლომდე მართალი.... ხშირ შემთხვევაში ის რაზეც შენ წერ ერთადერთი გამოსავალი იყო რომ კლუბს რამენაირად არსებობა გაეგრძელებინა....სამწუხაროდ საქართველოში გუნდების უმრავლესობა მფლობელების გუნება-განწყობაზე და მათ ფინანსურ ინტერესებზეა დამოკიდებული...ფეხბურთი და ზოგადად სპორტი რომ საქართველოში წამგებიანი ბიზნესია ჩემგან არ გესწავლება....სანამ არ ავაწყობთ ნორმალურ საკლობო სისტემას სადაც კლუბები დაცულები იქნებიან ასეთი კატაკლიზმებისგან,მანამდე 100 ლარად კი არა საჩუქრად არავინ მიიღებს ზოგიერთ ქართულ კლუბს....
ramo
თუ პოლიტიკური მოტივებით დასაჯეს ეს ხალხი, მაშინ თქვენ პათოსს ვეთანხმები. თუ ის კერძო პირები ვეღარ ინახავდნენ, მაშIნ გასაკვირი არაფერია. თვით ფაქტი სასენსაციო არ არის, მაგალითად ტორპედო იყო სახელმწიფოსი და გადეცა კერძო პირს, მერე რა მოხდა? თუ ვერ გაქაჩავს გუნდს ხომ არ დაღუპავენ, ადგება ქალაქი და დაიბრუნებს.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა