რობერტო მანჩინის ყურს არავინ უგდებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს რობერტო მანჩინის გაგდება უნდათ... ახლავე! ისტლენდელთა გუნდის მულტი-მილიონერი ფეხბურთელების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სანამ მათ სათავეში იტალიელი უდგათ, პრემიერლიგაში გამარჯვებაზე ლაპარაკიც კი გამორიცხული იქნება.

ეს ამბავი გაზეთმა „სანმა“ შეიტყო და დააზუსტა, რომ ფეხბურთელთა ერთი ნაწილი უკვე ცდილობს კონკრეტულად ამოიცნოს თარიღი თუ როდის მოხსნიან „ინტერის“ ყოფილ თავკაცს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „სიტიმ“ ვულვერჰემპტონში 2:1 წააგო, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა. დღეს, ისტლენდელები ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან, მაგრამ ლიდერს „ჩელსის“ 8 ქულით ჩამორჩებიან.

შაბათს გამართულ შეხვედრაში ერთი ისეთი ეპიზოდიც მოხდა, რომლის მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ „სიტის“ თავს მართლა რაღაც ცუდი ხდება: ემანუელ ადებაიორს ყველას დასანახად თანაგუნდელთან ვენსან კომპანისთან კონფლიქტი მოუვიდა. ადებაიორი მაშინ გაცეცხლდა, როდესაც კომპანიმ „ვულვზის“ ფეხბურთელის კევინ დოილის წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელები იტყვიან საჭიროების გარეშე იუხეშა. ამაზე კომპანიმ უპასუხა, რომ მას წესის დარღვევა იმიტომ დასჭირდა, რომ მანამდე ბურთი ადებაიორმა ვერ მოიპოვა და მეტოქეს დაუთმო. თანაგუნდელები ერთმანეთს ისე წაეკიდნენ, რომ კონფლიქტის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად მათ შორის ჩადგომა იაია ტურეს მოუხდა. „სანს“ კი „მანჩესტერ სიტიტს“ მავანმა წარმომადგენელმა უთხრა:

„გასახდელში მანჩინის ერთი ფეხბურთელიც კი არ სცემს პატივს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „სიტიში“ ნამდვილი საგიჟეთია. მწვრთნელი შიგადაშიგ ცდილობს მკაცრად მოიქცეს, მაგრამ ზედ არავინ უყურებს. გუნდურ სულისკვეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვიმეორებ, მწვრთნელს პატივს არავინ სცემს და ფეხბურთელების ერთ ნაწილს ერთი სულიც კი აქვს როდის გაუშვებენ მანჩინის გუნდიდან. და გგონიათ ვინმეს მიყვანა უნდათ. წარმოდგენა არ აქვთ ვინ ურჩევნიათ, უბრალოდ, ერთი რამ იციან დაბეჯითებით: მანჩინი უნდა წავიდეს“.

გაზეთმა ინფორმაცია „სიტის“ სხვა თანამშრომელთან გადაამოწმა. ამ თანამშრომელმა უთხრა:

„ფეხბურთელებს მისი კონფრონტაციული სტილი არ უყვართ. გარდა ამისა, მათ მანჩინის ტაქტიკაც არ მოსწონთ. ასე მაგალითად, ვერავინ გაიგო, რატომ შეიყვანა მწვრთნელმა „ვულვზის“ წინააღმდეგ მოედანზე ემანუელ ადებაიორის მაგივრად მცველი პედრო საბალეტა. ყველას ეგონა, რომ თუ ადებაიორს შეცვლიდა, მის მაგივრად თავდამსხმელ ჟოს ჩართავდა საქმეში“.

ზემოთ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი ვახსენეთ. ადებაიორისა და კომპანის წაკიდება ისტლენდზე პირველი არ იყო. წინა ტურში, „არსენალთან“, გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში ერთმანეთს იაია ტურე და ჯეიმს მილნერი გაექაჩნენ. შეგახსენებთ, ის შეხვედრა „არსენალმა“ 3:0 მოიგო.

ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა თქვა, რომ მისი კლიენტი „სიტიში“ მებრძოლი სულისკვეთების არქონის გამო აღშფოთებულია. სელიუკმა ბრძანა:

„იაია ფიქრობს, რომ გუნდში არიან ფეხბურთელები, მეტწილად ისინი, ვინც „სიტიში“ უკვე დიდი ხანია თამაშობს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მეოთხე ადგილზე ყოფნა უკვე დიდი მიღწევაა და ყველა შეხვედრაში მოგებაზე კი არ ოცნებობენ, არ წაგებით კმაყოფილები რჩებიან“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე