ბენუა ასუ-ეკოტომ უეინ რუნის მეძავების ჭია უწოდა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მცველმა ბენუა ასუ-ეკოტომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავს უეინ რუნის დაახლოებით მეძავების ჭია უწოდა, თუმცა მარტო ეს რომ ეთქვა რა უჭირდა. „ტოტენჰემის“ კამერუნელმა ვარსკვლავმა თანამედროვე ფეხბურთელთა ყოფა-ქცევა და კულტურა ერთბაშად მიწასთან გაასწორა. მისი თქმით, ახლანდელი ფეხბურთელები ხარბები, ორპირები და თავგასული ადამიანები არიან. 26 წლის მოთამაშემ თქვა, მთელს პრემიერლიგაში ერთადერთი კაცი, ვინც ფულის გულისთვის თამაშობს მე ვარ, ამ საქმეში სხვა არაფერი მაინტერესებს და ჩემს კოლეგა-ფეხბურთელებთანაც საერთო არაფერი მაქვსო.

თუმცა, ჯერ რუნის მონაკვეთით დავიწყოთ, რადგან ის ყველაზე სკანდალურია და ბევრმა ტაბლოიდმა ასუ-ეკოტოს ფრანგულ ჟურნალ შო "ფუტთან" ნალაპარაკების საერთო კონტექსტიდან მოგლიჯა კიდეც – ასე უფრო ხმაურიანი და სენსაციური გამოდიოდა.

„დღევანდელ ფეხბურთში ისეთი ტენდენციაა, რომ თუ მეძავებში არ დარბიხარ კაი ტიპობას ვერ ქაჩავ. უეინიც ფეხის ხმას აჰყვა, ამბავი გაუსკდა და მისმა მეუღლემ გაიგო, რომ ქმარი მთელი შვიდი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე ჩიტუნასთან დაძვრებოდა”.

თუმცა, ჩვენც ერთი ნათქვამის მთელი ინტერვიუს პათოსიდან და დედააზრიდან ცალკე გამოტანა რომ არ გამოგვივიდეს, მოდი ასუ-ეკოტოს სხვა აზრებსაც გავეცნოთ.

„ჩვენ, ფეხბურთელები ბურთს ვთამაშობთ და ამაში ყოველკვირეულად 100, 200, 300 ათას ევროს ვიღებთ. ჩვენ მსოფლიოს გამოსწორებაზე სულაც არ ვზრუნავთ, წყლის გამაცხელებელსაც კი არ ვიგონებთ, უბრალოდ ვბურთაობთ. და თქვენ უნდა ნახოთ, ეს მობურთალი ბიჭები ქუჩაში როგორ იქცევიან. ნამდვილი როკ ვარსკვლავები გეგონებათ.

იცით, თუკი გულის ოპერაციებს აკეთებ და ხალხს სიცოცხლეს უნარჩუნებ, კიდევ მესმის ღამით მზის სათვალე რომ გაიკეთო და ქუჩაში პრანჭვით იარო, მაგრამ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელი ხარ რატომ იპრანჭები?

მე თანამედროვე ფეხბურთელების სამყაროში არ ვცხოვრობ, მათ უმრავლესობასთან საერთო არაფერი მაქვს. ეს ხალხი მე ვერაფრით დამაინტერესებს. ღამის კლუბებში სიარული და ბევრი შამპანურის სმა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მირჩევნია ისეთ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა როგორებიც დეკუ და ედგარ დავიდსი არიან. დეკუ თავის სახელსა და ფულს ბრაზილიაში ქველომქმედებისტვის იყენებდა, დავიდსი კი სხვანაირი ადამიანია. იმ წელიწადს, როდესაც მე „სფურზში“ მივედი და ჩვენ ერთ გუნდში ვთამაშობდით ერთმანეთს ხშირად არ ვეთანხმებოდით და საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დღეს კაცურად ვესალმებით ერთმანეთს. ორპირა ადამიანებს ასეთი ხალხი მირჩევნია. მოკლედ, ვინც გინდა იყავი, მის მსოფლიო, მილიარდერი თუ სხვა, თუ გეტყვი „წადი შენი...“ ესე იგი „წადი შენი“!

იმ ხალხისთვის, ვინც „ლანსიდან“ ოთხი წლის წინ ნაყიდ ასუ-ეკოტოს არ იცნობს, მისი ეს ინტერვიუ შეიძლება სენსაციური იყოს, მაგრამ საერთოდ ამ ფეხბურთელს თავისი აზრის ჯიქურ გამოთქმა ყოველთვის ახასიათებდა. ეს ის კაცია, რომელიც გასულ სეზონში, „ვულვზთან“ დამარცხების შემდეგ ფანს ეჩხუბა, ხოლო „უაით ჰართ ლეინზე“ სტიუარდზეც გაიწია.

ბენუა ასუ ეკოტოს არასდროს დაუმალავს, რომ ინგლისში ფულის გულისთვის არის ჩასული.

„ჩემთვის პატარაობიდან ნათელი იყო, 1000 ევროს გულისთვის რომ მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ოფისში სიარული და ერთი და იგივე ადამიანების ცქერა აუტანელი იქნებოდა. ასეთ მოსაწყენ ცხოვრებას მე ვერ გავუძლებდი. საბედნიეროდ, მე სპორტსმენის ნიჭი დამყვა და ამან ყველაფერი მომიგვარა. მართლაც გადასარევად ვარ: დღეში ორ საათს ვმუშაობ და ქვეყნის ფული მაქვს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა