ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან

ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან

26 აპრილს ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე
ფანტასტიური - სხვანაირად ვერ შევაფასებთ ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლას ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე.

ტურნირი ჯერაც მიმდინარეობს - 27 აპრილს პირად შეჯიბრებაში დარჩენილი სამი წონის ფალავნები იჭიდავებენ, 28 აპრილს კი გუნდური პირველობაა, მაგრამ ჩვენს ანგარიშზე უკვე 5 მედალია - 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ხუმრობა საქმე არაა - ჩემპიონატზე გამართულ ოთხივე წონაში გვყავდა ფინალისტი; ოთხიდან 3 ოქრო გვაქვს; პირველ დღეს მაქსიმალური შედეგი ვაჩვენეთ - 2 კაციდან ორივე ჩემპიონი გაგვიხდა, 26 აპრილს კი ოთხიდან სამმა მედალი მოიპოვა!

ამ მაჩვენებლით ჩვენმა ნაკრებმა უკვე გაიმეორა ევროპირველობების ყველა ქართული რეკორდი: აქამდე სამი ჩემპიონი მხოლოდ ორჯერ გაგვიხდა - 1993 და 1996 წლებში, კონტინენტის პირველობებზე კი 5 მედალი ასევე ორჯერ მოვიპოვეთ - 2001 წელს პარიზში და 2007 წელს ბელგრადში.

ასე რომ, ირაკლი უზნაძის დამოძღვრილი გუნდი ახალ რეკორდზე მიდის - დიდი იმედია, ორივე მაჩვენებელს გავაუმჯობესებთ.

ვფიქრობთ, არ იქნება გადაჭარბებული, ასეთი შედეგისთვის მადლობას თუ გადავუხდით უზნაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს - გიორგი ვაზაგაშვილსა და დავით ასუმბანს.

ვგონებთ, მათ ეს დაიმსახურეს. როგორც უნდა დასრულდეს ასპარეზობის მესამე დღე (თუმცა აქაც წარმატებას ველოდებით), მათ უკვე ეთვლებათ აქტივში გუნდის ასეთი გამოსვლა. რაც მთავარია, გუნდი ხარისხიანად, მაღალ დონეზე ჭიდაობს და მთავარიც ესაა.

26 აპრილს ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე.

უმედლოდ მხოლოდ ლევან წიკლაური (81) დარჩა, თუმცა ბრინჯაოსთვის იმანაც იჭიდავა და ოდნავ რომ მოენდომებინა, კარიერაში მეორედ მოიპოვებდა ამ სინჯის მედალს (პირველად 2009 წელს თბილისში დაეუფლა).

საყურადღებოა, რომ მედალოსანთა ტრიოსთვის ეს პირველი ჯილდოა ეროვნულ ნაკრებში.

აქვე შეგახსენებთ 25 აპრილს გამარჯვებულთა ვინაობას - ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66).

ცხადია, რეკორდებზე მიმავალი ჩვენი ნაკრები პირველია გუნდურ ჩათვლაშიც. თან გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ თუ მხოლოდ ვაჟთა შედეგებს ვითვლით, სხვებს ვაჟებთან ერთად ქალების მონაცემებიც ეწერებათ აქტივში ანუ ერთი გუნდით ორ-ორ ნაკრებებს ვუგებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

26 აპრილი ქართულ-ბელგიური დაპირისპირებით წარიმართა - ორივე წონაში დასკვნით ეტაპზე იქაურები გვერგნენ მეტოქეებად და ვინც ჩვენებმა ნახევარფინალებიდან დაიფრინეს, დამამშვიდებლის ფინალშიც იმათ ვეჭიდავეთ.

სამწუხაროდ, მათი სიმბოლო - ბელგიური ლომი ბოლომდე ვერ გავკრიჭეთ იოახიმ ბოტიოსთან წიკლაურის მარცხის გამო.

73 კგ.

ორნი კვარცხლბეკზე

ბოლო წლებში ეს წონა "აქილევსის ქუსლად" გვექცა, ამჯერად კი ორი ქართველი დადგა კვარცხლბეკზე. 26 აპრილს პირველ წრეში ოთხივე ჩვენებური ისვენებდა და მეოთხედფინალამდე ძლევამოსილად მივიდნენ. მათი გზებიც იქ გაიყო.

ბუდაპეშტში ტატალაშვილმა 5-დან 3 შეხვედრა წმინდად მოიგო, რეხვიაშვილმა - 5-დან 4.

ტატალაშვილმა იმ სამი წმინდა მოგებიდან ერთში - მეოთხედფინალში რუსი მურად კოძოკოვი გაფრთხილებებით მოახსნევინა, სლოვენიელი ტადეი ცენი და ბელარუსი ალექსანდრ რამანჩიკი კი ბეჭებით დადო.

რეხვიაშვილმა პირველ შეხვედრაში რუმინელ კოსტელ დანცულეას ვაზარი ამოუქაჩა, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა კი მსაჯებმა არასპორტული საქციელის - თავის განგებ ჩარტყმისთვის მოხსნეს, თუმცა ჩვენებური ისედაც უგებდა იუკოთი და გაფრთხილებით. თან ჭიდაობითაც სჯობდა და ძლიერი უკრაინელიც სწორედ ამან გამოიყვანა მოთმინებიდან.

რეხვიაშვილი ძალზე დასანანად დამარცხდა ფრანგ პიერ დუპარტთან - შეხვედრის უმეტეს მონაკვეთში თვითონ უტევდა, გაფრთხილებებიც თანაბარი იყო და ქართველი დომინირებდა ტატამზე. სამწუხაროდ, მცირე გაუფრთხილებლობა წაგებად დაგვიჯდა.

სამაგიეროდ, სანუგეშოში რუსი მუსა მოგუშკოვი ბრწყინვალედ დააიპონა და, მთლიანობაში, ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც დამაჯერებლად აჯობა ბელგიელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ დირკ ვან ტიხელტის.

იხილეთ ვიდეო

ტიხელტის ტატალაშვილმაც ჭკვიანურად აჯობა ნახევარფინალში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებური ფინალში სათანადოდ მობილიზებული ვერ იყო სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან.

იქნებ მსაჯს მეტოქე კიდევ უნდა გაეფრთხილებინა, მაგრამ გორელ ფალავანსაც ცოტა რომ მოენდომებინა, გატეხავდა მას.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

სლოვენიელს ევროპაზე აქამდე ორჯერ ჰქონდა ბრინჯაო მოპოვებული, ახლა კი ოქრომდე ამაღლდა.

კვარცხლბეკი

1. როკ დრაკშიჩი (სლოვენია); 2. ნუგზარ ტატალაშვილი; 3. ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - საქართველო), პიერ დუპრატი (საფრანგეთი).

81 კგ.

ახდენილი პერსპექტივა

2010 წელს ჭრიკიშვილმა ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, რითაც ეროვნულ ნაკრებში ვარსკვლავად შეაბიჯა.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო მისი ტალანტი აქამდე ვერ გაიხსნა, ახლა კი ამის დროც დადგა. მან შესამჩნევად გამოასწორა ფიზიკური კონდიციები (თუმცა ეს მთელ გუნდზე ითქმის), კარგად მოერგო წესებს და ტექნიკურთან ერთად ტაქტიკურადაც დამაჯერებლად ირჯება, თუმცა სანახაობაზე მეტად აქცენტს შედეგზე აკეთებს.

ამიტომ იქნებ მის სტატისტიკაში ბევრი იპონი არაა, მაგრამ ტატამს უმეტესად გამარჯვებული ტოვებს.

ესტონელ გიორგი ლადოგინთან ვაზარი და პორტუგალიელ კარლოს ლუზთან იპონი მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩერნოგორიელი ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩი ნამეტანი გააპამპულა.

ნახევარფინალში ბელგიელ ბოტიოს და ფინალში ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს გაფრთხილებებით მოუგო, თუმცა ორივე შეხვედრაში სრულად დომინირებდა ანუ ტაქტიკურად გამართულად ჭიდაობდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

საყურადღებოა, რომ მან ბელგიელს უკვე მეხუთედ აჯობა.

დასანანია წიკლაურის უმედლოდ დარჩენა, თავიდან იმდენად კარგად იასპარეზა.

თავიდან სლოვაკ მარიან ბენკოცზკისაც კარგი გდებით აუღო ვაზარი და მასპინძელი ლასლო ჩოკნიაიც ეფექტურად დააიპონა, მაგრამ, ვფიქრობთ, მისი საუკეთესო ფანდი დამამშვიდებელში უკრაინელ ვიტალი დუდჩიკთან შესრულებული ბრუნი იყო, როცა მეტოქეს ლამის იატაკი ჩაატეხინა.

სამწუხაროდ, ზემოხსენებულ მარიჯანოვიჩსა და ბოტიოს ვერაფერი მოუხერხა.

კვარცხლბეკი

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 2. ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია); 3. იოახიმ ბოტიო (ბელგია), ლუის პიეტრი (საფრანგეთი); 5. ლევან წიკლაური (საქართველო).

დღესაც მედლის იმედით

27 აპრილს "ლასლო პაპის სახელობის სპორტულ კომპლექსში" მორიგი ქართული სამეული იჭიდავებს: ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამ ტრიოდან ყველაზე მეტად სწორედ ოქრუაშვილს გაუმართლა - არ ჭიდაობენ რუსი ალექსანდრ მიხაილინი და გერმანელი ანდრეას ტოლცერი, ამან კი, რეიტინგიდან გამომდინარე, ფინალამდე ყველა სერიოზული კონკურენტი ააცილა.

ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკსა და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შორის მოგებულს შეხვდება.

ბადის ამავე მხარეს მოხვდნენ ფრანგი იან-სებასტიან ბონვოისინი, სლოვენიელი მატიას სერაი და ლიტველი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მარიუს პასკევიჩუსი, მაგრამ ეს არაფერია მეორე მხარეს მოხვედრილებთან შედარებით - თვით ფრანგი ტედი რინერი (თუმცა ეს რეიტინგით ფინალამდე ისეც არ ხვდებოდა ჩვენებურს), ჰოლანდიელი ხრიმ ვუიჯსტერსი, პოლონელი იანუშ ვოინაროვიჩი, ესტონელი მარტინ პადარი, უნგრელი ბარნა ბორი და სხვები...

ურიგო ბადეში არც ლიპარტელიანია, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთვება ტურნირში - შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს ხვდება, მისი მომდევნო მეტოქე კი ჰოლანდიელი მსოფლიოს ექსჩემპიონ ხიიომ ელმონტის, ბელარუსი ალექსეი ტცეპანკოუს და ბოსნიელი სლობოდან მინიცის პაექრობაში გამოვლინდება.

ლორიაშვილის პირველი მეტოქე რუსთა ჩეჩენი ახალწვეული ადლან ბისულთანოვია, რომელსაც პირდაპირ მეორე წრეში ხვდება.

კვარცხლბეკი

ქალები

63 კგ. 1. კლარის აგბენო (საფრანგეთი); 2. მარტა ლაბაზინა (რუსეთი); 3. იარდენ გერბი (ისრაელი), ტინა ტრცენიაკი (სლოვენია).

70 კგ. 1. პოლინ კალინგი; 2. ლინდა ბოლდერი (ორივე - ჰოლანდია); 3. ბერნადეტე გრაფი (ავსტრია), ლაურა ვარგას-კოჩი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!

• keti

ბრავო ბრწყინვალე შედეგია!!!

• ნონა

ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ.P.S.ისე, პირველად ვკითხულობ სტატის, სადაც მონაწილეებს და გამარჯვებულებს შორის მეგრელი არ შემხვედრია(ჩემი ტრაბახა მეგრელი ქმრის ჯინაზე):))

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა