გასულ ტურში, "სამპდორიას" შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ ანტონიო კასანო, რამაც იტალიელ ჟურნალისტებში დიდი გამოკვირვება გამოიწვია და ახალი ჭორების გავრცელებას დაუდო სათავე.

გასულ ტურში, "სამპდორიას" შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ ანტონიო კასანო, რამაც იტალიელ ჟურნალისტებში დიდი გამოკვირვება გამოიწვია და ახალი ჭორების გავრცელებას დაუდო სათავე. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, გენუური კლუბის პრეზიდენტმა როკარდო გარონემ ფეხბურთელები წვეულებაზე დაპატიჟა და მისდა გასაკვირად, სტუმართა შორის სწორედ კასანო ვერ იხილა. ეს ყველაფერი პრესაში გავრცელებული ინფორმაციების ფონზე მოხდა, რომელთა მიხედვითაც ანტონიოს "იუვენტუსში" გადაბარგებაზე ეჭირა თვალი. გარონემ მტკივნელად მიიღო კასანოს ასეთი საქციელი და როგორც ამბობენ, უკმაყოფილება ხმაურიანად წვეულებაზევე გამოხატა. ამის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ კასანოს ძირითადში მოხვედრის პრობლემები შეექმნებოდა და გასულმა ტურმა ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. მართალია, კლუბის მესვეურები დაჟინებით ამტკიცებენ, ანტონიოს მსუბუქი ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ ითამაშა "ჩეზენასთანო", მაგრამ ამის ასე ბრმად დაჯერება მეტად რთული ამბავია. თანაც, მატჩის წინ კასანოს ტრავმიანობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საფეხბურთო იტალია კასანოს გვერდში ამოუდგა და ეს იმ უამრავი კომენტარიდან ჩანს, რომელიც ამ დღეებში პრესაში იბეჭდება. აი, რას ამბობს "სამპდორიას" ყოფილი და ამჟამად, "იუვენტუსის" თავკაცი ლუიჯი დელ ნერი:

"ვფიქრობ, რომ ხშირად გადაჭარბებულია საუბრები იმის შესახებ, თუ რაოდენ ჭირვეული ხასიათი აქვს ანტონიოს. "სამპაში" მუშაობისას მასთან არავითარი პრობლემა არ შექმნია და ძალიან მიკვირდა, როდესაც მსგავს საუბრებს ვისმენდი. სრულიად ჩამოყალიბებული, დალაგებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი დავტოვე გენუურ გუნდში და დარწმუნებული ვარ, ისეთს არაფერს იზამდა, შემადგენლობიდან მოკვეთის ღირსი რომ იყოს... წვეულებაზე არ მივიდა? - ამაზე საუბარი სასაცილოა და გთხოვთ, სერიოზულ კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. კასანოს ვალდებულება ფეხბურთის თამაშია და არა წვეულებებზე სიარული - არა მგონია, რომ სახლში ფეხმძიმე მეუღლესთან დარჩენით ანტონიომ პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა".

დიახ, კასანოს თქმით, მას ფეხმძიმე მეუღლის სახლში მარტო დატოვება არ სურდა და ამიტომ თქვა უარი წვეულებაზე. მიზეზი თითქოს საპატიოა, მაგრამ გარონე მაინც გაბრაზებულია და ამას ვერც მალავს. პრესასთან საუბარში პირდაპირ განაცხადა, ანტონიოს შეეძლო ცოტა ხნით მაინც მოსულიყო და ამით პატივი ეცა ადამიანისთვის, რომელიც მას რთულ პერიოდში გვერდში დაუდგაო. მოკლედ, ყველას თავისი სიმართლე აქვს - გარონემ მართლაც რთულ მდგომარეობაში მყოფ კასანოს გაუწოდა დახმარების ხელი და შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთში დააბრუნა. ასე რომ, ალბათ ამ კაცსაც აქვს წყენის უფლება. ასეა თუ ისე, მდგომარეობა დაძაბულია და შესაძლოა, ეს კასანოს გენუური კარიერის დასასრულის დასაწყისი იყოს.

აღნოშნულ საკითხზე კომენტარი იტალიის ეროვნული ნაკრების თავცკაცმა, ჩეზარე პრანდელიმაც გააკეთა:

"ეროვნული ნაკრების შეკრებებზე კასანო ძალიან მონდომებულია და მასთან ურთიერთობაში პრობლემა არასდროს შემქმნია. პირიქით, ძალიან ენერგიულად ვარჯიშობს და თანაგუნბდელებსაც ამხნევებს. რაც შეეხება მის წვეულებაზე არმისვლის ამბავს, ეს ჩემი საქმე არ არის და არ მსურს, "სამპდორიას" შიდა სამზარეულოში ჩავიხედო. დარწმუნებული ვარ, დალაგდებიან და ყველანაირი გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება. გამოვიძახებ თუ არა ნაკრებში "სამპადან" რომ მოკვეთონ? - ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ანტონიო ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მისი იმედი ნამდვილად მაქვს, მაგრამ თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნა, შესაძლოა ნაკრებშიც შეექმნას პრობლემები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივა. ისე კი, ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები წვეულების თემას და ვიტყვი, რომ გარონესა და კასანოს შორის მომხდარმა გაუგებრობამ ფეხბურთზე არ უნდა ჰპოვოს ასახვა. შესაძლოა, პიროვნულად მათ შორის გაცივდეს ურთიერთობა, მაგრამ ამის გამო გუნდი და გულშემატკივრები არ უნდა დაზარალდნენ".

სრულიად ბუნებრივია და არ გვიკვირს, რომ მოვლენათა ამგვარად განვითარებამ კასანოს მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. გუშინ, "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში "პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ ანტონიოს დამატების უდიდესი სურვიული გამოხატა:

"ერთ დროს, კასანო გამომიტყდა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "პალერმოს" შემადგენლობაში. მაშინ, ამის შანსი ნულს უტოლდებოდა, რადგან ახალი გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება "სამპდორიასთან", მაგრამ თუ კიდევ ისურვებს, უსიტყვოდ შევთავაზებ კონტრაქტს. მისი კლასის ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება და გულის სიღრმეში მჯერა, რომ მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება წარმოუდგენელი სულაც არ არის".

გავრცელდა ინფორმაციები კიდევ არაერთ გუნდზე: "ინტერზე", "რომაზე" და რაღა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტიზე" - ვნახოთ, ამ კვირაში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა