"რეალთან" შესრულებული პოკერის შემდეგ "დორტმუნდის" პოლონელ გოლეადორზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა
"რეალთან" შესრულებული პოკერის შემდეგ "დორტმუნდის" პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკიზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა.

ევროპულმა პრესამ რობერტის ბედი თითქმის ყველა სუპერგრანდს დაუკავშირდა, რამდენიმე გამოცემა კი წერდა, ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადადისო.

გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ "ბაიერნმა" დორტმუნდს პოლონელ გოლეადორში 25 მილიონი შესთავზა და რომ ლევანდოვსკის რეკორდმაისტერში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ 26 აპრილს მიუნხენურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ლევანდოვსკის ტრანსფერი უარყო.

"მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. გავრცელებული ცნობები ჭორია," - ნათქვამია ბავარიელთა განცხადებაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ბაიერნს" ლევანდოვსკის ყიდვა არ უნდა - მეტიც, "ბილდის" ცნობით, რობერტის ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსი სწორედ მიუნხენელებს აქვთ.

რამდენიმე გამოცენის ინფორმაციით, რობერტი მომავალი სეზონიდან "ჩელსიში" ითამაშებს - სპეკულაციების თანახმად, პოლონელს ლონდონში ჟოზე მოურინიო წაიყვანს.

ერთი სიტყვით, "რეალის" დამაქცევარ პოლონელზე უამრავი ინფომაცია ვრცელდება, მისი მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი კი ამით აღფრთოვანებულია.

26 აპრილს მან ესპანურ "რადიო მარკას" მისცა ინტერვიუ და განაცხადა, თუ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩემი ტელეფონის ნომერს გთხოვთ, აუცილებლად მიეცითო...

24 წლის ლევანდოვსკის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე