"მილუოკისა" და "მაიამის" სერიამ "ბაქსის" მოედანზე გადაინაცვლა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა
"მილუოკისა" და "მაიამის" სერიამ "ბაქსის" მოედანზე გადაინაცვლა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი, რითაც მასპინძლები დაიკვეხნიან, ის არის, რომ მათ ბევრი შეცდომა დააშვებინეს დუეინ უეიდს, რომელმაც თამაშიდან 12-დან 11 ტყორცნა ააცილა და ექვსჯერ დაკარგა ბურთი.

შესაძლოა, ეს ყოფილიყო ამ კალათბურთელის კარიერაში ყველაზე უარესი საპლეიოფო შეხვედრა, მაგრამ უეიდს სხვა სტატისტიკური მონაცემები ჰქონდა შთამბეჭდავი - 11 პასი, 9 მოხსნა და 5 ჩაჭრა! დუეინი არ ყოფილა მოედანზე სტუმრების გადამწყვეტი სპურტის დროს (23:7), ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი 11 გადაცემა გუნდისთვის უფრო რთულ მომენტებში შესრულდა.

რაც შეეხება უკვე ნახსენებ გაქცევას, ლებრონ ჯეიმსის ორ შედევრს თუ არ ჩავთვლით, მისი ორგანიზატორები იყვნენ სათადარიგოს მოთამაშეები - კოული, ანდერსენი და ალენი. ეს ტრიო იმ საღამოს შეუდარებელი იყო.

კოულმა და ანდერსენმა ერთად ცხრიდან რვა ზუსტი სროლა შეასრულეს, "ბებერმა" რეიმ კი ახალგაზრდობა გაიხსენა და ხუთი სამქულიანი ჩააგდო.

ამის წყალობით, ის არა მარტო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, არამედ პირველ ადგილზე გადაინაცვლა პლეი ოფში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით - ახლა, მის ანგარიშზე 322 ზუსტი შორეული ტყორცნაა. მეორე ადგილზე კი ჩამოქვეითდა რეჯი მილერი 320 სამქულიანით.

მილუოკი-მაიამი 91:104

30:21, 20:27, 18:30, 23:26

მილ: ჯენინგსი (16+8 პასი+5 ჩაჭრა+5 მოხსნა), სანდერსი (16+11 მოხსნა), ილიასოვა (15+8 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), მბა ა მუტე (12+6 მოხსნა), დანლივი (11), რედიკი (11).

მაი: ალენი (23), ჯეიმსი (22+6 პასი+5 მოხსნა), ბოში (16+14 მოხსნა), ჰასლემი (12), ანდერსენი (11+6 მოხსნა), უეიდი (4+11 პასი+9 მოხსნა+5 ჩაჭრა).

სერია: 0-3

"ჩიკაგო ბულზმა" ჩვეულ სტილში მოუგო "ბრუკლინს" სერიის მესამე მატჩი და დაწინაურდა - 2:1. "ხარებმა" საკუთარი ფარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაუკეტეს მეტოქეს, რის გამოც, სამი მეოთხედის შემდეგ "ნეტსის" ანგარიშზე მოკრძალებული 52 ქულა იყო.

უფრო მეტიც, საფინალო სირენამდე ცხრანახევარი წუთით ადრე, "ბრუკლინი" 17 ქულას აგებდა და სამქულიანების რეალიზაციის საშინელი პროცენტი ჰქონდა - 21-დან ხუთი.

მით უფრო გასაკვირი იყო ის სპურტი, რომელიც სტუმრებმა მოაწყვეს და ამ დროის განმავლობაში, მეტოქეს 16-დან 13 შეტევა გააფუჭებინეს. ამას დაემატა ისიც, რომ ნეიტ რობინსონმა და ჟოაკიმ ნოამ ბოლო 10 წამში თითო საჯარიმო ააცილეს.

მაგრამ მატჩი მაინც არ გადავიდა ოვერტაიმში. ჯო ჯონსონმა და დერონ უილიამსმა არ ისროლეს გადამრჩენი სამქულიანი და ბურთი კუთხეში მყოფ უოტსონს გადააწოდეს, რომელმაც საერთოდ ვერ მოარტყა ბურთი კალათს, არადა, ხელს არავინ უშლიდა.

ჩიკაგო-ბრუკლინი 79:76

19:17, 22:17, 24:18, 14:24

ჩ: ბუზერი (22+16 მოხსნა+3 პასი), დენგი (21+ მოხსნა+3 პასი), ჰაინრიხი (12).

ბ: ლოპესი (22+9 მოხსნა+7 დაფარება), უილიამსი (18+4 პასი), ჯონსონი (15+3 პასი).

სერია: 2-1

როგორც აღმოჩნდა, ჯერ ნაადრევია "მემფისის" ჩამოწერა, თუნდაც სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ. მესამე მატჩში "გრიზლისმა" აგრესიას მოუმატა საკუთარ სამწამიანში და გრიფინსა და კომპანიას მაშინვე პრობლემები შეექმნა.

ბრწყინვალე იყო ამ მატჩში ზაკ რენდოლფი, რომელმაც, როგორც ჩანს, თავისი ორი წლის წინანდელი გმირობები გაიხსენა "სან ანტონიოსთან" სერიაში. ზაკი გააფთრებით იბრძოდა მეტოქის ფარზე, რამაც "დათვებს" მეორე ტემპით შეტევებისას 22 ქულა მოუტანა.

მეორე მატჩში ფანტასტიკური გამოსვლის შემდეგ, ამჯერად, დაიკარგა მოედანზე კრის პოლი, რომელმაც პირველ ტაიმში მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა და არც ერთი შედეგიანი გადაცემა არ ჰქონდა, მეოთხე მეოთხედში კი ქულა არ აუღია. პოლის გმირობების გარეშე კი "კლიპერსს" გამარჯვება არ შეუძლია, მით უმეტეს, რომ ამ გუნდმა 29 პერსონალურსა და 18 შეცდომას მოუყარა თავი.

მემფისი-კლიპერსი 94:82

23:20, 24:19, 23:23, 24:20

მ: რენდოლფი (27+11 მოხსნა), გასოლი (16+8 მოხსნა), ალენი (13+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), პონდექსტერი (13), კონლი (6+10 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კ: გრიფინი (16), ბარნსი (12), ბილაპსი (11), კროუფორდი (10+3 პასი), ბატლერი (10).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია