30 აპრილიდან, ერთი კვირის განმავლობაში, გაზეთ "ლელოსთან" ერთად გრემ ჰანტერის წიგნი "ბარსა" სპეციალურ ფასად (10.80 ლარი) გაიყიდება, შემდეგ კი მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ფეხბურთისა და "ბარსელონას" გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთა: 30 აპრილიდან, ერთი კვირის განმავლობაში, გაზეთ "ლელოსთან" ერთად გრემ ჰანტერის წიგნი "ბარსა" სპეციალურ ფასად (10.80 ლარი) გაიყიდება, შემდეგ კი მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთის გულშემატკივრები ყოველთვის სვამენ კითხვას: "რომელია საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიაში?" ამ შეკითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს. ზოგიერთის აზრით, საუკეთესო 20-30-იანი წლების ურუგვაის ნაკრებია, ზოგი ავსტრიის "ვუნდერთიმს" დაასახელებს, ზოგი უნგრეთის "დიდ გუნდს". პელეს და ბრაზილიის ნაკრების ქომაგები უთუოდ ახსენებენ 1970 წლის ნაკრებს. არ დაავიწყდებათ 60-იანი წლების "რეალიც" და არიგო საკის "მილანიც"...

ზემოთ ჩამოთვლილ გენიალურ კოლექტივებში აუცილებლად მოხვდება გუნდი, რომლის ხილვის ბედნიერებაც ყველა ჩვენგანს ჰქონდა და აქვს. საუბარი, რა თქმა უნდა, თანამედროვე "ბარსელონაზეა", რომელიც, ბევრის აზრით, სწორედაც რომ საუკეთესო გუნდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ამ მოსაზრებას, შესაძლოა, ბევრი არ დაეთანხმოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არიგო საკის "მილანის" შემდეგ სპორტის ამ სახეობას ასეთი დომინანტი, რევოლუციური ძალა არ უნახავს.

"ბარსელონამ" ბოლო წლებში მთელი ეპოქა შექმნა, რომელმაც ეს კლუბი და მთლიანად ფეხბურთი უამრავ ახალგაზრდას თუ ასაკოვან ადამიანს შეაყვარა.

ავტორის შესახებ

გრემ ჰანტერის წიგნი: "ბარსა: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში", სწორედ ამ, რაიკარდ-გვარდიოლას "ბარსელონას" შესახებ არის.

ავტორმა, რომელიც ფეხბურთის და მშობლიური "აბერდინის" თავგადაკლული გულშემატკივარია, სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. წლების განმავლობაში ჰანტერი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან, როგორებიც არის: The Daily Mail, Sky, The Sunday Herald, BBC Radio 5, ESPN US და სხვა.

ამჟამად გრემი გახლავთ uefa.com-ის კორესპონდენტი ბარსელონაში და ბოლო 5 წლის მანძილზე ამ საიტის კორესპონდენტი მთლიანად ესპანეთში.

გრემ ჰანტერს წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა როგორც "ბარსელონას" ფეხბურთელებთან, ასევე კლუბის ხელმძღვანელებთან. ამ ყველაფერმა მას საშუალება მისცა, წიგნის ფურცლებზე გადაეტანა და მკითხველისთვის მოეთხრო იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც მედიისთვის თუ გულშემატკივრებისთვის უცნობი იყო.

სხვათა შორის, ავტორს საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს ქართველ ფეხბურთელებზე და ის 1995 წელს, გლაზგოს "სელტიკთან" ერთად, ბათუმშიც არის ნამყოფი, რომელსაც შავი ზღვის მონტე კარლოც უწოდა.

გრემ ჰანტერის თქმით, თავის დროზე მასზე უდიდესი შთაბეჭდილება ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ მოახდინეს, რომლებმაც მის საყვარელ შოტლანდიის ნაკრებს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლები გაუტანეს. პირველად კი ჰანტერმა ჩივაძე და შენგელია 1979 წელს იხილა, როდესაც ორივემ "დინამოს" მაისურით "ლივერპულის" კარი დალაშქრა.

ბარსელონას აღზევება

2002/03 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" კატასტროფული და ამავე დროს, გადამწყვეტიც აღმოჩნდა. კატალონიელებმა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს და კინაღამ ევროტურნირებს მიღმა დარჩნენ, რაც "ბარსას" ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ჩაგდებულმა სეზონმა და უტიტულო 4-მა წელმა რადიკალური ცვლილებების საჭიროება გამოიწვია.

რა მოხდა ამის შემდეგ, როგორ შეიცვალა კლუბის ფილოსოფია, მისი განვითარების გეზი, რა როლი ითამაშა "ლა მასიას" აკადემიამ, როგორ აღმოაჩინეს ლეო მესი და როგორ შექმნეს მისგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, როგორ გადაწყდა რაიკარდის შემდეგ პეპ გვარდიოლას დანიშვნა - ამ და კიდევ არაერთ საინტერესო ფაქტზე სწორედ გრემ ჰანტერის წიგნში წაიკითხავთ.

აქვე დავამატოთ, რომ წიგნი 2012 წლის ზაფხულში, პეპ გვარდიოლას ეპოქის დასრულების შემდეგ არის დაწერილი.

აი, რამდენიმე რეცენზია, რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის წიგნის ღირებულებებზე:

"თავშესაქცევი, ინფორმაციულად დატვირთული და საუცხოოდ დაწერილი "ბარსა: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში" კიდევ ერთი შესაძლებლობაა "ბარსას" თამაშის დასანახავად. ეს წიგნი წლების განმავლობაში გაგვყვება, როგორც "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო ეპოქის ამსახველი ამომწურავი მატიანე".

იან მაკგერი, ბი-ბი-სი.

"ჰანტერი ყველა კუთხით განიხილავს და აანალიზებს "ბარსას" აღზევებას. ამასთან, ფეხბურთზე საფუძვლიანი მსჯელობისა და მხატვრული თხრობის საუცხოო ნაზავს გვთავაზობს, რაც ამ წიგნის კითხვას საოცრად მიმზიდველს ხდის".

ESPN

"მან ყველას გაუსწრო და დღევანდელობის უდიდესი საფეხბურთო წიგნი დაწერა".

ჰიუ მაკდონალდი, "ჰერალდი".

ვფიქრობთ, ამ და კიდევ სხვა ნიუანსების გამო "ბარსა: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში" საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ "ბარსელონას" ან ფეხბურთის ქომაგებისთვის, არამედ ზოგადად, სპორტის გულშემატკივრებისთვის, რადგან ისეთი გუნდები, როგორიც თანამედროვე "ბარსელონაა", ათწლეულებში, ბევრის აზრით კი, საუკუნეში ერთხელ იქმნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

SoSiko
რამდენი ფეხბურთის უვიცია დედამიწაზე. ბარსელონა ყველა დროის საუკეთესო კლუბია მათთვის ვისაც კი რამე გაუგია სპორტის ამ სახეობაზე
NIKA
ესე ლელოს რჩევითვის, კარგი იქნებოდა თუ ცნობილი ფეხბურთელების ბიოგრაფიულ წიგნებს დაბეჭდავენ ქართულად. ეს წიგნები დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა და დამწყებ ფეხბურთელებს მოტივაციის ამაღლებაში დაეხმარება
nikA
ბარსა კი არა ტოროლა; დამთვარდა. ბარსამდე რეალიც დომინირებდა ევროპულ ფეხბურთში, მანამდე ბავარია დორტმინდი მილანი აიქსი. რითაა ეს გუნდი ასეთი გამორჩეული. თამაშობს ერთი ტაკტიკით. არანაირი იმპროვიზაცია თუ ვინმემ დაასწრო და გოლი გაუტანა ბატებივით დარბიან. თამაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე აქვთ აწყობილი. მესი რო არა ვერც პსჟ-ს გაცდებოდა. ბავარიამ ხო კიდე დაახია ბურთი თავზე. დამთავრდა დასრულდა ჩაესვენა ესპანური ფეხბურთის მზე DEUTSCHLAND DEUTSCHLAN UBER ALLES :)
Dato
უკაცრავად, ადრე უკვე ვიკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე - "სპორტული პორტალი"-დან "ბარსას პორტალ"-ად როდის გადაირქმევთ თავს თქო? :))))
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე