ბოლო დროს ფოთის "კოლხეთის" "ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა

ბოლო ორ მატჩში ორი გამანადგურებელი მარცხი - 10 გაშვებული გოლი და ერთიც - გატანილი. ასეთია ფოთის "კოლხეთის" "მონაგარი" ბოლო ტურებში. რა თქმა უნდა, ეს წაგებები ფოთელთა სატურნირო მდგომარეობასაც დაეტყო. არადა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "კოლხეთი" ამხელა ანგარიშებით არ დამარცხებულა. კლუბში რომ პრობლემებია, უკვე ვწერდით, საინტერესოა, როგორ უყურებს და აანალიზებს ამ ყველაფერს "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია:

- თქვენი გუნდი ბოლო ორ ტურში დიდი ანგარიშით დამარცხდა. ამ წაგებებს რით ახსნით?

- თავის გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, წარმატებააც და წარუმატებლობასაც. ჩვენი ფიასკოც გარკვეული ფაქტორებით იყო განპირობებული და ყველაფერს მოგახსენებთ. ფინანსური კრიზისის, ფულადი დავალიანების გამო, ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას საწვრთნელი პროცესი შეწყდა. რამდენიმე დღე არ გვივარჯიშია და ეს ამბავი რბილად არ ჩაივლიდა. საწვრთნელი პროცესიშ ჩაშლასა და ფინანსურ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ტურის გადმოტანის გამო, კვირის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწია. "სამტრედიასთან" ქულა კი მოვიპოვეთ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩავარდნას ვერ ავცდებოდით. მაშინ როცა სანაკრებო პაუზა გუნდებმა მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ჩვენ ეს პერიოდი ჩავაგდეთ. ამას კი "დინამო" არ გაპატიებს და მწარედაც დავისაჯეთ. ამ მატჩიდან მეოთხე დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" გვქონდა თამაში და სამწუხაროდ, ამ შეხვედრაშიც 5 გოლი მივიღეთ.

- კარგი მწვრთნელები წაგებებს მომდევნო წარმატებებისთვის იყენებენ. ამ მარცხებმა რა დაგანახვათ?

- მიზეზებზე უკვე გესაუბრეთ. წაგებებისას მართლაც ბევრი ნაკლი ჩანს, რის მიხედვითაც სისუსტეების გამოსწორებაზე უნდა იმუშაო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩემი გუნდის სისუსტეები, მაგრამ ამაზე კონკრეტული საუბარი არ მინდა. გამოჩნდა ისიც, რომ ბოლო ორ მატჩში პირველი ტაიმები, ასე თუ ისე, უკეთ ჩავატარეთ და მეორე ძალიან ცუდად. არა და, აქამდე პირიქით იყო, ქულები უმეტესად მეორე ტაიმებში გვაქვს მოპოვებული.

- ორ მატჩში ათი გოლის გაშვება კატასტროფულია. ალბათ მეთანხმებით....

- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. თავის გასასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ "ფეიენოორდმა" ერთ მატჩში (პსვ-სთან - ავტ) გაუშვა 10 ბურთი... ეს ისე უბრალოდ ვთქვი. რა თქმა უნდა, ამდენი გაშვებული გოლი საშინელებაა, მაგრამ საწვრთნელი პროცესის ჩაშლას, ფინანსურ პრობლემას, ზედიზედ 3 მატჩს, "სიონთან" მომხდარი ინციდენტიც დაემატა. ყველაფერმა ამან გუნდის ფსიქოლოგიაზე იმოქმედა. ერთი სიტყვით, იმ მოკლე პერიოდში ყველაფერი ცუდი ერთბაშად დაგვატყდა თავს. ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და ვითარება სასიკეთოდ უნდა შევცვალოთ.

- როგორ ფიქრობთ, მალე შეძლებთ ამ ჩავარდნის გადალახვას?

- საამისოდ სპეციფიკური მუშაობაა საჭირო. "დინამოსთან" 0:5 წაგების შემდეგ, გუნდთან ფსიქოლოგიურად ვიმუშავეთ, მაგრამ დრო ცოტა იყო და ეს არ მოხერხდა. მომდევნო მატჩამდე უფრო მეტი დრო გვაქვს და ვფიქრობ ჩავარდნას გადავლახავთ.

- ფსიქოლოგიურად ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- ვფიქრობ, ამას შევძლებთ და გუნდს გამოვიყვანთ ამ არასასურველი ვითარებიდან. რამდენი ხანია მწვრტნელად ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ მსგავს შემთხვევას, რომ ჩემს გუნდს ზედიზედ ორ მატჩში ათი გოლი გაეშვას. ხვალაც გავაგრძელებთ გუნდში ფსიქოლოგიურ მუშაობას და 5 ნოემბერს "ტორპედოსთან" კარგად ვითამაშებთ. ერთი სიტყვით, კმარა ჩავარდნა, წარმატებებზე უნდა ვიზრუნოთ.

- ანუ ამ შეხვედრაში სხვა "კოლხეთს" ვიხილავთ?

- დიახ, ძველებურად, ბოლომდე მებრძოლ და ლაღად მოთამაშე "კოლხეთს" იხილავთ. ჩვენ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

- ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას, თქვენს გუნდს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უვარჯიშია. მაშინ გუნდი რამდენიმე მოთამაშემაც დატივა. ყველა დაბრუნდა კლუბში?

- დიახ, ყველა დაბრუნდა. "ტორპედოსთან" 5 ნოემბრის მატჩისთვის რევაზ ჯიქიაც დაგვემატება, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა. თუმცა "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში მიხეილ მახვილაძემ მიიღო ტრავმა და ჯერ არ ვიცით შეძლებს თუ არა ქუთაისელთა წინააღმდეგ თამაშს.

- სავარჯიშო პროცესი ფინანსური დავალიანების გამო შეწყდა. ეს დავალიანება უკვე გასტუმრებულია?

- არა, ჯერ არა. მერიის დახმარებით ერთი თვის ფული მივიღეთ. ორი თვის ხელფასი და ყველა მოგებული მატჩის პრემიალური კიდევ გასაცემია. თუმცა მყარი პირობა მოგვცეს, რომ ეს დავალიანება მალე იქნება გასტუმრებული და ჩვენც ამისი იმედი გვაქვს.

- ამ რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რომ "კოლხეთის" სპონსორი ფოთის პორტი იქნება. უკვე გაფორმდა კონტრაქტი?

- შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება. ბოლო ორ მარცხს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი გუნდი სპონსორის გარეშეც კარგად ასპარეზობდა და სპონსორის მხარდაჭერით, უფრო უკეთ ვიასპარეზებთ. საქართველოში ფოთი ფეხბურთის აკვანია და ამ ქალაქში ძლიერი გუნდი უნდა იყოს. ძლიერი გუნდისთვის კი სპონსორია საჭირო და რადგან სპონსორი უკვე გვყავს, ძლიერი და გამორჩეულ გუნდად უნდა ვაქციოთ "კოლხეთი".

- ამ სპონსორობით რა თანხას მიიღებს თქვენი კლუბი?

- ჯამში ნახევარ მილიონს. თვეში 50 ათასს მივიღებთ. თანამედროვე ფეხბურთში ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ ფინანსური კრიზისის გამო საწვრთნელი პროცესი ჩაგვეშალა.

- მიმდინარე სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს თქვენი გუნდი?

- უმაღლეს ლიგაში პაუზის შემდეგ დავბრუნდით და ევროტურნირის საგზურის მოპოვებისთვის ახლავე ვერ ვიბრძოლებთ. თუმცა გაისად ალბათ, ამ მიზანს დავისახავთ. ამ სეზონში კი ცხრილში რაც უფრო ზედა ადგილს დავიკავებთ, მით უკეთესი იქნება.

- მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- ყველა გუნდს. გამორჩეულად კი ზედა სამეულს ქვემოთ ვინც არის იმ ექვსივე გუნდს.

- ამ ბოლო ხანს ხშირად ისმის პრეტენზიები მსაჯების მისამართით. როგორ ფიქრობთ, მართლა ამდენი შეცდომებია მსაჯების მხრიდან თუ ვითარება გაზვიადებული გეჩვენებათ?

- მსაჯობაზე საუბარს ყოველთვის ვერიდები... მოდით ასე გიპასუხებთ. ამ მხრივ იდეალურად რომ არ გვაქვს საქმე, მე რომ არაფერი ვთქვა, ეს ისედაც კარგად ჩანს. რა თქმა უნდა, ჩემი ეს ნათქვამი ყველა მსაჯს ნამდვილად არ ეხება, მაგრამ ხარვეზები არის და ამისი გამოსწორებისთვის მუშაობაა საჭირო. მჯერა ჩვენს მსაჯებს უკეთესად შეუძლიათ მატჩებს გაუძღვენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ჩემპიონატში უკეთესი მსაჯობა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ