29 წლის ჰოლანდიელმა ფორვარდმა გელზენკირხენის "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის კარი გაუღო
ბოლოს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოგვარდა, ვიდრე ამას "შალკეს" მრავალგზის ნანერვიულები ფანები წარმოიდგენდნენ - გელზენკირხენელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლაში ფინალად შერაცხილი მატჩი "ჰამბურგთან" 4:1 მოიგეს და საუკეთესო ოთხეულში მყარად დამკვიდრდნენ, რაც, პირველ რიგში, კლაას-იან ჰუნტელაარის დამსახურებაა.

ჰოლანდიელი გოლეადორი ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯეს და ვერ ბრწყინავდა, ბოლოს კი ისევ ტრავმირებული გახლდათ.

ჰუნტელაარმა ვარჯიში სამშაბათს განაახლა, კვირას კი მოედანზე გავიდა და "ჰამბურგთან" ჰეთ თრიკი შეასრულა! სამ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა - შესაბამისად, ჰუნტელაარი ტურის გმირადაც დავასახელეთ.

"ახლა ვარჯიშებზე ცოტათი ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ მაქვს. რაც მთავარია, "ჰამბურგთან" მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგისკენ მივდივართ", - აღნიშნა თამაშის შემდეგ 29 წლის ჰოლანდიელმა ფორვარდმა.

ამ მატჩის შემდეგ "შალკე" მეოთხე ადგილის დაკავების ნომერ პირველი ფავორიტი გახდა. გელზენკირხენელთა უახლოესი მდევარი ახლა ფრანკფურტის "აინტრახტია", რომელსაც სამი ქულით უსწრებენ.

"ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან წინ კიდევ სამი მატჩი გველის და უმაღლესი კონცენტრაცია გვჭირდება", - აცხადებს "შალკეს" დროებითი თავკაცი იენს კელერი და ცამდე მართალია, რადგან ამ სამიდან "ხუმარებს" ორი მატჩი მიონხენგლადბახში და "ფრაიბურგთან" ელით...

XXVIII ტურის გმირი

კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე)

ჰუნტელაარზე ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ და აქ მხოლოდ იმასღა დავძენთ, რომ ჰოლანდიელმა "ჰამბურგთან" ამ სეზონში თავისი მე-8, მე-9 და მე-10 გოლები გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჰუნტელაარი შარშან ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - წინა სეზონში მან 29 გოლის გატანა მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXXI ტური: "ბაიერნის" სერია გრძელდება [VIDEO]

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა