რუსი ჩოგბურთელი "პორშეს" ახალი მანქანების შეგროვებით არის დაკავებული
"პორშეს" ახალი მანქანების შეგროვებით არის დაკავებული რუსი მარია შარაპოვა. მან ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა შტუტგარტის ტურნირზე, რომელსაც "პორშეს გრანპრი" ჰქვია.

ფინალში მარიას მეტოქე ჩინელი ნა ლი იყო, რომელთანაც რუსს რევანში ჰქონდა ასაღები წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მარცხის გამო. შტუტგარტში ამ ჩოგბურთელთა ფინალამდე გზა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ნა ლიმ ყველა შეხვედრა ორ სეტში მოიგო, შარაპოვას კი პირიქით, ყველა მატჩში სამ-სამი სეტის ჩატარება მოუწია, თანაც ფინალი მისთვის ბოლო ოთხ დღეში მეოთხე მატჩი იყო. ასე რომ, სათამაშო თვალსაზრისით, ფავორიტად ნა ლი მიიჩნეოდა.

მარიამ პირველივე გეიმში გააკეთა ბრეიკი. ნა ლი გვიან შევიდა თამაშში. შემდეგ დაალაგა კორტზე თავისი მოქმედება, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, რადგან შარაპოვას მეორე ბრეიკიც აღებული ჰქონდა. ჩინელი ცდილობდა, ებრძოლა მიღებაზე, მაგრამ რუსს კარგი პირველი მოწოდება შველოდა, რომლის შესრულების სიზუსტე 80 პროცენტს აღწევდა. მართალია, ნა ლიმ ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეორე სეტში მარიამ ვერ შეძლო თავიდანვე უპირატესობის მოპოვება. ნა ლი კარგად ატარებდა თავის გეიმებს, თუმცა ისიც აშკარად ჩანდა, რომ მას უჭირდა მეტოქის ძლიერი დარტყმებისთვის გამკლავება. სწორედ ამიტომაც მეორე სეტის შუაში თანდათან გამოიკვეთა შარაპოვას უპირატესობა. აზიელმა ბრეიკ-პოინტიდან ერთი გეიმის გადარჩენა შეძლო, მაგრამ თავის მომდევნო გეიმზე ვეღარაფერი გააწყო. ნა ლი ამ წარუმატებლობამ საბოლოოდ გატეხა და ბოლო გეიმში ორმაგი შეცდომით ჩააბარა სეტი და მატჩი მოწინააღმდეგეს - 4:6, 3:6.

მარიამ წელს მეორე და კარიერაში 29-ე ტიტული მოიგო, რითაც WTA-ს საჩემპიონო რბოლაში პირველ ადგილზე გადავიდა. შთამბეჭდავია რუსის შედეგები გრუნტზე, რომელზეც მან ზედიზედ მეოთხე ტურნირი მოიგო, ხოლო მოგებათა სერიამ 20 მატჩს მიაღწია. ბოლოს ამ საფარზე შარაპოვამ 2011 წლის როლან გაროსზე წააგო, როცა ნახევარფინალი დაუთმო ნა ლის.

იტალიელის ტრიუმფი

ქალებს შორის მეორე ტურნირი, რომელსაც მაროკოს ქალაქი მარაკეში მასპინძლობდა, ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო. აქ ნახევარფინალამდე მხოლოდ ერთმა განთესილმა - იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ გააღწია. რაც შეეხება ტურნირის მოქმედ ჩემპიონს კიკი ბერტენსს, ის მეოთხედფინალში დამარცხდა ლურდეს დომინგეს-ლინოსთან.

სრული მოულოდნელობა იყო ნახევარფინალში ლუქსემბურგელი მენდი მინელას გასვლა. მარაკეშში მან სამი სამსეტიანი მატჩი მოიგო, მაგრამ მაინც მოუწია კიდევ ერთ დაძაბულ მატჩში დომინგეს ლინოსთან დანებება - 6:2, 0:6, 1:6. მეორე ნახევარფინალში სკიავონემ კრისტინა მლადენოვიჩი დაამარცხა - 7:6(4), 6:1.

ფინალში სკიავონემ იოლად - 6:1, 6:3 მოუგო დომინგეს ლინოს, არადა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა - 16-დან ცხრა გეიმში დაფიქსირდა ანგარიში "თანაბარი". გამოცდილმა იტალიელმა ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია: მას შარშანდელი მაისის შემდეგ არ მიუღწევია სერიოზული წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი