"სან ანტონიომ" ყველას დაანახვა, რომ "ლეიკერსს" კობი ბრაიანტის გარეშე პლეი ოფში არაფერი ესაქმება
"ჰიტის" გამარჯვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდა პირველი მეოთხედფინალისტი დასავლეთ კონფერენციაში. "სან ანტონიომ" ყველას დაანახვა, რომ "ლეიკერსს" კობი ბრაიანტის გარეშე პლეი ოფში არაფერი ესაქმება.

ამ სერიაში ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ საკუთარ მოედანზე ლოსანჯელესელები უფრო უარესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სან ანტონიოში გამართული შეხვედრების დროს. ეს იმის ბრალიც იყო, რომ ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მეტა უორლდ პისი და სტივ ბლეიკი. სწორედ ამიტომაც განაცხადა "სან ანტონიოს" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა მეოთხე მატჩის შემდეგ - ეს, ალბათ, არ იყო სამართლიანი ორთაბრძოლაო.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი: შესაძლოა, ეს იყო ბოლო მატჩი დუაიტ ჰოვარდისთვის "ლეიკერსის" მაისურით, რომელიც პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. მან ვერ იტვირთა ლიდერის როლი კობი ბრაიანტის არყოფნაში და სავსებით შესაძლებელია, დატოვოს კალიფორნიელთა რიგები. "სუპერმენის" სიტყვებით, ეს სეზონი მისთვის ღამის კოშმარივით იყო, საიდანაც ბოლომდე ვერ გამოვიდა.

ბოლო მატჩში ჰოვარდმა ზედმეტი ემოციურობის გამო ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. "ლეიკერსი" ერთხელაც არ დაწინაურებულა შეხვედრაში და 2007 წლის შემდეგ პირველად წააგო პლეი ოფში საწყისი რაუნდის სერია.

"სან ანტონიომ" კი დამაჯერებლად შეაბიჯა კონფერენციის ნახევარფინალში და "გოლდენ სტეიტსა" და "დენვერს" შორის სერიაში საუკეთესოს ელოდა.

ლეიკერსი-სან ანტონიო 82:103

20:26, 14:26, 24:26, 24:25

ლ: გასოლი (16+8 მოხსნა+5 პასი), გუდლაკი (14), ჯეიმისონი (12+5 მოხსნა), დუჰონი (11+7 პასი).

ს-ა: პარკერი (23+4 პასი), ლეონარდი (13+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბლეირი (13+5 მოხსნა), დანკანი (11+6 მოხსნა), ნილი (11).

სერია: 0-4

ლიდერის ტრავმამაც არ იმოქმედა

ამასობაში "გოლდენ სტეიტს" ერთი ნაბიჯი უკლია "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებამდე. "ლეიკერსისგან" განსხვავებით, "მეომრებზე" არ იმოქმედა ლიდერის ტრავმამ - 2013 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილის, დევიდ ლის დაკარგვამ "გოლდენ სტეიტი" კიდევ უფრო გააძლიერა.

კვლავ მტკივანი მუხლით გავიდა მოედანზე სტივენ კარი. როგორც კი "უორიორზის" დამრიგებელმა მარკ ჯექსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი ლიდერის დასვენებას აპირებდა, კარი ადგა და მარტო მესამე მეოთხედში 22 ქულა დააგროვა. სულ კი ამ მცველმა 31 ქულა ჩაიწერა აქტივში, რაც მისი პირადი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში. სტივენ კარიმ "დენვერთან" სამ მოგებულ შეხვედრაში 90 ქულა შესძინა თავის გუნდს.

გ. სტეიტი-დენვერი 115:101

25:21, 31:23, 35:28, 24:29

გ-ს: კარი (31+7 პასი+4 ჩაჭრა), ჯეკი (21+9 პასი+5 მოხსნა), ლენდრი (17), გრინი (13+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტომპსონი (13+5 პასი), ბოგუტი (12+5 მოხსნა).

დ: ლოუსონი (26+6 პასი), იგუოდალა (19+8 მოხსნა), ბრიუერი (14), მილერი (12), ფარიდი (8+12 მოხსნა).

სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად