აველანჟმა ფიფასთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი გადაჭრა
ფიფას ეთიკის საარბიტრაჟო კომიტეტმა (ხელმძღვანელი ჰანს-იოახიმ ეკერტი) საზოგადოებას გამოძიების შედეგები წარუდგინა, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი რამდენიმე წლის წინ ატეხილ კორუფციულ სკანდალში უდანაშაულოდ იქნა მიჩნეული. საქმე ეხებოდა აწ უკვე გაკოტრებული კომპანია ISL-ისთვის (International Sport and Leisure) 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლაციების უფლების მინიჭებას.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო 18 აპრილს ფიფას ყოფილმა ბოსმა და დიდმა რეფორმატორმა ჟოაო აველანჟმა საპატიო პრეზიდენტის თანამდებობაზეც კი უარი თქვა. გამოძიება ამ საქმეზე აველანჟსა და მის ყოფილ სიძეს, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ასევე ყოფილ ხელმძღვანელ რიკარდო ტეიშეირას უკანონო შემოსავლების მიღებაში სდებდა ბრალს.

ბუნებრივია, რაკი ბლატერი აველანჟის ხანაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, გამოძიება მისი როლითაც დაინტერესდა. ზემოხსენებულთა გარდა, საქმეში ფიგურირებდნენ სამხრეთი ამერიკის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას ლეოსი და აფრიკის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ისა ჰაიატუ.

მოხსენების წაკითხვის შემდეგ ბლატერმა ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გააკეთა:

"ეთიკის კომისიის დასკვნას გავეცანი, სადაც ლაპარაკია კომპანია ISL-ის საქმეზე. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ჰერ ეკერტისგან იმის მოსმენა, რომ კომიტეტმა გამოძიება დახურულად გამოაცხადა და რომ საფეხბურთო ჩინოვნიკების წინააღმდეგ საქმეები შეწყვიტა. დასკვნაში წერია ისიც, რომ პრეზიდენტი ბლატერის არც ერთი მოქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რაიმე ეთიკური ნორმის დარღვევა. ეჭვი არ მეპარება, რომ ფიფა ჩემი რეფორმების წყალობით ახლა უკვე ფლობს საჭირო მექანიზმებსა და საშუალებებს, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი სკანდალი, რაც ორგანიზაციის ავტორიტეტს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზეპ ბლატერი: უნდა ეს პლატინის თუ არა, ფეხბურთში ტექნოლოგიები დამკვიდრდება

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა