რეკორდმაისტერის დაცვის ბრაზილიელი ბურჯი აგრესიულ "ბარსელონას" ელის
გადაჭარბებული ნაღდად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ სეზონში "ბაიერნის" ტრიუმფალური სვლის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი ბრაზილიელი მცველი დანტეა.

29 წლის უკანახაზელი ბავარიელებმა სეზონის წინ მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" გადაიბირეს და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დანტე პირველივე სეზონში რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯი გახდებოდა. არადა, ასეა - ბრაზილიელი "ბაიერნის" პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მცველია. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დანტე ბარსელონასთან მატჩზე საუბრობს და ცდილობს, ახსნას, როგორ უნდა შეაჩეროს მცველმა ლიონელ მესი.

- დანტე, "ბაიერნი" "ფრაიბურგთანაც" გაერთო, ახლა კი "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩი გელით. როგორ ფიქრობთ, 4:0 გეყოფათ?

- "ბარსასთან" მიუნხენში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეიფორიაში არ ვართ. "ბარსასთან" ბოლო წამამდე მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.

- რას ელით "კამპ ნოუზე"?

- ველით მეტოქეს, რომელიც რევანშისტული განწყობით გვეთამაშება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შური იძიოს. ბარსელონელები წარმატების მისაღწევად ყველა ხერხს მიმართავენ - ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ფაქტია, რომ კატალონიელები მოტივირებულები იქნებიან და საკმაოდ აგრესიულად შეგვებრძოლებიან. "ბარსას" ყველაფერზე სათანადო პასუხი უნდა გავცეთ.

- მიუნხენში მესიმ ძალიან ცუდად ითამაშა - ფაქტობრივად, არ ჩანდა, რაც თქვენი დამსახურებაც იყო...

- ჩვენი, "ბაიერნის" მცველების უმთავრესი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მესი უნდა შეგვეჩერებინა. ეს კი ძალიან რთულია. ლეოს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ ბურთი მიიღოს და შენი კარისკენ დაიძრას - რაც შეიძლება მალე უნდა შეუშალო ხელი. უმჯობესია, იმდენი ქნა, რომ მესიმ ბურთი საერთოდ არ მიიღოს და რომ მიიღებს, მაშინვე უნდა შეუტიო.

- შაბათს ძირითადში არ გითამაშიათ - ჰაინკესმა დაგასვენათ. თამაში გერჩივნათ?

- ფეხბურთის თამაში ყოველთვის მინდა, მაგრამ როტაციაც საჭიროა და გარდა ამისა, უმოტივაციო შეხვედრებში სხვა ფეხბურთელებსაც უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის შანსი. მიხარია, რომ ჰაინკესი ბუნდესლიგის ბოლო ტურებში ყველას ათამაშებს.

- ორი ყვითელი ბარათი გაქვთ. დისკვალიფიკაციის არ გეშინიათ?

- არა! ამაზე ერთი წამითაც არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია, რომ თანაგუნდელებს ყველანაირად დავეხმარო ფინალში გასვლაში. თანაც, ზუსტად ვიცი, რომ ყვითელ ბარათზე თუ ვიფიქრე, აუცილებლად მივიღებ.

- თქვენი აზრით, რატომაა წელს "ბაიერნი" ასეთი ძლევამოსილი?

- ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენამ რეკორდმაისტერს მოტივაცია გაუორმაგა. ზაფხულშიც და ზოგადად, ამ სეზონში ძალიან მაგრად ვიშრომეთ იმისათვის, რომ სწორედ ამ წარმატებებისთვის მიგვეღწია და როგორც ხედავთ, შრომა დაგვიფასდა. ჯერჯერობით ყველაფერი მართლა გენიალურადაა და იმედია, ამ ზღაპრულ სეზონს ზღაპრული დასასრული ექნება.

- ჰეთ თრიკი?

- ფაქტია, რომ სამივე ტიტულის მოგება შეგვიძლია და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- რა როლი აქვს ამ წარმატებებში იუპ ჰაინკესს?

- ერთ-ერთი უმთავრესი! იუპი შესანიშნავი მწვრთნელია და იდეალურად მუშაობს. როცა გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს დაგვტოვებდა, მაშინ ვთქვით, რომ ჰაინკესის ღირსეულად გასაცილებლად ყველაფერს გავაკეთებდით. იუპმა ტრიუმფალური სეზონი დაიმსახურა.

- ული ჰიონესის გარშემო ატეხილი სკანდალი გუნდზე ცუდად არ მოქმედებს?

- ამაზე ბევრს არ ვლაპარაკობთ. ფეხბურთელები ული ჰიონესს უდიდეს პატივს ვცემთ, მან "ბაიერნს" ხომ ძალიან ბევრი გაუკეთა. "ბარსელონასთან" გამარჯვება სწორედ ჰიონესს მივუძღვენით.

- "კამპ ნოუზე" გასამართი საპასუხო მატჩი თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა?

- მგონი, მართლა ასეა. ჩემთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ვარ. "კამპ ნოუზეც" პირველად უნდა ვითამაშო, რის გამოც ბედნიერი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანტე: "ბარსელონასთან" მატჩში ბურთი ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად