ყაზახეთში ამჟამად არა საქართველო-აზერბაიჯანთან ერთიან ლიგაში გაწევრიანებაზე, არამედ რუსეთ-უკრაინის პროექტზე ლაპარაკობენ

ფუტსალში "ოთხთა ფინალის" გასაშუქებლად თბილისში უამრავი ჟურნალისტი ჩამოვიდა. მათ შორის იყო ყაზახური ტელეკომპანია "ხაბარის" წამყვანი ჟანდოს აიტბაი.

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ მისი მოსაზრება ჩემპიონატების გაერთიანებაზე, ყაზახური ფეხბურთის აწმყოსა და პრობლემებზე.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური საფეხბურთო ლიგის შექმნა სურს, რაზეც თქვენი ფედერაციის პასუხი უარყოფითი იყო.

- ამის შესახებ მეც შევიტყვე, მაგრამ პროექტის დეტალები ჩვენთვის უცნობია. ჩვენს ფედერაციაში ეს საკითხი რომ განხილულიყო, ტელეკომპანია "ხაბარი" ყაზახეთში ყველაზე სანდო საინფორმაციო საშუალებად ითვლება და ამ ამბავს აუცილებლად გავაშუქებდით.

ჩვენთან სხვა პროექტზე ლაპარაკობენ, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა და მიმაჩნია, რომ სერიოზული ლიგის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება.

მაგრამ, ჯერ ამის შესახებ ყაზახეთში ფრთხილი და თავშეკავებული პოზიცია აქვთ.

მიზეზი ისაა, რომ იმავე იდეაზე რუსები უკრაინელებს ელაპარაკებიან და ჯერ ყველაფერი არ შეუთანხმებიათ. გარდა ამისა, პრობლემური იქნება იმის გადაწყვეტა, რომელი ფედერაციის ეგიდით გაიმართება ჩემპიონატი, ევროსაგზურები რა კვოტებით განაწილდება და ა.შ. ჩვენი მედია ამიტომაც არ აქტიურობს.

- როგორია პირადად თქვენი პოზიცია?

- ისეთივე, როგორიც ბევრი ჩემი თანამემამულის - ეს ჩვენთვის სასურველი არ იქნება.

- მეგონა, რუსებთან გაერთიანებაზე ოცნებობდით.

- რუსული და უკრაინული კლუბები ჩვენებზე გაცილებით მდიდრები არიან და მათთან დაპირისპირება ძნელი იქნება.

გარდა ამისა, თუ ლიგაში უმეტესად რუსულ და უკრაინულ კლუბებს მიიწვევენ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ტრანსპორტირებასა და სასტუმროებში ბევრად მეტი თანხის დახარჯვა მოუწევთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ აჯობებს, საკუთარ ჩემპიონატს მივხედოთ, მისი დონე გავზარდოთ და მერე ვიფიქროთ, ვის შევუერთდეთ და ღირს თუ არა საერთოდ ერთობლივ ტურნირებში მონაწილეობა.

ცხადია, გაერთიანებას დადებითი მხარეც აქვს და ეს კლუბების კლასზე კარგად აისახება. თუმცა ასეთი პროექტების განხორციელება საფრთხეს უქმნის ეროვნულ ჩემპიონატებს, რასაც არავინ დაუშვებს.

და საერთოდ, რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი, როცა პოსტსაბჭოეთის გაერთიანებულ ლიგაზე უეფამ და ფიფამ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.

- ყაზახურ კლუბებს ფინანსურად არ უჭირთ?

- კარგი ბიუჯეტი აქვთ მხოლოდ "აქტობეს", "ირტიშს" და კიდევ ორ ლიდერს, დანარჩენებზე ამას ვერ ვიტყვი. მეტიც, პრემიერლიგაში ალმათის გუნდი გადავიდა, მაგრამ არ დაუშვეს, რადგან ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

- ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდს რა მინიმალური ოდენობის ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს?

- ამის შესახებ რუსეთში ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენთან ეს დახურული ინფორმაციაა. თუ არ მეშლება, ბიუჯეტი მინიმუმ მილიონი დოლარი უნდა იყოს.

- თქვენი აზრით, ყაზახურ ფეხბურთში პროგრესი იგრძნობა?

- ვერ ვიტყვი, რომ ფუტსალისგან განსხვავებით, დიდ ფეხბურთში პროგრესია. წარმატებებს ვერც ყაზახური კლუბები აღწევენ და ვერც ნაკრებები.

- ზოგადად ცნობილია, რომ ყაზახურ ფეხბურთში არანაკლები ფულია, ვიდრე საშუალო-ევროპულ კლუბებში. თუმცა, ყაზახურ ლიდერებზე ბევრად მცირე ბიუჯეტის მქონე თბილისის "დინამომ" "ვალენსიას" ყოფილი მოთამაშე ჩისკო ჩამოიყვანა. თქვენთან კი მეორეხარისხოვან რუს და უკრაინელ მწვრთნელებსა თუ მოთამაშეებზე აუხსნელი მოთხოვნებია.

- ეს ძალიან არ მომწონს. ლეგიონერების გადაბირებით ნებისმიერი ლიგა მდიდრდება, მაგრამ ჩვენთან ისეთები მოდიან, საუკეთესო ფეხბურთს რომ ვეღარ აჩვენებენ და ამდენად, მათ აყვანას აზრი არ აქვს. მირჩევნია, ასეთების ჩამოყვანის ნაცვლად გზა ახალგაზრდებს გავუხსნათ.

- ყაზახეთის ნაკრებში მეკარე დავით ლორია რუსეთიდან ჩამოყვანილმა სიდელნიკოვმა შეცვალა. ლორიას რას ერჩოდნენ?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ლორია ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ სტაბილური და საკმაოდ საიმედო მეკარე გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე