O Globo-ს ინფორმაციით, "ფლუმინენსეს" 35 წლის პლეიმეიკერის სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოაჩინეს
ბრაზილიური O Globo-ს ინფორმაციით, 30 მარტს ჩატარებულმა დოპინგტესტმა "ფლუმინენსეს" 35 წლის პლეიმეიკერის დეკუს სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოაჩინა.

ფეხბურთელი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერება მის ორგანიზმში იმ ვიტამინებთან ერთად მოხვდა, რომელსაც რეგულარულად სვამს. სამშაბათს მას პირველად მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ამ საქმეზე. თუკი განმეორებითმა სინჯმა პირველის პასუხი დაადასტურა, ვეტერანს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ელოდება, რაც, პრაქტიკულად, მისი კარიერის დასასრულს ნიშნავს.

2012 წლის იანვარში ფიფამ ანალოგიური დარღვევის გამო "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების მეკარე ალექსანდრ რიბკას სწორედ ამდენი ხნით აუკრძალა ფეხბურთის თამაში. ფუროსემიდი თავისთავად დოპინგი არ არის, მაგრამ რაკი ის ძლიერი შარდმდენია, სპორტსმენები ხშირად იყენებენ აკრძალული ნივთიერებების ორგანიზმიდან სწრაფად გამოსადევნად. შესაბამისად, ის მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციის (WADA) მიერ არის აკრძალული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე