ფერნანდინიო მომდევნო ხუთ წელიწადს "მანჩესტერ სიტიში" გაატარებს
La Gazzetta dello Sport-ისა და Sky Italy-ს ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" და "შახტარმა" ფერნანდინიოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და 27 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ზაფხულში "ქალაქელებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. უკრაინული მხარე საკომპენსაციოდ 23 მილიონ ფუნტს (27 მილიონ ევროს) მიიღებს. წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები იანვრიდან გრძელდებოდა.

"სიტი" არ ყოფილა ერთადერთი პრემიერლიგური გრანდი, რომელსაც ფერნანდინიოს შეძენა სურდა. იანვარში ბევრი იწერებოდა მისით "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაინტერესებაზე. ფეხბურთელი "შახტარში" 2005 წელს გადავიდა და მას მერე გუნდის ღირსება 300-მდე შეხვედრაში დაიცვა, 6-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 3-ჯერ კი თასის გათამაშებაში იმარჯვა.

თავის დროზე "ატლეტიკო პარანენსედან" მისი ტრანსფერი 7,8 მილიონი ევრო დაჯდა. ფერნანდინიოს "მაღაროელებთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებდა. კონტრაქტით იყო გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხაც - 50 მილიონი ევრო. რეალურად კი, "შახტარი" დაინტერესებული კლუბებისგან 37-ს ითხოვდა. გამოდის, რომ "ქალაქელებმა" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 10 მილიონი ევრო დაზოგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"შახტარის" ლიდერებზე დიდი მოთხოვნაა

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად