მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკაში" იტალიური ფირმა "ინდეზიტის" მაცივრისა და სარეცხი მანქანის შეძენა 888 ლარადაა შესაძლებელი
მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკაში" უპრეცედენტო სააღდგომო ფასდაკლებაა. აქ იტალიური ფირმა "ინდეზიტის" მაცივრისა და სარეცხი მანქანის შეძენა 888 ლარადაა შესაძლებელი.

მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკას", მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი აბულაძის განცხადებით, უპრეცედენტო ფასდაკლებით სარგებლობა 29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

- რა სახის ფასდაკლებას სთავაზობს მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკა" მომხმარებელს?

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ერთგვარი საჩუქარი გავაკეთეთ. 888 ლარად შესაძლებელია, მაცივარიც შეიძინონ და სარეცხი მანქანაც. ეს მართლაც რომ უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ ბაზარზე. "ინდეზიტი" ისეთი ბრენდია, რომელიც დრომ გამოსცადა და ყველა მომხმარებელი კმაყოფილია. მომხმარებელი მაცივრისა და სარეცხი მანქანის შეძენას განვადებითაც შეძლებს. რა თქმა უნდა, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე საგარანტიო სერვისიც მოქმედებს.

- საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკის რომელი ბრენდებია "ელექტრონიკაში" წარმოდგენილი და ფასების მხრივ, რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა მაღაზიებთან შედარებით?

- "ელექტრონიკას" თბილისში 5 და რეგიონებში 8 მაღაზია აქვს, სადაც ყველა ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ფართო არჩევანი გვაქვს - ჩვენთან შესაძლებელია ტელევიზორების, მაცივრების, გაზქურების, სამზარეულოს ხელსაწყოების და სხვა პროდუქციის შეძენა. ფასები შესაბამისია ბრენდებთან და ელექტროპროდუციის ხარისხთან.

რა თქმა უნდა, ფასები აბსოლუტურად მისაღებია და ფასდაკლების სისტემაც მუშაობს. ჩვენს მაღაზიებში 2000-ზე მეტი დასახელების ელექტროპროდუქციაა წარმოდგენილი. აქ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. მსხვილი ელექტროტექნიკის მისამართზე მიტანის უფასო სერვისიც გვაქვს.

- ქსელის გაფართოებას თუ გეგმავთ?

- მომხმარებლები არ გვაკლია. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას "ელექტრონიკის" ქსელის გაფართოება, რათა ის ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა რაიონსა თუ ქალაქში გახდეს. ჩვენ უახლეს ტექნიკას დაბალ ფასებში შევთავაზებთ მომხმარებელს.

მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" მისამართები თბილისში: სავაჭრო ქსელი "მეგალაინი". მის: კერესელიძის ქ. N12; ქეთევან წამებულის N98; ვაჟა-ფშაველას N4; ვაჟა-ფშაველას N39; დიღომი, ბელიაშვილის N8.

რეგიონებში: გორი, გურამიშვილის N1; რუსთავი, შარტავას N4; თელავი, ჭავჭავაძის N52; ქუთაისი, რუსთაველის N97/99; ბათუმი, ჭავჭავაძის N5; ჩხოროწყუ, მშვიდობის N14; ოზურგეთი, ჭავჭავაძის N14.

მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" ტელეფონის ნომერია: 2 518- 815

R

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"