ბაქოში აზერბაიჯანელმა ვეტერანებმა "ვარსკვლავების ნაკრებთან" ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ, კახა ცხადაძემ, რევაზ და არჩილ არველაძეებმაც ითამაშეს!

ბაქოში, "ბაილ არენაზე" 1-ელ მაისს საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა: აზერბაიჯანელი ვეტერანები "ვარსკვლავების ნაკრებს" დაუპირისპირდნენ.

მასპინძელთა შემადგენლობაში ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, ახლო თუ შორეულ წარსულში ბაქოს "ნეფთჩისა" თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა გუნდებიდან რომ გვახსოვს: ისკანდერ ჯავადოვი, მაშალა ახმედოვი, იგორ პონომარიოვი, ნაზიმ სულეიმანოვი, ველი კასუმოვი, შახინ დინიევი, შაქირ ღარიბოვი, იაშარ ვახაბ-ზადე, ასიმ ხუდიევი, ვაგიფ სადიხოვი, ვიდადი რზაევი, ყურბან ყურბანოვი და სხვები.

თუმცა ბევრად უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებდა "ვარსკვლავების ნაკრების" შემადგენლობა, რომელსაც დღესდღეობით აზერბაიჯანში მომუშავე ცნობილი სპეციალისტები, ბერტი ფოგთსი (გერმანია) და ჯონ ტოშაკი (უელსი) მოძღვრავდნენ: ული შტაინი, ბერნდ შუსტერი (ორივე - გერმანია), რუშთუ რექბერი (თურქეთი), ვაგიზ ხიდიატულინი (რუსეთი), ანდრეი ზიგმანტოვიჩი (ბელორუსი), დარიო შიმიჩი (ხორვატია), დუაიტ იორკი (ტრინიდადი და ტობაგო) და სხვები.

თუმცა "ვარსკვლავების ნაკრებში" ყველაზე წარმომადგენლობითი "დელეგაცია" საქართველოს ჰყავდა და აზერბაიჯანელი ვეტერანების წინააღმდეგ მოედანზე ახლო თუ შორეული წარსულის ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოვიდა: ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, კახა ცხადაძე, რევაზ და არჩილ არველაძეები!

იხილეთ ვიდეო

...ანგარიში მე-6 წუთზე არჩილ არველაძემ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება: თავი გამოიჩინა მოსკოვის "დინამოსა" და ესპანური "ბეტისის" ყოფილმა ფორვარდმა ველი კასუმოვმა.

ტაიმები 30-წუთიანი იყო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძლებმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს (სამირ ალეკპეროვი, ველი კასუმოვი);

თუმცა "ვარსკვლავების ნაკრები" ბოლომდე იბრძოდა და 56-ე წუთზე არჩილ არველაძემ ამ მატჩში თავისი მეორე გოლი გაიტანა, შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა დუაიტ იორკმა ზუსტი დარტყმით ამ საინტერესო დაპირისპირების საბოლოო ანგარიში (3:3) დააფიქსირა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რერო
ეეეხ!!!სტაროსტ-ნე რადოსტ;მაგრამ დღევანდელი ქარტული ფეხბურტის ყურებას სჯობს.......
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა