ნაკრებში გამოძახებული 9 მოთამაშე 1990 წელს ან მის შემდგომშია დაბადებული
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა სასლოვენიო გაფართოებული შემადგენლობა 1 მაისს გამოაქვეყნა. სიაში, რომლის გაცნობა ქვემოთ შეგიძლიათ, 20 კალათბურთელია.

მათ შორისაა ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომლის დაბრუნების ვარაუდს მანამ გამოვთქვამდით, ვიდრე ზაზა ფაჩულია ტრავმას მიიღებდა (ზაზა ამიტომაც არ არის სანაკრებო სიაში).

შეგახსენებთ, რომ ნიკა, ვლადიმერ ბოისა და ლაშა გამყრელიძე იგორ კოკოშკოვმა 2012 წლის შესარჩევისთვის არ გამოიძახა.

ამან კალათბურთელები გაანაწყენა, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ნაკრები არც ერთი კონკრეტული მწვრთნელისაა და არც მოთამაშისა, იგი ქვეყნის ღირსებაა და სწორი დასკვნების გამოტანის შემთხვევაში ამიტომაც იყო მოსალოდნელი ნიკას დაბრუნება.

რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, მას ამ სეზონში დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია... ხოლო ლაშა გამყრელიძეზე, შესაძლოა რიგით ჟურნალისტს საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არც მისი და არც ლაშა ფარღალავას დახმარება არ სჭირდება.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შემადგენლობა საბოლოო არ არის. შესაძლებელია, დაემატოს ქართველი ან უცხოელი კალათბურთელი.

რაც შეეხება უშუალოდ ევრობასკეტზე სექტემბერში გასამგზავრებელთა სიას, იგი 12 კალათბურთელამდე უნდა შემცირდეს. სწორედ ამდენი მოთამაშე უნდა შეიყვანოს მწვრთნელმა განაცხადში და შეჯიბრების დაწყების შემდეგ ცვლილებების განხორციელების უფლება აღარ ექნება.

თუ დააკვირდით, ნაკრებში გამოძახებული 9 მოთამაშე 1990 წელს ან მის შემდგომშია დაბადებული.

ამ საკითხზე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დავით უსტიაშვილი გვესაუბრება:

"იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ჩემპიონატის არაერთი მატჩი იხილა და სათანადოდ შეისწავლა ნაკრების კანდიდატები.

საბოლოოდ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოხვდა, რომლებიც ახლა უნდა შეეჩვიონ სანაკრებო ატმოსფეროს, მიიღონ გამოცდილება, რათა სამომავლოდ ეროვნულ გუნდს გამოადგნენ.

ისიც ცხადია, რომ ერთბაშად გუნდის გაახალგაზრდავება არ მოხდება, უნდა შენარჩუნდეს ბირთვი, რომელსაც ახალგაზრდები ნელ-ნელა შეეწყობიან".

როგორც დავით უსტიაშვილმა გვითხრა, ნაკრები მზადებას თბილისში დაიწყებს, ხოლო საზღვარგარეთული შეკრების წინ შემადგენლობა 15-16 კაცამდე შეიკვეცება...

რაც შეეხება ნატურალიზებულებს, მწვრთნელმა შეგვახსენა, რომ ჯეიკობ პულენი იტალიაში სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და მისი დახმარების იმედი ევრობასკეტზეც ექნებათ.

თუმცა დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა ერთი ტანმაღლისა და ერთიც უკანახაზელის გაქართველების საკითხი.

მოთამაშე სმ. დაბ. პოზიცია გუნდი, ქვეყანა

გიორგი ცინცაძე 192 1986 უკანახაზელი ბუდიველნიკი, უკრაინა

ოთარ ფხაკაძე 183 1993 უკანახაზელი ვერმონტი, NCAA, აშშ

მანუჩარ მარკოიშვილი 196 1986 უკანახაზელი გალათასარაი, თურქეთი

ბესო ლეჟავა 192 1986 უკანახაზელი არმია, საქართველო

დუდა სანაძე 196 1992 უკანახაზელი სან დიეგო, NCAA, აშშ

რევაზ როგავა 190 1993 უკანახაზელი შსს-აკადემია, საქართველო

მერაბ ბოქოლიშვილი 192 1992 უკანახაზელი შსს-აკადემია, საქართველო

ბექა ჩიკვილაძე 195 1991 უკანახაზელი დინამო, საქართველო

ჯეიკობ პულენი 183 1989 უკანახაზელი ბოლონია, იტალია

ანატოლი ბოისა 192 1983 უკანახაზელი არმია, საქართველო

თორნიკე შენგელია 207 1991 ფორვარდი ბრუკლინი, NBA, აშშ

ლევან ფაცაცია 198 1988 ფორვარდი ოლიმპი, საქართველო

ვიქტორ სანიკიძე 203 1986 ფორვარდი სიენა, იტალია

ნიკოლოზ ცქიტიშვილი 215 1983 ფორვარდი ჩემპვილი, ლიბანი

ბექა ბურჯანაძე 203 1994 ფორვარდი კახასოლი, ესპანეთი

ნიკა მეტრეველი 211 1991 ფორვარდი ომენა, იტალია

გიორგი შერმადინი 216 1989 ცენტრი ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი

რიჩარდ მათიაშვილი 207 1989 ცენტრი ქუთაისი, საქართველო

გიორგი შარაბიძე 210 1990 ცენტრი არმია, საქართველო

სერგო ათუაშვილი 224 1985 ცენტრი სოხუმი, საქართველო

ასევე იხილეთ:

საქართველოსთვის ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა გმირობის ტოლფასია

[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა

ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია