უეფას პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გამართა
ფუტსალის თასის ოთხთა ფინალზე დასასწრებად ჩამოსულმა უეფას პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გამართა.

შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, ფაქტია, რომ საუბარი ქართულ ფეხბურთსა და სამომავლო პროექტებზე იქნებოდა.

მიშელ პლატინის ვიზიტზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ გააკეთა.

რევაზ არველაძე: "უეფას პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ასე იყო ახლაც. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველომ მიშელ პლატინის კიდევ ერთხელ უმასპინძლა.

შედგა ძალზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც მე და ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა ვესწრებოდით.

დაისახა კონკრეტული გეგმები და ითქვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს.

რაც მთავარია, პლატინი დაესწრო უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გახსნას და უზომოდ კმაყოფილი წავიდა.

მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპორტის სასახლეში არსებულმა ატმოსფერომ, უამრავმა გულშემატკივარმა...

ძალიან გვიხარია, რომ უეფას პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა. ფუტსალის ეს ტურნირი ხომ ფაქტობრივად, გენერალური რეპეტიცია იყო 2015 წლის სუპერთასისთვის."

სფფ-ის პრესსამსახური

ssss
>რევაზ არველაძე: მიშელ პლატინი >საქართველოდან უზომოდ კმაყოფილი >წავიდა ყველა თანამდებობის პირი ხალხს "აბოლებს" როგორც შეუძლია. კმაYოფილი? შეიდზლება. თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში ფეხბუთთან არაფერი კავშირი არ ქონდა 100%.
vaxvax
ისე მეც ძალიან მაინტერესებს,რამ გაახარა,ჩვენც გვითხარით,ჩვენც გავიხარებთ,თუ სიხარულის ეს წილი მხოლოდ პლატინის ეკუთვნის?ამ ნაცრისფერ და მოღრუბლულ ცხოვრების პერიოდში ცოტაოდენი ქართველებსაც გვიწილადეთ.
Levan
რამ გაახარა ერთი მაინტერესებს - თანამედროვე დონის საფარმა თუ სტადიონების სიმრავლემ. სირცხვილია ხალხო ბათუმის დიმანოს ქობულეთში უწევს თამაშების ჩატარება და არანაირი ნორმალური პირობა არ გააჩნიათ, რა გახდა 1 საშუალო დონის სატადიონი.. მიხედეთ ქართულ კლუბებს !!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"