ბრენდან როჯერსი "შემოვლითი გზებით" ევროთასებზე თამაშზე უარს აცხადებს
მომდევნო სეზონისთვის ინგლისის ჩემპიონატმა უეფასგან შესაძლოა "ფეარ პლეის" წესების დაცვის გამო ევროთასებზე ერთი დამატებითი ადგილი მიიღოს.

ჯერჯერობით უეფას რეიტინგის პირველ სამეულში ნორვეგიელები, შვედები და ფინელები არიან (საგზურს მხოლოდ სამი ქვეყანა მიიღებს). სკანდინავიელებს კუდში მიჰყვება ინგლისიც. პრემიერლიგის დისციპლინურ რეიტინგში პირველ ადგილზე "არსენალია". რაკი ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ, ის მომდევნო გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, ეს კი "ლივერპულია".

მერსისაიდელებს პრემიერლიგის 35 ტურში მხოლოდ 51 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აქვთ. "ფეარ პლეის" კრიტერიუმების თანახმად, ამ შემთხვევაში ლუის სუარესის 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია გათვალისწინებული არ იქნება. ყველაფერი საბოლოოდ სეზონის მიწურულს გაირკვევა, თუმცა "ლივერპულმა" პროფესიულ ლიგას წინასწარ უთხრა უარი ამგვარ პატივზე.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპალიგის მე-2 ეტაპის ჩატარების თარიღია. ის 18 და 25 ივლისს არის დანიშნული. ბრენდან როჯერსსა და კომპანიას კი ამ პერიოდში აზიური ტურნე აქვთ დაგეგმილი - "წითლები" ინდონეზიასა და ავსტრალიას უნდა ესტუმრონ. "ლივერპული" ამ ქვეყნებს პირველად სტუმრობს და ადგილობრივი გულშემატკივარი მას მოუთმენლად ელის, რაც ტურნეს, კომერციული თვალსაზრისით, სერიოზულ წარმატებას უქადის.

უკვე ცნობილია, რომ 24 ივლისს "მელბურნ კრიკეტ პარკზე" ადგილობრივი "ვიქტორიასა" და "ლივერპულის" შეხვედრას 90 ათასი ადამიანი დაესწრება. 4 დღის შემდეგ კი კიდევ ერთი საკონტროლო თამაშია დანიშნული, ამჯერად ტაილანდში.

"არ მინდა, რომ ცუდად გამიგოთ. ჩემპიონატში სწორედ ევროთასებზე მოსახვედრად ვიბრძვით, მაგრამ შემოვლითი გზებით ამ მიზნის მიღწევა ნამდვილად არ გვაძლევს ხელს. ჩვენ ჩვენი პატივმოყვარეობის ჭია გვღრღნის და გვინდა, ეს უფლება მხოლოდ სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვოთ. თუკი 2013/14 წლების სეზონში მხოლოდ პრემიერლიგის თამაშები გვექნება გასამართი, ეს საშუალებას მოგვცემს, ყოველ მათგანზე მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთოთ და ევროპაში ამ გზით მოვხვდეთ," - განუცხადა "დეილი მეილს" ბრენდან როჯერსმა.

ასე რომ, პრემიერლიგას მომდევნო სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში არცთუ შთამბეჭდავი დესანტის გადასხმის საშუალება მიეცემა. იქ ითამაშებენ: მეხუთეადგილოსანი, რომლის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა, "სუონსი", როგორც ლიგის თასის გამარჯვებული და "უიგანი", როგორც ასოციაციის თასის ფინალისტი, რაკი მეორე მონაწილე "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაში თამაში გარანტირებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ლივერპულმა" ახალი ფორმა წარადგინა

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე