"ვოლებებმა" წელს საუკეთესო მატჩი გამართეს და ახალ ზელანდიას გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გამოჰგლიჯეს
ნოემბრის ტესტები ჰონკონგში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ბლედისლოუს თასის წლევანდელი გათამაშების მესამე შეხვედრა ყველაზე საინტერესო, სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. "ვოლებებმა" წლეულს საუკეთესო მატჩი გამართეს და მეტოქეს გამარჯვება მატჩის ბოლო წამებზე გამოჰგლიჯეს ხელიდან -

26:24.

მატჩი ავსტრალიის ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. "ოლ ბლექსი" ამან თითქოს დააბნია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არ ელოდნენ მეტოქისგან ასეთ კადნიერებას. "ვოლაბები" კი მწვრთნელ რობი დინსის დავალებას კეთილსინდისიერად ასრულებდნენ და მეტოქეს მთელ მოედანზე მოქმედების არეალს უზღუდავდნენ. ამან შედეგი გამოიღო და 23-ე წუთისთვის ავსტრალიის ნაკრები 12:0-ს იგებდა.

ანგარიში მერვე წუთზე "ვოლაბების" შესანიშნავმა მგეზავმა ქუადე კუპერმა გახსნა. მრავალფაზიანი შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა. მერე ბურთი გრძელ ფრთაზე, მარცხნივ გაათამაშეს და კუპერმა მოწინააღმდეგეთა შორის გასხლტომა მოახერხა. გარდასხვა ფულბეკმა ქართლი ბეილიმ დაარტყა და ვერ გაიტანა. მანვე მანამდე საჯარიმოთი ორჯერ სცადა "ოლ ბლექსის" კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.

23-ე წუთზე კი ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა გარემარბმა ადამ ეშლი-კუპერმა. ავსტრალიელებმა დერეფანი ცენტრალურ ხაზთან მოიგეს და შუისკენ დაიძრნენ. ეშლი-კუპერმა დროულად შენიშნა ახალზელანდიელთა დაცვის ხაზში წარმოქმნილი დაუცველი სივრცვე და ყველასთვის მოულოდნელად მეტოქის ლელოსკენ დაიძრა. 50 მეტრი ლელომდე ისე ირბინა, გზად სამ მეტოქეს აურა გვერდი და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. გარდასხვა ამჯერად მეთ გიტომ დაარტყა და გაიტანა - 12:0.

ახალი ზელანდიის ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგღა მოეგო გონს. პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში მოედანზე ნამდვილი "ოლ ბლექსი" გამოჩნდა. დროის ამ მონაკვეთში ახალზელანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს, თავი ჯიმი ქოუანმა და ქორი ჯეინმა გამოიჩინეს. დენ კარტერმა ორივე გარდასხა, რასაც პირველი ნახევრის ბოლო წუთზე საჯარიმოც მიაყოლა.17:12 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

"ოლ ბლექსმა" მეტოქეზე ზეწოლა შესვენების შემდეგაც განაგრძო. 53-ე წუთზე ახალზელანდიელთა მორიგი სწრაფი კომბინაცია შუამარბმა მაა ნონუმ დაასრულა, ახალნაოპერაციებმა კარტერმა ეს ლელოც გარდასახა - 24:12.

ამ დროის მანძილზე დაბნეულობა, უკვე ავსტრალიელებს ეტყობოდათ, თითქოს არ იცოდნენ, მეტოქისთვის რა დაეპირისპირებინათ და თითქმის განწირულებად გამოიყურებოდნენ. მაგრამ, უეცრად "ვოლაბები" ისევ გამოცოცხლდნენ. მათ მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა გარემარბ დრიუ მიტჩელის ლელომ, რომელიც ავსტრალიელებმა ერთი შეხედვით ძალიან იოლად გაიტანეს.

მე-60 წუთზე არბიტრმა შერკინება მოედნის ცენტრში ავსტრალიელთა სასარგებლოდ დანიშნა. ცხრა ნომერმა ვილი გენიამ ბურთი მარცხენა ფრთაზე მგეზავ კუპერს გაუტანა, ამან რამდენიმე მეტრი გაირბინა და კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ მიტჩელი მოძებნა, რომელმაც ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. გარდასხვა გაიტანა შუამარბმა ჯეიმზ ოკონორმა (17:24), რომელიც მერე მატჩის გმირადაც იქცა.

თამაშის დასრულებამდე ოცი წუთი რჩებოდა. ამ ხნის განმავლობაში მონაგრის გაზრდას ვერც ერთი ახერხებდა. მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, როცა ავსტრალიელებმა ბოლო იერიში წამოიწყეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბოჭვისას მესამეხაზელ როკი ელსომს ბურთი წინ გადაუვარდა. შეცვლაზე შესულმა ახალზელანდიელმა მგეზავმა სტივენ დონალდმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ფეხით აუტისკენ დაარტყა, მაგრამ გვერდით ხაზს ვერ გადააცილა.

ბურთი ისევ ავსტრალიელთა ნადავლი გახდა. კუპერმა "ოლ ბლექსის" ხაზი გაჭრა და ოციოდ მეტრი ირბინა. "ვოლაბებმა" მოკლე დარტყმებით წაიწიეს. იერიშის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს და ბოლოს მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს. აქ ოკონორის შეჩერება ვერავინ შეძლო. მან ანგარიში გაათანაბრა და მატჩის ბედი მის ფეხჩუბინობაზე იყო დამოკიდებული. ოკონორს რკინის ნერვები აღმოაჩნდა, გარდასახვა ზუსტად დაარტყა, არბიტრმა მატჩის დასრულების ნიშანი მისცა, რამაც ჰონკონგის სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს ავსტრალიელთა შესანიშნავი გამარჯვება აუწყა - 26:24.

ავსტრალიამ ამ გამარჯვებით ახალ ზელანდიასთან ათმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

რაგბი. ბლედისლოუს თასი

ავსტრალია-ახალი ზელანდია 26:24

ავსტრალია (15-9) ბეილი, ეშლი-კუპერი, ოკონორი, გიტო (ბარნსი 63), მიტჩელი, კუპერი, გენია (ბარჯესი 73). (1-8) რობინსონი (სლიპერი 51), მური (ფაინგაა 62), ალექსანდერი, ჩისჰოლმი (მამი 72), შარპი, ელსომი, პოკოქი, მაკკალმენი.

4ლ: კუპერი, ეშლი-კუპერი, მიტჩელი, ოკონორი. 3გ: გიტო, ოკონორი (2)

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი (ტოეავა 51), სმითი, ნონუ, როკოთოკო, კარტერი (დონალდი 60), ქოუანი (მეთიუსონი 72). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ, ო.ფრენქსი (აფოა 60), თორნი, დონელი (ვაითლოქი 66), კაინო, მაკქოუ, რიდი.

3ლ: ნონუ, ქოუანი, ჯეინი. 3გ,ს: კარტერი.

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)

კიდევ ერთი ტესტმატჩი გაიმართა ტოკიოში, სადაც იაპონიის ნაკრებმა სამოას ეროვნულ გუნდთან უმძიმეს ბრძოლაში 10:13 წააგო. რუსებმა კი მოსკოვში, "სლავას" სტადიონზე არგენტინის A ნაკრებთან მეორე შეხვედრა გამართეს. გამარჯვება ამჯერადაც სტუმრებს დარჩათ - 32:8.

6 ნოემბერი

იაპონია-რუსეთი, ბელგია-კანადა, ინგლისი-ახალი ზელანდია, უელსი-ავსტრალია, ირლანდია-სამხრეთ აფრიკა.

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ