საკმაოდ საინტერესო და ხელსაყრელი გრაფიკი ექნება საქართველოს ნაკრებს, თუ ის ევროპის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს
ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიოს თასის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს: მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს ინგლისის 10 ქალაქი, პლუს უელსის დედაქალაქი კარდიფი უმასპინძლებს.

მატჩები 13 სტადიონზე გაიმართება. შეჯიბრება ინგლისური რაგბის მექაში, "თვიქნემზე" 18 სექტემბერს გაიხსნება.

პირველ მატჩში მასპინძლები ოკეანეთის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულს, სავარაუდოდ, ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აქვე გაიმართება ორი მეოთხედფინალური და ამდენივე ნახევარფინალური მატჩი. ორ მეოთხედფინალს უმასპინძლებს კარდიფის "მილენიუმიც".

მატჩი მესამე ადგილისთვის ლონდონის "ოლიმპიკ სთედიუმზე" შედგება. ფინალის ადგილი კი 31 ოქტომბერს "თვიქნემია".

საკმაოდ საინტერესო და ხელსაყრელი გრაფიკი ექნება საქართველოს ნაკრებს, თუ ის ევროპის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

"ბორჯღალოსნები" პირველი წრის შემდეგ ლიდერები არიან და ძნელი წარმოსადგენია, პირველობა ვერ შეინარჩუნონ. ჩვენი ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და საქართველოს რაგბის კავშირი სხვა შედეგს არც განიხილავს.

მაშასადამე, თუ საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, ის C ჯგუფში მოხვდება. ამ შემთხვევაში პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" 19 სექტემბერს ტონგას ნაკრებთან გლოსტერში, "კონგსჰოლმზე" გამართავენ, რომელიც 16 115 მაყურებელს იტევს.

მომდევნო შეხვედრა ჩვენს გუნდს ექვს დღეში, 25 სექტემბერს არგენტინის ნაკრებთან ისევ გლოსტერში ექნება. ერთი კვირის თავზე კი "ბორჯღალოსნები" ისტორიულ შეხვედრას გამართავენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, მსოფლიოს თასის მფლობელ ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

"ოლ ბლექსთან" ჩვენი ბიჭების დაპირისპირების ადგილი კარდიფის "მილენიუმი" იქნება, რომელიც 74 154 მაყურებელს იტევს.

ჯგუფში ბოლო მეტოქე 7 ოქტომბერს აფრიკის შესარჩევი ზონის გამარჯვებული იქნება. ჯერჯერობით ჩვენი სავარაუდო მეტოქის დასახელება შეუძლებელია. ის შეიძლება იყოს ნამიბია, ზიმბაბვე ან სულაც მადაგასკარი.

ყოველ შემთხვევაში, მატჩი ექსეტერში "სენდი პარკზე" გაიმართება, რომელიც 12 300 მაყურებელს იტევს.

ორგანიზატორების მიზანი იყო, სარაგბო ზეიმს ინგლისის მთელი ტერიტორია მოეცვა. მეტიც, მათ ტურნირში უელსიც ჩართეს, რაც ამ ქვეყნის რაგბის კავშირს ფინანსურად ახეირებს.

"მსოფლიოს უკვე შეუძლია, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადება დაიწყოს. ჩვენ უკვე გავაცხადეთ მასპინძელი სტადიონები და მატჩების განრიგი.

რაგბის ძალიან ბევრის შეთავაზება შეუძლია კაცობრიობისთვის. ამიტომ დარჩენილ ორწელიწად-ნახევარში ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შეჯიბრება ნამდვილ ინტერნაციონალურ ზეიმად ვაქციოთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქალაქებს, რომლებიც ამ შერჩევის პროცესის აქტიური მონაწილეები იყვნენ.

ფანტასტიკური იყო მხარდაჭერა და ინტერესი ქოვენთრის, ბრისტოლის, დერბის, საუთჰემპტონისა და სანდერლენდის. მართალია, ეს ქალაქები მსოფლიოს თასის მატჩების მასპინძლებად არ აგვირჩევია, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ დიდმა ზეიმმა მათ მიღმა არ ჩაიაროს." - თქვა ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა დიბი ევანსმა.

ინგლისელების გარჯით კმაყოფილება რაგბის საერთაშორისო საბჭოს ფრანგმა თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემაც ვერ დამალა:

"ასე ნაადრევად მასპინძელი სტადიონებისა და განრიგის დადგენა იმედს მაძლევს, რომ მსოფლიოს თასის ეს გათამაშება მართლაც საუკეთესო იქნება აქამდე გამართულთა შორის. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ყველანაირად ვეცადეთ, მატჩების ისეთი გრაფიკი შეგვედგინა, რომ გუნდები თანაბარ პირობებში ყოფილიყვნენ.

ყველა მათგანს უნდა მიეცეს ერთნაირი შანსი, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს. ეს ტურნირს, ცხადია, მეტ ელფერს შესძენს.

2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება - ეს არის შესაძლო ურთიერთობა მილიონობით ადამიანს შორის; ეს არის შანსი, შევაყვაროთ რაგბი სულ უფრო მეტ ადამიანს, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო განვავითაროთ ოვალური ბურთით თამაში არა მარტო ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში".

მასპინძელი სტადიონები

1. "ბრაიტონ კომუნიტი სთედიუმ", ბრაიტონი 30 750

2. "ეტიჰად სთედიუმი" 47 800

3. "ელან როუდი", ლიდსი 37 914

4. "კინგსჰოლმი", გლოსტერი 16 115

5. "კინგ პოუერ სთედიუმი", ლესტერი 32 312

6. "მილენიუმი", კარდიფი 74 154

7. "ოლიმპიკ სთედიუმი", ლონდონი 54 000

8. "სენდი პარკი", ექსეტერი 12 300

9. "სთედიუმ ემ კა", მილტონ კაინსი 30 717

10. "სენტ ჯეიმზ პარკი", ნიუკასლი 52 409

11. "თვიქნემი", ლონდონი 81 605

12. "ვილა პარკი", ბირმინგემი 42 785

13. "უემბლი", ლონდონი 90 256

"კინგსჰოლმი", გლოსტერი - 16 115

გლოსტერს უმდიდრესი სარაგბო ისტორია აქვს. ამ ქალაქის სტადიონზე, რომელსაც მაშინაც "კინგსჰოლმი" ერქვა, 1900 წელს უელსის ნაკრებმა პირველად დაამარცხა ინგლისის ეროვნული გუნდი - 13:3. თუმცა მორიგი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობის პატივი ამ სტადიონს 91 წლის შემდეგ ერგო, როცა 1991 წლის მსოფლიოს თასის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა აშშ-ის ეროვნულ გუნდს 46:6 მოუგო.

"კინგსჰოლმი" ინგლისში ყველაზე ხმაურიან სტადიონად მიიჩნევა, რადგან ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე "გლოსტერის" ფანები თავგამოდებული ქომაგები არიან. სტადიონი 1891 წელს აშენდა.

"მილენიუმი", კარდიფი - 74 154

უელსის ეროვნული სტადიონი "მილენიუმი" შესაძლოა, "კინგსჰოლმივით" უძველესი წარსულით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ უკვე შეძლო რაგბის ისტორიაში შესვლა. უელსის ნაკრებმა სწორედ "მილენიუმზე" გაინაღდა 2005 და 2012 წლებში ექვსი ერის გათამაშების "დიდი სლემი".

"მილენიუმი" კარდიფის რკინიგზის სადგურიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს და მეორეა მსოფლიოში უდიდეს სტადიონებს შორის, რომელსაც სახურავი მთლიანად ეხსნება. ეს სტადიონი "არმს პარკის" ნაცვლად ააგეს. მასზე, საჭიროების შემთხვევაში, უელსის ფეხბურთელთა ნაკრებიც თამაშობს.

"სენდი პარკი", ექსეტერი - 12 300

ექსეტერი, სადაც პატარა სტადიონი "სენდი პარკი" მდებარეობს, უძველესი, რომაელების მიერ დაარსებული ქალაქია. ის ტერიტორიულად კარდიფთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლონდონთან. არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პირველი მატჩი ადგილობრივმა გუნდმა, "ექსეტერ ჩიფსმა" 1873 წელს გამართა.

"სენდი პარკი" 2006 წელს "ქაუნთი გრაუნდის" ნაცვლად ააშენეს. ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალ დივიზიონში, "ავივა პრემიერშიპში", "ექსეტერი" სამი წელიწადია თამაშობს, რის გამოც ეს ქალაქი სარაგბო სტატუსს ნელ-ნელა იბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"