ახალი ქართველი ჩემპიონები: ბეგლარიშვილი, ჯანელიძე...
აზერბაიჯანის ქართული ლეგიონის მიმოხილვას "სიმურგი"-"ინტერის" მატჩით დავიწყებთ. მამა-შვილის დუელი არ შედგა - ბაჩანა ცხადაძე ზაქათალაში იჯარით თამაშობდა, ისე კი "ინტერის" წევრია, გუნდის, რომელსაც მამამისი, კახა ცხადაძე წვრთნის. სამწუხაროდ, ამ შეხვედრას სკანდალური გაგრძელება მოჰყვა, "სიმურგის" ოფიციალური საიტის ცნობით, "ინტერთან" თამაშზე უარის თქმისთვის გუნდიდან სამი ფეხბურთელი გაუშვეს, მათ შორის ბაჩანა ცხადაძე, რომელიც აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში 5 გოლით მეოთხე ადგილზეა.

უქართველოდ დარჩენილმა აუტსაიდერმა აზერბაიჯანის ყველაზე ქართულ გუნდთან 0:1 წააგო. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბაქოელთა კარში გიორგი ლომაია ვიხილეთ. სამაგიეროდ, სათადარიგოთა სკამზე დავით ოდიკაძე მოხვდა. ილია კანდელაკმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ვალერი აბრამიძე 33-ე წუთზე შეცვალეს. ცხადაძეს 3 ქულა მაკედონიელმა ფილიპ დესპოტოვსკიმ მოუპოვა, რომელმაც ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და კლუბს 3 კვირა დააკლდება. "ინტერი" 22 ქულით მე-3 ადგილზეა, "სიმურგი" კი 6 ქულით ბოლოსწინაა.

ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნეფთჩიმ" ათასი მაყურებლის წინ 2:0 მოუგო "ბაქის". კარგა ხანია "ნეფთჩის" რიგებში ლადო ბურდული არ ჩანს, მისი გუნდი კი 26 ქულით ლიდერია.

განჯაში "შაჰარის" სტადიონზე 7 ათას გულშემატკივარს გაუცრუეს იმედი მასპინძლებმა და "გაბალას" ფეხბურთელებმა - გოლები ვერ გაიტანეს - 0:0. "განჯას" ქართული ტრიოდან სასტარტოში ზურაბ ძამსაშვილმა ითამაშა, გიორგი სეთურიძე 73-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლევან მდივნიშვილი სათადარიგო იყო. სტუმართა ქართველმა კაპიტანმა გოგა ბერაიამ პირველი ტაიმი ითამაშა. "გაბალას" და "განჯას" 15-15 ქულა აქვთ. (მე-6 და მე-7 ადგილები).

რევაზ ძოძუაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა, რომელიც ამავდროულად "თურანის" პირველი გამარჯვება იყო სეზონში. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მოიკ-ი 2:0 დაამარცხა. უცნაური ქვეყანაა აზერბაიჯანი საფეხბურთო თვალსაზრისით - ამ მატჩში... გუნდიდან გაშვებულმა გიორგი მოდებაძემ ითამაშა (მე-60 წუთზე შეცვალეს). გვეგონა, მოდებაძე გუნდში დააბრუნეს, მაგრამ არა - ის მაინც ტოვებს "თურანს". სასტარტოში იყვნენ "თურანის" სხვა ქართველებიც: შალვა ფირცხალავა 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჭედიამ 90 წუთი ითამაშა. წაგებულთა კარს ამირან გვენცაძე იცავდა. ქართველი გოლკიპერის გუნდი 4 ქულით ბოლო ადგილზეა. "თურანი" 7 ქულით მე-10 ადგილზე გადავიდა.

გიორგი ადამიას "ყარაბახმა" ვერაფერი მოუხერხა "ხაზარს" - 0:1. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, "ხაზარის" რიგებში კვლავ არ ჩანს დაშავებული დავით იმედაშვილი. "ხაზარი" 24 ქულით მეორეა, ხოლო "ყარაბახი" 18 ქულით მხოლოდ მე-5 ადგილზეა.

ნუგზარ კვირტია 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მისმა აზალ-მა 2:0 მოუგო "მუღანს", რომლის რიგებშიც 73-ე წუთამდე ითამაშა დავით სვანიძემ. აზალ-ს 21ქულა აქვს (მე-4 ადგილი), "მუღანს" - 10 (მე-9).

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში 30 წლის ლევან კორღალიძის ჰეთ-თრიკი ვიხილეთ. "გაგაუზიასთან" მატჩის 42-ე წუთზე "დაჩიას" ნახევარმცველმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმში მან კიდევ ორჯერ, 72-ე და ბოლო წუთებზე გამოიჩინა თავი. კორღალიძემ და დავით გამეზარდაშვილმა გამარჯვებული (4:1) "დაჩიას" რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს. "დაჩია" 30 ქულით მეორე ადგილზეა.

"კარიერაში პირველად გავიტანე თამაშში სამი გოლი. მოხარული ვარ და მადლიერი ვარ ბიჭების, რომლებიც დამეხმარნენ. თამაში საკმაოდ ცუდად დაიწყო ჩვენთვის, პირველად ჩვენ გავუშვით, მაგრამ მალევე გავათანაბრეთ და თამაშის ბედი შემოვატრიალეთ", - განუცხადა მოლდოვურ მედიას მატჩის ქართველმა გმირმა.

ტირასპოლის დერბიში "შერიფმა" 3:0 გაანადგურა "ტირასპოლი". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ვაჟა თარხნიშვილმა ითამაშა, დამარცხებულთა შორის კი - გიგა მამულაშვილმა. "შერიფი" 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლატვიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ტური დარჩა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ "სკონტო" ჩემპიონია. ასე რომ, პრესტიჟულ ტიტულს "სკონტოს" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით ჯანელიძეც შეწვდა. ჯანელიძემ სეზონი აუტსაიდერი "ოლიმპსის" რიგებში დაიწყო (11 თამაში 3 გოლი), შემდეგ კი "სკონტოში" გადავიდა (5 თამაში). ბოლოსწინა ტურში "სკონტო" უშუალო კონკურენტ "ვენტსპილსს" დაუზავდა - 2:2 და ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. "სკონტო" მე-15-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მაგრამ 2004 წლის შემდეგ - პირველად. ამ მატჩში ჯანელიძე სათადარიგო იყო.

"ოლიმპსი" თამაზ პერტიას "დაუგავასთან" 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ღონღაძეების დუელი ვიხილეთ - ლაშამ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, ხოლო მამუკამ 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მამუკა ღონღაძის მე-7 გოლია ჩემპიონატში (14 თამაში). მისი მოგვარისგან განსხვავებით ლაშა ღონღაძე მცველია, თუმცა 6 გოლი მანაც გაიტანა წლევანდელ ვირსლიგაში. მასპინძელთა შემადგენლობაში კოტე ზარნაძემაც ითამაშა, სტუმრებში კი - გიორგი ჩიხრაძემ (90 წუთი) და დავით ფაილოძემ (60 წთ), გიორგი წაქაძე კი სათადარიგო იყო. პერტიას გუნდი 53 ქულით მე-4 ადგილზეა და სეზონსაც ამ პოზიციაზე დაასრულებს, ხოლო "ოლიმპსი" 21 ქულით მე-8 ადგილზეა და დაქვეითება ჯერაც ემუქრება.

ესტონეთშიც გვყავს ქართველი ჩემპიონი - "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი. ბოლოსწინა ტურში "ფლორამ" 3:0 მოუგო "კალიუს". ზაქარია ამ შეხვედრაში 76-ე წუთზე გამოჩნდა.

ყაზახური პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუ" (ჩვენებურის გარეშე) "აკტობესთან" 0:2 დამარცხდა. "ატირაუ" 44 ქულით მე-5 ადგილზეა.

გუშინ მოგახსენეთ, რომ ისრაელის ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა ლადო დვალიშვილმა, მან "მაქაბის" მოაგებინა და 18 ქულით პირველ ადგილზე გადაიყვანა. უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი მატჩი იყო ჩვენთვის საინტერესო ზურაბ მენთეშაშვილის "ჰაპოელმა" აშკელონში გაგა ჩხეტიანის "ნეთანიას" უმასპინძლა და 0:4 წააგო. მენთეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო (8 თამაში, 5 გაფრთხილება), ხოლო გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო ჩხეტიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა