ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 33 წლის ნახევარმცველმა საერთაშორისო სანაკრებო კარიერის დასრულების ვადა დაასახელა
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ საერთაშორისო სანაკრებო კარიერის დასრულების ვადა დაასახელა.

ფეხბურთელის თქმით, ის "სკუადრა აძურას", სავარაუდოდ, ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაემშვიდობება.

33 წლის ჰავბეკი იტალიის ნაკრების ლიდერი ჯერ კიდევ 2006 წლის მუნდიალზე იყო, რომელიც იტალიელთა ტრიუმფით დასრულდა. პირლო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც გამორჩეული იყო თავის გუნდშიც და მთლიანად ტურნირშიც, სადაც ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილები მეორე ადგილს დასჯერდნენ.

"ვფიქრობ, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრების მაისურით ჩატარებული ჩემი ბოლო ტურნირი იქნება.

შემდეგ უკვე ნამდვილად დრო იქნება, გზა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავუთმო", - თქვა პირლომ, რომელსაც ეროვნულ გუნდში 97 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გაუტანია.

"ნაკრებმა ძალიან ბევრი მომცა. მქონდა ბედნიერება, გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. როდესაც ამას მიაღწევ, ამჩნევ, როგორაა შენით აღფრთოვანებული ყველა, მათ შორის, სხვა გუნდების გულშემატკივრებიც", - აქვეყნებს პირლოს ნათქვამს goal.com.

ამ დროისთვის იტალიელები დამაჯერებლად ლიდერობენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფს.

ასევე იხილეთ:

როგორ თქვა უარი ანდრეა პირლომ "ბარსელონაზე", "რეალსა" და "ჩელსიზე"

ანდრეა პირლო: ჩემ შესახებ ბევრი იცით, მაგრამ ერთი ფაქტი უცნობია - მეღვინეც ვარ [VIDEO]

ბერლუსკონის აღიარება: პირლო არ უნდა გამეშვა

ანდრეა პირლო იტალიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა