კონფლიქტები სისულელეა, როცა არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. მიშელ პლატინიც სიტუაციის გამარტივებას ცდილობს და არა გართულებას
ფუტზალის ოთხთა ფინალი იმის მიზეზი გამოდგა, რომ თბილისში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვიდა.

პლატინი იმაზე მეტია, ვიდრე უეფას პრეზიდენტი, რადგან მას დიდი ფეხბურთელის ბიოგრაფიაც უმაგრებს ზურგს. ფრანგს ბევრი რეგალია აქვს.

უეფას პრეზიდენტი პლატინიც ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა, ის არ ჰგავს ზეპ ბლატერს, უფრო მოქნილია, უფრო შორსმჭვრეტელია და თავს უბრალოებითაც მოგაწონებთ.

პლატინი სიტყვის კაცი გამოდგა, უეფას პრეზიდენტობის კანდიდატი რომ გახდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ასოციაციებთან წარმატებით იმუშავა და გამარჯვების შემდეგ სულ იმას ცდილობს, რომ პერიფერიულ საფეხბურთო ქვეყნებს ანგარიში გაუწიოს.

პლატინი უკვე იმდენჯერ იყო ნამყოფი თბილისში, რომ მისი ახლანდელი ვიზიტი ცოტათი გაცრეცილადაც კი გამოიყურებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე.

პლატინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და ამ შეხვედრით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. უეფა, ეროვნული ასოციაცია და სახელმწიფო - ეს ის აუცილებელი რგოლია, რითაც ფეხბურთმა წინ უნდა წაიწიოს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.

პლატინიზე იმასაც ამბობენ, გვერდში მდგომი კაციაო. ლეგენდა ასეთია: უმცროსი ნოდარ ახალკაცი რომ დაიბარეს კაბინეტში და უთხრეს, ფეხბურთის ფედერაციის პორეზიდენტი აღარ უნდა იყოო, ეს ამბავი პლატინიმაც გაიგო და ახალკაცი-ჯუნიორის მხარდაჭერის მზაობაც გამოთქვა, მაგრამ მაშინ ის დრო იყო, უნდა დაგეჯერებინა, რომ მაწონი შავია, ანუ რისკზე წასვლას აზრი არ ჰქონდა.

დღეს კი რისკზე წასვლა აუცილებელი აღარ არის, სარბიელი სხვანაირია და გამარჯვებისთვისაც სხვა მეთოდებია საჭირო. ფაქტია, რომ ამ მხრივ წინ მივდივართ.

პლატინი ჭკვიანი კაცია, შეეძლო უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, მაგრამ ასე არ მოიქცა, თანაც ამ შეხვედრას სპორტის მინისტრიც ესწრებოდა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. სიმბოლურად ყველაფერი კარგად გამოვიდა.

უეფა ადეკვატურად აფასებს სიტუაციას, მისი სუბიექტი და მთავარი მოკავშირე ისევ ეროვნული ასოციაციაა, მაგრამ უკვე სახელმწიფოსთანაც ცდილობს ამხანაგობასა და თანამშრომლობას. ეროვნული ასოციაციის საქმეებში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ოღონდაც ეს ხელს არ უშლის უეფას და სახლემწიფოს ურთიერთობას, ქვეყნის ჩართულობას საფეხბურთო საკითხებში.

პლატინიმ კარგად აუღო ალღო იმ სიტუაციას, რაც ევროპის განვითარებად ქვეყნებშია, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრაც მხოლოდ ეტიკეტი არ ყოფილა.

ის წითელი ხაზები, რომლებიც გავლებული იყო უეფას, სახელმწიფოსა და ეროვნულ ფედერაციებს შორის, უკვე ნელ-ნელა იშლება, ამან ტენდენციის სახე მიიღო.

კონფლიქტები სისულელეა, როცა არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. პლატინიც სიტუაციის გამარტივებას ცდილობს და არა გართულებას.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გიორგი ჩიხრაძე ტრიბუნაზე ავიდოდა და უგუნურ ქომაგს ხურდას დაუბრუნებდა.

ფეხბურთში მხოლოდ ბურთი არ ყოფილა მრგვალი, ადამიანების საქციელის წინასწარმეტყველებაც გვარიანად რთული საქმე გამოდგა.

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი გვპირდება, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო და ვნახოთ, თუ მართლა ასე მოხდა, ჩიხრაძის დარი სპეციალისტი რომელიმე ქართულ მოწინავე გუნდს აუცილებლად გამოადგება.

კახა ცხადაძე აზერბაიჯანში წარმატებული მწვრთნელია, თუმცა არც ჩვენზე მდიდარი აზერბაიჯანია ის ქვეყანა, საიდანაც ჩვენებური მწვრთნელისთვის სამშობლოში დაბრუნება მიმზიდველი არ უნდა იყოს.

ცხადია, ცხადაძემაც და ჩიხრაძემაც აზერბაიჯანში ახალი გამოცდილება მიიღეს და შესაბამისად უფრო ფასეული მწვრთნელებიც გახდნენ. ახლა ის ვიკითხოთ, ქართულ გუნდს ასეთები უფრო გამოადგება, თუ ის უცხოელი, რომელიც ჯერ კარგად უნდა გაერკვეს აქაურობაში, მერე დასკვნები გააკეთოს და შემდეგ ამის მიხედვით იმოქმედოს.

ლევან ყიფიანმა გვითხრა, სახელმწიფოს მხრიდან საკლუბო ფეხბურთის დახმარების კონცეფცია უახლოეს ხანში ჩამოყალიბდებაო.

ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხი სწორედ ეს არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ არველაძე: მიშელ პლატინი საქართველოდან უზომოდ კმაყოფილი წავიდა

ლევან ყიფიანი: სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს

მიშელ პლატინი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა [VIDEO]

გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ ინციდენტზე: რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა...

გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა