ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 2012-13 წლების სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდებოდა
ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 2012-13 წლების სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდებოდა. საინტერესო სხვა რამ იყო - მისცემდა თუ არა გამოკითხვაში მონაწილე 121-ივე ჟურნალისტი "მაიამის" ლიდერს პირველ ადგილს.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლებრონს აბსოლუტური დომინირებისთვის ერთი პირველი ადგილი დააკლდა - 120-მა გამოკითხულმა ჯეიმსს უმაღლესი ქულა მიანიჭა და მხოლოდ ერთმა მიანიჭა უპირატესობა ნიუიორკელ კარმელო ენტონის. "როგორც ჩანს, ის ჟურნალისტი ნიუ იორკიდან იყო", - იხუმრა დაჯილდოების ცერემონიაზე "მეფემ".

ლებრონი მეოთხედ გახდა სეზონის MVP. გასულ რეგულარულში მან საშუალოდ 26.8 ქულა, 8.0 მოხსნა და 7.3 შედეგიანი პასი დააგროვა, თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროლა და თავის გუნდს 82-დან 66 მატჩი მოაგებინა. ლებრონზე მეტჯერ MVP-ის პრიზი მიღებული აქვთ: ქარიმ აბდულ-ჯაბარს (6), მაიკლ ჯორდანს (5) და ბილ რასელს (5). ოთხჯერ იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშე უილტ ჩემბერლენი.

ჯეიმსი ერთადერთი მოთამაშეა NBA-ში, რომელიც თავისი გუნდის ლიდერი იყო ქულების, მოხსნებისა და გადაცემების საშუალო რაოდენობის მიხედვით. ის ზედიზედ ექვს მატჩში აგროვებდა მინიმუმ 30 ქულას და ამ დროს თამაშიდან 60 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

გარდა ამისა, ლებრონი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 20 000-ქულიანი ზღვარი გადალახა. და კიდევ, ექვსთვიანი რეგულარულის განმავლობაში ხუთჯერ დასახელდა აღმოსავლეთში თვის საუკეთესო მოთამაშედ.

გამოკითხვის შედეგები

I II III IV V ქ

ლებრონ ჯეიმსი (მაი) 120 1 - - - 1 207

კევინ დურანტი (ოკლ) - 93 21 2 3 765

კარმელო ენტონი (ნ-იორ) 1 16 51 27 17 475

კრის პოლი (კლი) - 2 27 39 23 289

კობი ბრაიანტი (ლეი) - 4 12 23 27 184

ტონი პარკერი (ს-ანტ) - 2 7 8 13 86

ტიმ დანკანი (ს-ანტ) - 2 1 12 10 65

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) - - - 7 12 33

რასელ უესტბრუკი (ოკლ) - - - 1 6 9

დუეინ უეიდი (მაი) - - 1 - - 5

სტივენ კარე (გ-სტე) - - - - 3 3

კევინ გარნეტი (ბოს) - - - - 1 1

დევიდ ლი (გ-სტე) - - - - 1 1

ტაი ლოუსონი (დენ) - - - - 1 1

მარკ გასოლი (მემ) - - - - 1 1

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) - - - - 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგის საუკეთესო ახალბედა დამიენ ლილარდია

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა