გერერო პრობლემა არ არის
გასულ უქმეებზე რამდენიმე საკრივო ორთაბრძოლა იპყრობდა ყურადღებას, თუმცა მათგან ერთი განსაკუთრებით გამორჩეული იყო - ლას ვეგასის MGM Grand-ში კარიერაში 44-ე შეხვედრას ატარებდა პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი. ის ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ტიტულს იცავდა რობერტ გერეროს (31-2-1, 18KO) წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეივეზერმა დაამტკიცა, რომ ჯერ ისევ ინარჩუნებს მაღალ დონეს, გერერომ კი იმედი გაუცრუა მაყურებელს, რადგან ეპიზოდურად მიმართავდა იმ ტაქტიკას, რომლის შესახებ ლაპარაკით ყურები გამოუჭედა ყველას ბრძოლის წინ - პრესინგი, მეტოქის ბაგირებთან მიმწყვდევა და ფლოიდის ნოკდაუნში გაშვება. ამის ნაცვლად გერერომ შორი დისტანცია დაიჭირა, საიდანაც სისწრაფეში უპირატესობის მქონე მეივეზერის "გალახვა" შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ამისა, პირველ ორ რაუნდში უფრო დამაჯერებლად პრეტენდენტი გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არა მისი დამსახურება, არამედ მეივეზერის ბრალი იყო, რომელიც, ტრადიციულად, ჯერ ზვერავდა მეტოქეს და შეტევაზე თითქმის არ ფიქრობდა. ამ დროის განმავლობაში, გერერომ რამდენჯერმე მოახვედრა მოწინააღმდეგეს კორპუსში და ამის წყალობით, პირველი ორი რაუნდი თავის სასარგებლოდ ჩაიწერა.

რობერტს პრობლემები მესამე რაუნდიდან შეექმნა, როცა ფლოიდმა საქმეში ჩართო საფირმო მარჯვენა პირდაპირი დარტყმა. თითო რაუნდში გერერო მინიმუმ ორ ასეთ დარტყმას უშვებდა და საფინალო გონგამდე ამ სიტუაციას ვერაფერი მოუხერხა.

ყოველი მომდევნო რაუნდის შემდეგ ფლოიდი თავს სულ უფრო დამაჯერებლად გრძნობდა და ყველა კომპონენტში ჯაბნიდა ფიზიკურად უფრო ძლიერ გერეროს. მეშვიდე რაუნდი იმით დაგვამახსოვრდა, როცა მეტოქეებმა ახლო ბრძოლა გააჩაღეს და როგორც კი დაშორდნენ ერთმანეთს, სწრაფ კონტრშეტევებშიც უკეთესი მეივეზერი იყო.

ჩემპიონმა მერვე რაუნდში გააგრძელა იერიშები, რომელმაც უკვე მუდმივი ხასიათი მიიღო. მიზანში ხვდებოდა არა მხოლოდ პირდაპირი მარჯვენა დარტყმები, არამედ აპერკოტები და გვერდითი დარტყმები. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ გამოიწვია გერეროს ნოკდაუნი, თუმცა მეივეზერმა მოვლენათა ფორსირება არ დაიწყო და სიამოვნება 12 რაუნდი გაიხანგრძლივა. საბოლოოდ, ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მოგებას (სამივემ 117:111 დააფიქსირა) დასჯერდა.

ბრძოლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ფლოიდის ხელის ტრავმის შესახებ, რამაც, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაწიოს მისი რინგზე მორიგი გამოჩენა. თუმცა ამერიკელმა მიგვაჩვია ხანგრძლივ შესვენებებსა და შემდეგ რინგზე ტრიუმფალურ დაბრუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად