ვლადიმერ კლიჩკომ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა
მნიშვნელობით მეორე შეხვედრა გერმანიაში გაიმართა - სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას ხვდებოდა. ბრძოლა ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორსაც კრივის აბსოლუტურად ყველა მოყვარული წინასწარმეტყველებდა.

საწყის რაუნდებში კლიჩკო არ ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას და მშვიდად მოქმედებდა შორი დისტანციიდან. ჩემპიონს სულ მცირე უპირატესობა ჰქონდა და ამას ისე მიაღწია, რომ საქმეში არ გვინახავს მისი ძლიერი დარტყმები. უკრაინელი საფირმო ჯებით ამუშავებდა მოწინააღმდეგეს, თუმცა დარტყმებს სერიოზულ ძალას არ ატანდა.

მაგრამ, როგორც კი კლიჩკომ საკუთარი დარტყმების ძალა გაიხსენა, იტალიელი პრეტენდენტი მაშინვე რინგზე აღმოჩნდა - პირველმა აქცენტირებულმა ორმაგმა დარტყმამ ჩემპიონს პირველი ნოკდაუნი მოუტანა. ფრანჩესკო თითქმის არ ცდილობდა შეტევას (ის პერიოდულად დისტანციიდან იქნევდა ხელებს, მაგრამ ეს დარტყმები ძალიან იოლად იკითხებოდა ვლადიმერის მიერ) და მის მოქმედებაში არ შეიმჩნეოდა რაიმე ტაქტიკა თუ სტრატეგია.

ნოკდაუნის სიტუაცია მეხუთე რაუნდში განმეორდა. ამჯერად უკრაინელის მარცხენა გვერდითმა დარტყმამ დააწვინა რინგზე იტალიელი. ვლადიმერმა მეტოქისთვის სწრაფად ბოლოს მოღება არ მოისურვა, რითაც ბრძოლის დასასრული ერთი რაუნდით გადაავადა. მეექვსე სამწუთეულში ჩემპიონის მორიგი აქცენტირებული შეტევა ვიხილეთ - სტანდარტული ორმაგი მარცხენა ჰუკით გამყარებული და პრეტენდენტი მესამედ მოხვდა ნოკდაუნში, რის შემდეგაც რეფერიმ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად მიიჩნია.

ასე რომ, ვლადიმერ კლიჩკომ, მოლოდინისამებრ, იოლად დაიცვა თავისი საჩემპიონო ქამრები; პიანეტა კი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნა. კლიჩკო მთელი სერიოზულობით რომ მოჰკიდებოდა ამ ბრძოლას, იტალიელი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ასე რომ, ახლა ყველა ელოდება ვლადიმერისა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის დაპირისპირებას, რომლის მიმართ უკრაინელს სულ სხვა მიდგომა ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლიჩკო-პოვეტკინის გამართვის დრო დაინიშნა

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა