საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII-XII ადგილები
"მეტად საპასუხისმგებლო და პრინციპული თამაში იყო. ფაქტობრივად, ორივე გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.

დასაწყისში რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც - მეტოქემ გაგვიტანა.

მართალია, ანგარიში პირველივე ტაიმში გავათანაბრეთ, მაგრამ მეორეში გამარჯვების მოპოვება ვეღარ შევძელით.

ეს ჩვენთვის ბოლო შანსი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. გვრჩება თეორიული შანსი, თუმცა ძალიან მიზერული", - ასეთი იყო მატჩის შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელის, ალექსანდრე კანტიძის განცხადება.

ეს მატჩი ერთ-ერთი მთავარი იყო ტურში. ორივე გუნდს მოგება თითქმის უნაღდებდა უმაღლესში ადგილს, ხოლო წაგებული გასავარდნად განწირული ხდებოდა. სტუმრებს ფრეც აძლევდათ ხელს, ბათუმელთა შანსები კი კიდევ უფრო შეამცირა "მერანისა" და "ვიტ ჯორჯიას" გასვლითმა წარმატებამ.

ახლა "დინამო" თავის თავზე აღარ არის დამოკიდებული და დარჩენილი ორივე შეხვედრაც რომ მოიგოს, მაინც დიდი შანსია, პირველ ლიგაში მოუწიოს დაბრუნება.

არადა, შეხვედრა ისე დაიწყო, მასპინძლებს საწყის წუთებში დიდი ანგარიშით შეეძლოთ დაწინაურება. მე-6, მე-10 და მე-13 წუთებზე "დინამოს" მარცხენაფლანგელს ნოდარ კიკნაველიძეს სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერც ერთხელ ხეირიანად ვერ დაარტყა: ორჯერ მირზა მერლანმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ხოლო ერთი დარტყმა კარს ასცდა.

სამაგიეროდ, სტუმრებმა ლამის პირველივე შეტევა გოლად აქციეს - მარჯვნიდან ძლიერად დაარტყა გიორგი მანწკავამ, ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა და მარცხენა ფლანგზე ირაკლი კლიმიაშვილს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში დააბრუნა ბურთი და იმავე მანწკავამ თავურით აუღებელი დაარტყა - 1:0.

ამან მასპინძლები ცოტათი დააბნია და უპირატესობას "სიონი" დაეუფლა. "დინამოს" გარკვეული ხანი დასჭირდა გონს მოსასვლელად და სიტუაციის გამოსასწორებლად.

მასპინძლებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს, როცა საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმის უფლება მოიპოვეს: ამირან მუჯირმა სანდრო გურულს დაუგორა, რომლის დარტყმული მცველს მოხვდა, დამატებაზე კი გიგა ჟვანიამ ძლიერი დარტყმით აიღო სტუმართა კარი - 1:1.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ "სიონი" ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთებდა აქცენტს. გამოუვიდა კიდეც, თუმცა გვარიანი ნერვიულობის ფასად: ჯერ იყო და, გურულმა თავზე გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მერლანს, მაგრამ ბოლნისელთა მცველმა იყოჩაღა.

კიდევ ერთი შანსი გურულს ჰქონდა, როცა კარს ააცილა, ხოლო ბორის მახარაძეს ახლოდან დარტყმა არ დააცალეს, თორემ "სიონს", ალბათ, ვერაფერი გადაარჩენდა.

ბოლოს ქვემოქართლელებმა დააწყნარეს თამაში და მათთვის სასურველი ქულაც აიღეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე