საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII-XII ადგილები
დიდი ხანია, რუსთავის "მეტალურგმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი დაიბევა. თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" 2:1 მოუგო, განმეორებითს კი 8 მაისს, "დინამო-არენაზე" ჩაატარებს და ევროთასებზე გასვლის იმედიც გააჩნია.

სწორედ ამიტომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.

სტუმრებმა ბოძებული შანსით მშვენივრად ისარგებლეს, ბოლო დროს აღებული ტემპი არ დააგდეს და ზედიზედ მეოთხე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს. თან, ცხადია, ვეტერინარები უფრო მობილიზებულები იყვნენ.

შეხვედრა სწორედ სტუმრების მცირე უპირატესობით დაიწყო. მათ პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გურამ გურეშიძის, ლევან კუხალეიშვილისა და გიორგი კორიფაძის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

"ვიტ ჯორჯიამ" შედეგიანი შეტევა მხოლოდ ტაიმის მიწურულს განახორციელა. დავით უბილავამ ბურთი საჯარიმოში დააბრუნა. მასპინძლებს კუხალეიშვილი თამაშგარეში ეგონათ, მან კი თავით ზუსტად დაარტყა - 0:1.

რუსთაველები მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. 52-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ვახტანგ კვარაცხელიამ მეკარე ნიკა დაუშვილს ვერ აჯობა.

მალე ვერც ანზორ სუხიაშვილის ფლანგურ გადაცემას მისწვდა. სამაგიეროდ, ბურთს ზვიად ლობჟანიძე დაეუფლა და შეტევის გაგრძელება სცადა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მცველმა მომენტი დროულად განმუხტა.

"მეტალურგი" ორჯერ ითხოვდა პენალტის დანიშვნას: პირველად მე-60 წუთზე, როდესაც საჯარიმოში გიორგი განუგრავა წაიქცა; მეორედ 87-ეზე, როცა მცველმა (რუსთაველთა აზრით) საჯარიმოში ხელით ითამაშა. ორივე შემთხვევაში არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თამაში გააგრძელა.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ირაკლი ღიბრაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მოედნის ცენტრში თანაგუნდელებთან სამკუთხედი გაითამაშა, ბურთი გაისწორა და დაახლოებით 27-28 მეტრიდან ისე დაარტყა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 0:2.

ამ მოგებით "ვიტ ჯორჯიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. თუმცა, თავი ქუდში რომ ჰქონდეს, შემდეგ ტურშიც უნდა ივარგოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა