კვირას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციულ ლელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო
კვირას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციულ ლელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

"მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ხშირად ვიყავი, ლელოს პირველად დღეს ვნახავ. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, დავსწრებოდი ამ თამაშს, რომლის ისტორიაც 1799 წელს იწყება.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით და არ არის გამორიცხული, რომ მას უფრო ადრეც თამაშობდნენ.

მინდა, მოგილოცოთ ყველა შუხუთელს, ყველა გურულს ეს დღე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერი ბოლო წუთამდე ადევნებდა თვალს თამაშს. ის ლელოს წესებითაც დაინტერესდა. ბოლოს კი საკინჭიეს ღელესთანაც მივიდა, რომლის გადალახვით სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვემოურებმა პირველად მოიგეს.

ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვებულებს პირადად მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შუხუთის ლელოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, ხოლო ერთი წლით ადრე მაშინდელი შს და იუსტიციის მინისტრები - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა