ჟენევაში დაწყებულ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2013-14 წლების გრანპრის გათამაშებაში ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილიც მონაწილეობენ
ჟენევაში (შვეიცარია) სააღდგომო დღესასწაულებამდე დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2013-14 წლების გრან პრის გათამაშება, რომელშიც 18 დიდოსტატია დაშვებული.

შეჯიბრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ამ ტიტულის მფლობელს დაუპირისპირდება.

მაგალითად, წინა გრანპრის გათამაშება ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) მოიგო და წლეულს, 10-27 სექტემბერს მშობლიურ ტაიჩჟოუში ამჟამინდელ გვირგვინოსან ანა უშენინას (უკრაინა) შეხვდება (საპრიზო ფონდია 200.000 ევრო). მეტოქეები 10 კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ეს საკმარისი თუ არ აღმოჩნდება, მაშინ ტახტის მფლობელს რაპიდი და ბლიცი დაასახელებს.

ახლა კი ჟენევას დავუბრუნდეთ. აქ, როგორც აღვნიშნეთ, გრანპრის ახალი გათამაშების პირველი რაუნდი მიმდინარეობს.

ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 12 მონაწილეს შორის არიან ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი. მესამე ტურში მათი დაპირისპირება ხოტენაშვილის გამარჯვებით დამთავრდა.

ამავე ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა გათამაშების აუტსაიდერად მიჩნეულმა მონღოლმა ტუვშინთუგს ბატჩიმეგმა, რომელმაც ჰოუ იფანი დაამარცხა, პირველ ტურში კი მსოფლიოს ჩემპიონ ანა უშენინას დაუზავდა.

I ტური. ტუვშინთუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი) - ანა უშენინა (უკრაინა) 0,5:0,5, ვიქტორია ჩმლიტე (ლიტვა) - კატერინა ლაგნო (უკრაინა) 0,5:0,5, ნანა ძაგნიძე - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0,5:0,5, ბელა ხოტენაშვილი - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 1:0, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0,5:0,5, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0.

II ტური. ძაგნიძე - კოსინცევა 0,5:0,5, ჰოუ იფანი - ხოტენაშვილი 1:0, ვენძიუნი - ბატჩიმეგი 1:0, კოსტენიუკი - გირია 0,5:0,5, ლაგნო - მუზიჩუკი 0,5:0,5, უშენინა - ჩმილიტე 0:1.

III ტური. ბატჩიმეგი - ჰოუ იფანი 1:0, ჩმილიტე - ვენძიუნი 0,5:0,5, გირია - ლაგნო 0:1, ხოტენაშვილი - ძაგნიძე 1:0, კოსინცევა - კოსტენიუკი 0,5:0,5, მუზიჩუკი - უშენინა 0,5:0,5.

IV ტური. ძაგნიძე - ბატჩიმეგი 1:0, ჰოუ იფანი - ჩმილიტე 1:0, ვენძიუნი - მუზიჩუკი 0,5:0,5, კოსინცევა - ხოტენაშვილი 1:0, კოსტენიუკი - ლაგნო 0:1, უშენინა - გირია 0,5:0,5.

ოთხი ტურის შემდეგ: ლაგნო-3, მუზიჩუკი, კოსინცევა, ჰოუ იფანი-2,5-2,5, ხოტენაშვილი, ვენძიუნი, უშენინა, ძაგნიძე-2-2, ბატჩიმეგი, ჩმილიტე, კოსტენიუკი-1,5-1,5, გირია-1 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
მიდით გოგოებოო!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია