ფედერერი: როლან გაროსი ნადალისაა
ამერიკული ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა სლოუნ სტივენსმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა თავისი თანამემამულის, მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერენა უილიამსის მისამართით.

იანვარში 20 წლის სტივენსმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში დაამარცხა "დიდი სლემის" ტურნირების 15-გზის ჩემპიონი. სტივენსის აღიარებით, იქიდან მოყოლებული, უილიამსი ისე იქცევა, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევს სლოუნს. ასე ხდებოდა, მაგალითად, ამას წინ შვედეთთან ფედერაციის თასის მატჩის დროს.

"ყველა ფიქრობს, რომ ის ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ადამიანია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ავსტრალიური მატჩიდან მოყოლებული, ის არ მელაპარაკება და სალამს არ მაძლევს. თქვენ ვერ გვნახავთ ერთად ერთ შენობაში. საინტერესოა, რომ მან თავისი Twitter-დან და BlackBerry Messenger-დან ამომშალა. ვერ გავიგე, რა არის ამის მიზეზი", - ამბობს სტივენსი Sky Sports-ისთვის მიცემულ კომენტარში.

"ჩემი ცხოვრების პირველი 16 წლის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა. არასოდეს დაინტერესებულა ჩემი კარიერით და ჩემს წინსვლაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. პრესაში ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა", - დაამატა ავსტრალის ღია პირველობის ნახევარფინალისტმა.

სლოუნ სტივენსმა წააგო მადრიდში მიმდინარე ტურნირის პირველი წრე. ის ორ პარტიაში დამარცხდა სლოვაკ დანიელ ჰანტუხოვასთან - 3:6, 5:7.

ფედერერი: როლან გაროსი ნადალისაა

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მის მრავალწლიან მეტოქეს, ესპანელ რაფაელ ნადალს როლან გაროსის მოგების ძალიან მაღალი შანსი აქვს, მიუხედავად იმ განთესვის ნომრისა, რომელსაც რაფა საფრანგეთის ღია პირველობაზე მიიღებს.

კარიერაში ხანგრძლივი შესვენების გამო ნადალი ATP-ის რეიტინგში მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა. საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არ მისცემენ როლან გაროსის შვიდგზის ჩემპიონს უფრო მაღალი განთესვის ნომერს.

"უკვე გამოცხადდა, რომ რაფა არ მიიღებს ადგილს ტოპ-ოთხეულში. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ის ამას იმსახურებს, - ამბობს ფედერერი. - ბოლო რვა-ცხრა წლის განმავლობაში ის ისე წარმატებით გამოდის პარიზში, რომ მის დამსახურებებში ეჭვი არავის ეპარება. ბოლოს და ბოლოს, რაფა რეიტინგის მე-80 ნომერი ხომ არ არის?!

მაგრამ ვეკითხები საკუთარ თავს - რამდენად დიდი სხვაობაა იმაში, მეხუთე ნომერი იქნება ის თუ პირველი?! ტურნირის ბოლოს ამას მნიშვნელობა არ ექნება. გაიმარჯვებს უძლიერესი. რაფას მორიგი ტრიუმფის უდიდესი შანსი აქვს, რადგან ის საუკეთესო მოთამაშეა გრუნტზე".

პარიზში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი 26 მაისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნადალი-ფედერერი ბაზელში?

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"