ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
შვედეთსა და ფინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი განსახილველი თემა შვეიცარიის ნაკრებია. ამ გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა სამი ფავორიტი - მასპინძელი შვედეთი, კანადა და ჩეხეთი.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე სენსაციები ყოველთვის ხდება და შვეიცარიის მოგება შვედეთზე სწორედ ასეთ "პროგნოზირებად" მოულოდნელობად მონათლეს. შვედებს ბევრი არაფერი დაუკარგავთ და ისინი კვლავაც სტენლის თასიდან "ვანკუვერის" გავარდნასა და ძმები სედინებისგან დახმარებას ელიან.

ამის შემდეგ შვეიცარიელებმა, ურთულეს ბრძოლაში, ბულიტების სერია მოუგეს კანადას, რომელსაც სკანდინავიაში ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი. ამ მატჩის შედეგს უკვე თამამად უწოდეს სენსაცია.

შვეიცარიის შემდეგი მსხვერპლი გახდა ჩეხეთის ნაკრები და წინა ორი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, ამჯერად ალპიელი ბიჭების დამაჯერებელი ტრიუმფი სენსაციად აღარავის მოუნათლავს. ჯერჯერობით შონ სიმპსონის შეგირდები გზად არავის ამჩნევენ და თითქმის განაღდებული აქვთ პლეი ოფში თამაში. და ეს იმ დროს, როცა შვეიცარიას თადარიგში ჰყავს თავისი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, NHL-ის ყოფილი მეკარე მარტინ გერბერი - ჯერჯერობით მისი საქმეში ჩართვა საჭირო არ გამხდარა.

ამჟამად შვეიცარიელებით ყველანი მოხიბლულები არიან. სპეციალისტები აღნიშნავენ თამაშის კარგ ორგანიზაციას, მწვრთნელის კარგ მუშაობასა და მეკარეთა შესანიშნავ დუეტს. "ბაფალო სეიბრზისა" და ავსტრიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტომაშ ვანეკი მოუწოდებს ყველას, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ნაკრებს, არამედ იმას, თუ როგორ ვითარდება ჰოკეი შვეიცარიაში.

"ჰოკეის განვითარება ქვემოდან უნდა დაიწყოს: საჭიროა საკუთარი ჰოკეისტების აღზრდა, ახალი მოედნების აშენება, ძლიერი მწვრთნელებისა და სპეციალისტების მოწვევა. იუნიორთა გუნდებიდან უნდა იწყებოდეს მუშაობა. აიღეთ მაგალითი შვეიცარიისგან. შეხედეთ, როგორ შეიცვალნენ ისინი ბოლო 12 წლის განმავლობაში. მათ უკვე სამი ფავორიტი დაამარცხეს. შეიძლება ეს ვიღაცისთვის მოულოდნელობა იყო, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვიცით: ეს ძალიან სერიოზული გუნდია", - განაცხადა ვანეკმა.

მართლაც, ერთი გამონაკლისის გარდა, შვეიცარიის ნაკრები ქვეყნის ლიგაში მოთამაშე ჰოკეისტებით არის დაკომპლექტებული. ერთადერთი გამონაკლისი კი "ნეშვილის" მცველი იოზი გახლავთ.

A ჯგუფი

შვეიცარია-ჩეხეთი 5:2

1:0, 1:2, 3:0

გოლები: 1:0 ამბული-1 (გარდნერი-1, იოზი-1), 2:0 ნიდერაიტერი-3 (მოზერი-1, პლუსი-2), 2:1 ჰუდლერი-2 (ტლუსტი-2, ვორაჩეკი-2), 2:2 ჰუდლერი-3 (ირგლი-1), 3:2 მოზერი-1 (პლუსი-3), 4:2 ბოდენმანი-1 (ჰოლენშტაინი-1, კუნტი-1), 5:2 სური-2 (უოლკერი-3, ვოკლერი-1).

შვედეთი-ბელორუსი 2:1

0:1, 1:0, 1:0

0:1 კოლცოვი-1 (გოროშკო-1), 1:1 ლინდბერგი-1 (ს. კრონვალი-1, პეტერსონი-1), 2:1 პეტერსონი-1 (ლუნდკვისტი-2).

თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ

1. შვეიცარია 3 2 1 0 0 11-6 8

2. ნორვეგია 2 2 0 0 0 6-3 6

3. შვედეთი 3 2 0 0 1 6-5 6

4. კანადა 2 1 0 1 0 5-4 4

5. ჩეხეთი 3 1 0 0 2 5-7 3

6. ბელორუსი 3 1 0 0 2 5-7 3

7. სლოვენია 2 0 0 0 2 4-7 0

8. დანია 2 0 0 0 2 3-6 0

B ჯგუფი

გერმანია-სლოვაკეთი 2:3

1:0, 0:1, 1:2

გოლები: 1:0 ვოლფი-1 (გოკი-1, გოგულა-2), 1:1 ბლიჟნაკი-1 (სერსენი-1), 2:1 კინკი-1 (ტრიპი-1, კოლი-1), 2:2 ზაბორსკი-2 (მიხალიკი-1, კუკუმბერგი-3), 2:3 ზაბორსკი-3 (მიკლიკი-1, კუკუმბერგი-4).

ფინეთი-საფრანგეთი 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 პესონენი-2 (აალტონენი-2, კონტიოლა-3), 2:0 აალტონენი-2 (კონტიოლა-4, ჰიეტანენი-2), 2:1 ბელემარი-1 (ს. ტრეი-2, ფლერი-1), 3:1 ვიიტალუომა-1 (ვაანანენი-1, პილსტრიომი-1).

თ მ ო-მ ო-წ წ შ ქ

1. ფინეთი 3 2 1 0 0 9-4 8

1. რუსეთი 2 2 0 0 0 10-1 6

2. აშშ 2 2 0 0 0 9-4 6

4. სლოვაკეთი 3 2 0 0 1 9-6 6

5. საფრანგეთი 3 1 0 0 2 6-10 3

6. გერმანია 3 0 0 1 2 6-11 1

7. ავსტრია 2 0 0 0 2 4-8 0

8. ლატვია 2 0 0 0 2 1-10 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა