ნახიჭევანმა ჰეიდარ ალიევის დაბადების 90 წლისთავის აღსანიშნავად "ნახიჭევანის თასს" უმასპინძლა ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა შორის
სააღდგომო დღეებში ნახიჭევანმა ჰეიდარ ალიევის დაბადების 90 წლისთავის აღსანიშნავად "ნახიჭევანის თასს" უმასპინძლა ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა შორის.

ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა. აქდან სამი ადგილობრივი იყო - აზერბაიჯანის ნაკრები, ნახიჭევანისა და შარურის გუნდები, რომლებსაც საქართველოს, რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებიც დაემატნენ.

ადრე შეპირებული მონაწილეებიდან ბოლოს აზერბაიჯანში არ ჩავიდნენ ირანი და ყაზახეთი, რაც შეჯიბრების დონეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებდა.

საქართველოს ნაკრები, მთავარი მწვრთნელის - ვლადიმერ ადეიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონები იახლა, ანუ ისინი, ვისაც უკვე განაღდებული აქვს ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობა.

მათთვის ეს კიდევ ერთი სტარტი იქნებოდა. მით უფრო, რომ შეჯიბრება გუნდური პრინციპით ტარდებოდა.

ჩვენი ნაკრები B ჯგუფში მოხვდა ნახიჭევანის, უკრაინისა და თურქეთის გუნდებთან ერთად. ამ სამეულთან პაექრობაში მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს - მასპინძლებთან, ანგარიშით 3:5; დანარჩენებს კი დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით აჯობეს.

პირველ შეხვედრაში ჩვენებმა თურქებს 6:2 მოუგეს, უკრაინელებს - 5:2 აჯობეს.

ამით ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ამ პაექრობაში მათი მეტოქე რუსეთის გუნდი იყო, რომელიც ჩვენებმა დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 7:1.

ფინალში ნახიჭევანისა და აზერბაიჯანის გუნდები გავიდნენ, პაექრობა კი ფრედ დასრულდა - 4:4, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მასპინძლებმა იმარჯვეს და მთავარი ჯილდო ცხვირწინ აართვეს ქვეყნის ნაკრებს.

მართლაც რომ ცხვირწინ, რადგან ბრძოლა უკანასკნელ წუთებამდე დაძაბული გამოდგა და ყველაფერი სულ ბოლო, მძიმე წონითმა კატეგორიამ გადაწყვიტა - ნახიჭევანელმა აბას აბდულაევმა ალი ჰასანოვს 1:0; 1:0 მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, რაც საბოლოო გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა