„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მდგომარეობა გაიუარესა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მდგომარეობა გაიუარესა. მსაჯის მარკ კლეტენბერგის კრიტიკის გამო ისედაც დასჯით ემუქრებოდენ, მან კი თუ დამსჯით, გიჩივლებთო, როყიოდ განუცხადა ფეხბურთის ასოციაციას. რედნაპის განრისხების მიზეზი გასაგებია: შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შეხვედრაში (2:0) მანჩესტერელმა ნანიმ კურიოზული გოლი გაიტანა და მსაჯმა ის ჩათვალა. ამ გოლზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ მასზე დიდხანს შეჩერება აღარ ღირს. უბრალოდ, მათთვის ვისაც არაფერი სმენია მოკლედ გავიმეორებთ: ლონდონელების მეკარეს ეურელიო გომეშს ეგონა, რომ ბურთი თამაშში თავისუფალი დარტყმით უნდა შეეტანა, კლეტენბერგს კი დასტვენილი არ ჰქონია. შესაბამისად, როგორც კი გოლკიპერმა ბურთი მოედანზე დადო და დასარტყმელად უკან დაიხია, ნანი მივიდა და კარში შეაგორა. აქ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ბურთს გომეში აიღებდა ნანი მას ხელით შეეხო და ამიტომაც ეგონა მეკარეს თავისუფალი.

მატჩის შემდეგ, რედნაპმა სატელევიზიო ინტერვიუში გამოთქვა ეჭვი, რომ კლეტენბერგი და მისი ასისტენტები ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარდგომამდე ერთმანეთს შეუთანხმებენ რა უნდა თქვან. ისინი ერთობლივად მოიფიქრებენ რატომ ჩათვალეს ეს გოლი. ბუნებრივია, „სფურზის“ თავკაცის ეს კომენტარი ყველამ მოისმინა, მათ შორის ფეხბურთის ასოციაციის მუშაკებმაც და მათ გადაწყვიტეს რედნაპი დასაჯონ, რაზეც მწვრთნელმა სულაც არ დახარა თავი და ინგლისური ფეხბურთის ბოსებს ფრიად აგრესიული პასუხი გასცა. რედნაპი დაიმუქრა, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ასოციაციის წინააღმდეგ ვიჩივლებო და ისევ გაიმეორა ის, რისი გულისთვისაც დასჯას უპირებენ.

„თუ ამ ნათქვამის გამო დასჯას დამიპირებენ, უნდა იცოდნენ, რომ არც მე გავჩერდები და საქმეს აღვძრავ. მათ ადგილზე ასე აშკარად არ მოვიქცეოდი. მე მსაჯს არ მივვარდნივარ, მოედანზე არ შევსულვარ, სამსაჯო ოთახში არ მივჭრილვარ. მე უბრალოდ, ტელეკამერების წინაშე დავდექი და მშვიდად და გულწრფელად ვთქვი რასაც ვფიქრობდი. მე იმ დღეს, მოედანზე სრული დაბნეულობა ვნახე. არავინ იცოდა რას აკეთებდა ან რა უნდა გაეკეთებინა.

მინდა ხაზი გავუსვა, მე მსაჯების პატიოსნება ეჭვქვეშ წამითაც არ დამიყენებია. ერთადერთი, რასაც ვამბობ ის არის, რომ როგორც კი ეს ხალხი ოთახში განმარტოვდება, ერთმანეთს შეუთანხმებს რა უნდა თქვას ამა თუ იმ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით.

დავაზუსტებ: თანამსაჯი არასდროს იტყვის, რომ მსაჯს უთხრა, ხელით თამაში იყო და გოლი გასაუქმებელიაო. ისინი სადისციპლინო კომიტეტის წინაშე საერთო პირით წარსდგებიან. არადა, კერძო წყაროებიდან ზუსტად ვიცი, რომ მარკ კლეტენბერგს უთქვამს, ყველაფერი ჩემი ბრალია, სიტუაცია მე ავურიეო. რად უნდა ლაპარაკი, რომ კლეტენბერგს თავისუფალი დარტყმა უნდა დაენიშნა, მაგრამ მსაებმა ხვალაც ერთად უნდა იმუშაონ და ამიტომ, გამორიცხულია, პირი არ შეკრან“.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს, მას, მატჩის შემდეგ BBC-ისთვის ინტერვიუს არ მიცემის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი, რედნაპი კი იმუქრება, თუ ფეხბურთის ასოციაცია დამსჯის, სატელევიზიო ინტერვიუებს აღარასდროს მივცემო.

„აღარასდროს მომთხოვოთ მატჩის შემდგომ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემა. კამერასთან არ მივალ. მე ვერ დავდგები ხალხის წინაშე და მსაჯის ასეთ გადაწყვეტილებაზე ვერ ვიტყვი, რომ ის სწორი იყო. არ მაინტერესებს, წესითა და კანონით მსაჯების კრიტიკა შეიძლება თუ არა. მე მინდა გუნდი ვათამაშო და სახლში წავიდე. ერთხელაც გეტყვით, არ მგონია, რომ დამაჯარიმებენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლა გააკეთეს, ვუჩივლებ. რა გამოდის, რას გვთხოვს ფეხბურთის ასოციაცია მატჩის შემდეგ, მატჩის შესახებ თან უნდა ვილაპარაკოთ და თან არ უნდა ვილაპარაკოთ? გამოვიდე და ტყუილები ვთქვა?“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია