ბოლო წლებში ლიპარტელიანის უამრავი საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა, რომლებიც საპირისპირო ემოციებსაც გამოხატავს, წარმატებასაც და წარუმატებლობასაც...
ბოლო წლებში ვარლამ ლიპარტელიანის უამრავი საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა, რომლებიც საპირისპირო ემოციებსაც გამოხატავს, წარმატებასაც და წარუმატებლობასაც...

თავად განსაჯეთ: 2012 წლის აპრილში ვალერიმ ევროპის ჩემპიონობა მოიგო; იმავე წლის აგვისტოში ოლიმპიადაზე ავსტრალიელ ძიუდოისტთან ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა; 2013 წლის აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დასჯერდა.

მაშ ასე, დავხედოთ ფოტოებს და მოვისმინოთ ვარლამ ლიპარტელიანის კომენტარები.

(მთავარი ფოტო). "ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა, გუნდური შეჯიბრება, რომლის ფინალში რუსეთის ნაკრები 4:1 დავამარცხეთ. თქვენ წინაშეა ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული: ლაშა შავდათუაშვილი 21 წლისაა, ზებედა რეხვიაშვილი 22 წლის, ავთანდილ ჭრიკიშვილი - 22-ის, მე - 24-ის".

"2012 წელია. შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ ხელები სახეზე იმედგაცრუების გამო ავიფარე. არა, წამების წინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, რომელიც რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გაიმართა. ამ ფოტოზე დიდი სიხარული და ცოტა ცრემლია... სიხარულის ცრემლი".

"ეს სურათი ძალიან მიყვარს. სწორედ ამ მომენტში მივანიშნე ჩემს მომავალ მეუღლეს გიულის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი გამარჯვება მას ეძღვნებოდა. ის ჩელიაბინსკში ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა".

"თბილისის აეროპორტში ჩამოსულს გამარჯვება დიშვილმა, მომავალმა ძიუდოისტმა ნიკუშა შარაშიძემ მომილოცა".

"ლონდონის ოლიმპიადაზე სწორედ ეს იყო ჩემი ბოლო ბრძოლა. ეფექტური ფოტოა, მაგრამ კარგი გასახსენებელი ნამდვილად არ არის, - თქვა ლიპარტელიანმა და მობილურ ტელეფონში იმავე ჭიდაობის ამსახველი ფოტოლენტა მაჩვენა (რომელსაც გვერდის ბოლოში იხილავთ)... ეს ავსტრალიელ ძიუდოისტთან ჭიდაობის ეპიზოდია. თავადაც დარწმუნდებით, რომ ასეთი გდებისთვის ვაზარი მეკუთვნოდა, მსაჯმა კი მხოლოდ იუკო გაიმეტა".

"ეს სურათი, რომელზეც ორი კაპიტანია გამოსახული (კარლოს დუნგა და ვალერი ლიპარტელიანი - ავტ.), სან პაულუს აეროპორტშია გადაღებული. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, განსაკუთრებით ბრაზილია და "ბარსელონა" მომწონს. რაგბისაც ვუყურებ და კალათბურთსაც..."

"2013 წელია, დიუსელდორფის ტურნირი, რომელიც წარმატებით დავასრულე. ეს ის მომენტია, როცა აზერბაიჯანელი მამადოვი იპონით დავამარცხე".

"ჯარჯი ზვიადაური უკვე შეიძლება ჩაითვალოს ძიუდოს ლეგენდად. იგი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული და ევროპის პირველობის ოქროს მფლობელია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ".

ილეთი, რომლის შემდეგაც ვარლამ ლიპარტელიანი ვაზარს იმსახურებდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა

ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან

ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად