საერთოდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება - ბენიტესმა „ლივერპულში“ თავისი მემკვიდრე როი ჰოჯსონი გააკრიტიკა
საერთოდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება: რაფა ბენიტესმა „ლივერპულში“ თავისი მემკვიდრე როი ჰოჯსონი გააკრიტიკა. ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ჰოჯსონი „ენფილდზე“ საქმეს ალღოს ვერ უღებს. იმავე პრეს კონფერენციაზე მან უარყო, ბრალდება თითქოს მის დროს „წითლები“ სასურველ დონეზე ცუდად თამაშობდნენ.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ თემებზე ბენიტესთან ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ილაპარაკეს – მისი „ინტერი“ „უაით ჰართ ლეინზე“ „ტოტენჰემს“ შეხვდა და ეს ესპანელის პირველი „საფეხბურთო“ დაბრუნება გახლდათ ინგლისში. შეგახსენებთ, რომ ბენიტესი მაისში „ლივერპულის“ თავკაცობიდან გაუშვეს. მან თქვა:

„ვგრძნობ, რომ მისტერ ჰოჯსონი ბევრ რაღაცას ვერ ხვდება. მისი ყოველი პრეს-კონფერენცია წინაზე უარესია. იგი ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ აშკარაა, ბევრ საკითხში უბრალოდ ვერ ერკვევა. რას იზამ, არის ხალხი რომელიც შაქრის გორაზე მღვდელს ვერ ხედავს (ინგლისური გამოთქმაა და აშკარა რაღაცის ვერ დანახვას ნიშნავს. მღვდლებს ხომ, როგორც წესი, მუქი ტანსაცმელი აცვიათ), თუმცა, ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ იგი „ლივერპულში“ ახალი მისულია. ამდენ ლაპარაკს აშკარად სჯობს თავის ფეხბურთელებს მიჰხედოს და მათ მაქსიმუმის გაღება აიძულოს. მას უზარმაზარი საქმე აქვს გასაკეთებელი“.

საინტერესოა, რომ ბენიტესმა „ლივერპულზე“ ლაპარაკისას ხატოვან-დამაბნეველი გამოთქმა პირველად სულაც არ იხმარა. „ინტერის“ თავკაცმა „ტოტენჰემთან“ პირველი, მილანური შეხვედრის წინ თქვა ბოთლში რომ თეთრი სითხეა რძე უნდა იყოსო. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ „ლივერპულში“ მიმდინარე ამბები ძალიან კარგად ჩანს და ყველამ იცის თუ ვინ არის დამნაშავე.

საერთოდ კი, ისე ჩანს, რომ ჰოჯსონსა და ბენიტესს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ. ამის დასტურად „ლივერპულის“ ახლანდელი თავკაცის ის ნათქვამი შეგვიძლია მოვიტანოთ, სადაც მან განაცხადა, ჩემს წინამორბედს გუნდში უამრავი უსარგებლო და გამოუსადეგარი

ფეხბურთელი ჰყავდა შეკრებილიო. ბენიტესმა არც ეს დატოვა უპასუხოდ:

„ჰოჯსონმა ცხრა ახალი ფეხბურთელი იყიდა. მე გუნდი რომ დავტოვე, მასში 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელები თამაშობდნენ, ასე რომ მას უჯობს ფეხბურთელების ხარისხი კი არ დაიწუნოს, იმუშაოს, რათა მათ მოედანზე შედეგს მიაღწიონ. ახალ მოთამაშეებს გონს მოსვლასა და გუნდთან შერწყმაში სჭირდებათ დახმარება. მათ შედეგი უნდა აჩვენონ და როგორც კლუბისთვის ასევე ფანებისტვის ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს