კანცლერობის კანდიდატი შტაინბრიუკი: ული თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინათ
ამას წინათ ვიუწყებოდით, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თავად შეიტანა სარჩელი საკუთარი თავის წინააღმდეგ და აღიარა, რომ სახელმწიფოს გადასახადებს უმალავდა. 61 წლის ული ძალიან აზარტულია და იმასაც აღიარებს, რომ ბოლო დროს დღე და ღამე საფონდო ბირჟაზე ბროკერობდა.

ამ ყველაფრის შემდეგ მან "ბაიერნში" თანამდებობის დატოვების წინადადება წამოაყენა, რაზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის არცერთი წევრი არ დაეთანხმა - ჰიონესი არ გაუშვეს, ული რეკორდმაისტერის პრეზიდენტად რჩება!

პარტია SPD-ის კანცლერობის კანდიდატ პეერ შტაინბრიუკის აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა - 66 წლის პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ული ჰიონესი თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინათ, რადგან მისი საქმე, რომლის მიხედვითაც, გადასახადებს მალავდა, ვნებს როგორც "ბაიერნის", ისე მთლიანად ბუნდესლიგისა და ზოგადად, გერმანიის იმიჯს.

გაზეთმა "ბილდმა" ამ საკითხზე მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე საათში 140 000 ადამიანი გამოჰკითხა - გამოკითხულთა ზუსტად 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ჰიონესი "ბაიერნის" პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინათ; მეორე ნახევარი კი მიიჩნევს, რომ ული მაინც იმსახურებს რეკორდმაისტერის მთავარ ბოსად მუშაობას.

"ბილდმა" ბუნდესლიგის სხვა კლუბების ოფიციალური წარმომადგენლებიც გამოჰკითხა. "დორტმუნდის", "ლევერკუზენის", "შალკეს", "შტუტგარტის", "ნიურნბერგის", "ფრაიბურგის", "მაინცის", "ვოლფსბურგისა" და "ფიურტის" ხელმძღვანელებმა ამ თემაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სხვა გუნდები კი მიიჩნევენ, რომ ჰიონესი პოსტზე უნდა დარჩენილიყო.

რუმენიგე კიდევ სამი წლით

ჰიონესთან ერთად, პოსტზე რჩება "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეც, რომელიც რეკორდმაისტერში ულის შემდეგ მეორე კაცია. 45 წლის კალე ამ თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს და ახლა კონტრაქტი კიდევ სამი წლით გააგრძელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბაიერნის" პრეზიდენტი: ცუდი ბევრი ჩამიდენია, მაგრამ ცუდი კაცი არ ვარ

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა