ბერნარდ ტომიჩის მამა თავისი ვაჟის სპარინგ-პარტნიორს ფიზიკურად გაუსწორდა
"ლელო" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ბერნარდ ტომიჩის მამა - ჯონ ტომიჩი თავისი ვაჟის სპარინგ-პარტნიორს, მონაკოელ ჩოგბურთელს ტომ დრუეს ფიზიკურად გაუსწორდა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებს აღნიშნული კონფლიქტის შესახებ მოუყვა.

ჩოგბურთელის სიტყვებით, კონფლიქტი მონტე კარლოდან მადრიდში გადაფრენის დროს წარმოიშვა. დრუემ განაცხადა, რომ ჯონმა მას რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა, ბოლოს კი განაცხადა, რომ უარს ამბობს მისთვის ფულის გადახდაზე. უკვე ამ ინციდენტის შემდეგ მადრიდში ჯონ ტომიჩმა დრუეს სასეირნოდ დაუძახა.

"დაახლოებით 100 მეტრი გავიარეთ. ის მუდმივად უკან იხედებოდა და შემდეგ ისევ დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მეგონა, ბოდიშის მოხდას აპირებდა, მაგრამ შევცდი. მან სახეში შემაფურთხა, შემდეგ წავიდა და დამიყვირა, რომ არ აპირებდა ჩემთვის ფულის გადახდას. მე ვუპასუხე: "შესანიშნავია, ჯონ, შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ. ყველაფერი წესრიგშია, ბერნარდი გადამიხდის". ამის შემდეგ ის შემობრუნდა და დამარტყა. ის ძაღლადაც არ მაგდებდა, მუდმივად გამოხატავდა ჩემს მიმართ უპატივცემულობას, შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა. მიმაჩნია, რომ ის სამუდამოდ უნდა ჩამოაშორონ ტურს.

არ მინდოდა, ეს საქმე სამსჯავროზე გამომეტანა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. რამდენიმე კვირას ვერ შევძლებ კორტზე გასვლას და ეს ჩემი ბრალი არ არის", - ამბობს დრუე.

ასევე, ტომი მოყვა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ვარჯიშისას ჯონ ტომიჩმა სახეში გაარტყა თავის ვაჟს და ცრემლებამდე მიიყვანა ის.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავდასხმის შემდეგ დრუე რამდენიმე წუთი უგონო მდგომარეობაში იყო. იქვე ახლოს მყოფმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა ექიმები გამოიძახა, თუმცა პოლიციასთან დაკითხვაზე აღნიშნა, რომ თავად ინციდენტი არ უნახავს.

რაც შეეხება დრუეს, გამოჯანმრთელების შემდეგ ის აპირებს მწვრთნელად და სპარინგ-პარტნიორად მუშაობის გაგრძელებას.

"მიყვარს ეს საქმე. არ ვაპირებ, ვინმეს უსიამოვნება მივანიჭო. ჯონ ტომიჩის პროფესიული ტურისგან იზოლირება კი აუცილებელია. არ მინდა, ისევ გადაიკვეთოს ჩვენი გზები", - აღნიშნა მონაკოელმა.

დრუეს პოზიცია გაიზიარა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ, რომელმაც აკრედიტაცია ჩამოართვა ჯონ ტომიჩს. შესაბამისად, ინციდენტის გამოძიებამდე უფროს ტომიჩს აკრძალული ექნება ტურნირებზე დასწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოძალადე უფროსი ტომიჩი

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა