მიუხედავად ზედიზედ ორი წაგებისა, მაინცელები მაინც მხნედ არიან
დორტმუნდის „ბორუსიასთან“ წაგებისა (0:2) და ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, „მაინცის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა იმღამესვე ნახა მატჩის ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდა, რომ მის შეგირდებს მოგების შანსი არ ჰქონდათ, რადგან „ბორუსიამ“ ტუხელისთვის მოულოდნელი სტრატეგიით ითამაშა. ჩემი ბიჭები კი ძალიან ნერვიულობდნენ და შეცდომებს უშვებდნენო, დასძინა თომასმა.

„მაინცი“ გერმანიის თასიდანაც გავარდა (მეორებუნდესლიგელ „ალემანიასთან“ დამარცხდა) და ბუნდესლიგაში ლიდერობაც დაკარგა, რის შემდეგაც კონკურენტებმა „ხელები მოიფშვნიტეს“ - ნიშნავს თუ არა ეს, რომ სეზონის მთავარ აღმოჩენას კრიზისი და ჩავარდნა ეწყება? ტუხელი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და კატეგორიულად ამბობს, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდებით, აი, ნახავთ, „მაინცი“ ლიდერებს შორის დარჩებაო.

„ჩვენ კრიზისის არ უნდა გვეშინოდეს და არც გვეშინია. შეუძლებელია, რომ ათი ტურის შემდეგ შემთხვევით იყო მეორე ადგილზე. რვა თამაში მოვიგეთ, რაც გენიალური მიღწევაა და მხოლოდ იმიტომ, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ ერთ მატჩში ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ყურების ჩამოყრა ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ ძველებურად თავდაჯერებულები ვართ,“ - ეს „მაინცის“ საყრდენი ნახევარმცველის, ოიგენ პოლანსკის სიტყვებია, რომელმაც „დორტმუნდთან“ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (დარტყმა „ბორუსიას“ მეკარე რომან ვაიდენფელერმა აუღო).

სხვათა შორის, „მაინცს“ ექსპერტები ჩავარდნას „ჰამბურგთან“ წაგების (0:1) მერეც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მომდევნო ტურში კარნავალელებმა „ლევერკუზენის“ დამარცხება (1:0) შეძლეს. ახლა კი, ბუნდესლიგაში „ფრაიბურგს“ ხვდებიან და თუ ისევ მოიგეს, „მაინცის“ ჩავარდნა-კრიზისზე საუბარი მაშინვე შეწყდება. გამთამაშებელი ლუის ჰოლტბი ამბობს, ფაქტია, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე „ბორუსიასთან“ ვითამაშეთო. მენეჯერი კრისტიან ჰაიდელიც დარწმუნებულია, რომ ტუხელის გუნდის ფეხზე დაყენებას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
პატივცემულო რედაქციავ!!მართლა კარგ სტატიებს აქვეყნებთ და ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა,მაგრამ ეცადეთ გამართული ქართულით წეროთ ხოლმე!!! არ ჩავარდებით არასწორია, უნდა იყოს არ ჩავვარდებით (ანუ 2 "ვ")!პატივისცემით!!!რედაქცია: გმადლობთ, რომ ყურადღებას იჩენთ. თქვენი შენიშვნა მისაღებია. შეცდომა გამოსწორებულია :)
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა